დედამიწა, ბუნება, ადამიანები როდესაც ამ სიტყვებს გადაიკითხავთ შეიძლება არ დაფიქრდეთ მათ იდუმალებაზე, მაგრამ სამყარო სურპრიზებითაა სავსე. მთელი დღის განმავლობაში ხალხის მასაში უამრავ ადამიანს ხედავთ ზოგი გამახსოვრდებათ ფიზიკურად ზოგი ჩაცმულობით ზოგი კი საერთოდ უინტერესოა თქვენთვის, მაგრამ თვითოეული ადამიანი ამოუცნობი ფენომენია და მისი კვლევისას მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებიც კი გაკვირვებულები რჩებიან. ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვენგან გაუცნობიერებლად სავსებით უჩვეულო და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი რამ გვემართება. გავეცნოთ უამრავ დარღვევას და უცნაურ შემთხვევას რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება...

საკუთარი სხეულის მთლიანობის მიუღებლობის სინდრომი:

      ყვალა ადამიანს გაჩენია სიბრალული მათ მიმართ ვისაც სხეულის რომელიმე ნაწილი დაკარგული (ამპუტირებული) აქვს, სხეულის ნაწილების გამიზნულად ამპუტაციაზე ფიქრიც კი შოკში ჩაგაგდებთ, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან საკუთარი სხეულის მთლიანობის მიუღებლობის სინდრომით, ეს სანუკვარი ოცნება და სურვილია. ითვლება, რომ ფსიქიკური აშლილობის ეს ფორმა დაკავშირებულია ტვინის იმ ნაწილის დარღვევასთან, რომელიც სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებაზე აგებს პასუხს. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები საკუთარ თავს ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში არასრულფასოვნებად მიიჩნევენ და საერთოდაც აწუხებთ კიდურების ქონა. ამიტომაც მათი უმეტესობა ცდილობს განთავისუფლდეს "შემაწუხებელი" კიდურებისგან.

კოტარდის სინდრომი:

      ამ დაავადებას ასევე უწოდებენ კოტარდის მანიას ან ცოცხალი გვამის სინდრომს. ეს არის იშვიათი სიმპტომი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ გარდაიცვალა ან მისი სხეულის რომელიმე ნაწილი გაიხრწნა. სინდრომი უმეტესად გავრცელებულია შიზოფრენიით და ბიპოლარული დარღვევებით დაავადებულ პაციენტებს შორის. ასევე კოტარდის სინდრომი შეიძლება აღინიშნოს ადამიანებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაკიკით ან თავის ტვინის სიმსივნით.

დოქტორ სტრეინჯლავის სინდრომი (სხვისი ხელის სინდრომი)

      წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხელი თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ამავდროულად მაინც მიზანმიმართულად-თითქოს მას ჰქონდეს საკუთარი ტვინი ან იყოს სხვისი ზემოქმედების ქვეშ!სხვისი ხელის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ეს ყველაფერი გასაოცარია და ზუსტად ასე ემართებათ. ეს სინდრომი ხშირად ჩნდება ეპილეფსიის დროს ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ასევე ინსულტის ან სხვადასხვა ინფექციების შემთხვევებშიც. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ თითქოს მათი ხელი მათგან დამოუკიდებლად მოქმედებს და მათზე საუბრობენ როგორც არა მათი სხეულის ნაწილზე, არამედ მათი ორგამნიზმისაგან დამოუკიდებელ ორგანოზე.

მორგენოლოვის დაავადება:

      არსებობენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ არსებობს რაღაც რაც დაცოცავს მათ კან–ქვეშ. ამ დროს აღინიშნება ქავილის შეგრძნება. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ეს დაავადება მიდრეკილნი არიან კანის დაზიანებისკენ, იმ მოტივით რომ გაანადგურონ კანქვეშ მცოცავი არსება.

ბიბლიომანია:

      ბიბლიომანია ნევროზის ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება. ადამიანს, რომელიც ამ სინდრომის მქონეა, ახასიათებს პათოლოგიური მისწრაფება შეიძინოს და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი წიგნი. ამ სინდრომს ხშირად ახასიათებს ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი ჩვევები, როგორიცაა ხელების გამუდმებული ბანა, ან თუნდაც ერთი რაიმე ყოველდღიური რიტუალის მიმართ მანიაკალური მორჩილება. ბიბლიომანიის მსხვერპლები ჩვეულებრივ აგროვებენ წიგნების იმდენად დიდ რაოდენობას, რომელთა წაკითხვას ვერასოდეს შესძლებენ.

უცხოური აქცენტის სინდრომი:

      ტვინის ტრავმებს ბევრი ცუდი და სავალალო შედეგი მოსდევს. ერთ-ერთ ყველაზე უცნურად კი ითვლება სინდრომი, რომელიც უცხოური აქცენტის სინდრომითაა ცნობილი. ეს სინდრომი დაავადებულს აიძულებს ისაუბროს უცხოური აქცენტით. ის ძალიან იშვიათია და ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს ახასიათებს (დაახლოებით 60 შემთხვევაა დაფიქსირებული 1941-დან 2009 წლამდე)

იერუსალიმის სინდრომი:

      ეს სინდრომი მხოლოდ იერუსალიმში მყოფ ადამიანებს ემართებათ. ტურისტი, რომელიც უძველეს ქალაქში რელიგიური შთაგონებით იმყოფება, წყვეტს, რომ ამა თუ იმ მიზეზთა გამო, ის უფლის რჩეულია. ეს სინდრომი ერთ-ერთ ფსიქიატრიულ სინდრომად ითვლება და საბედნიეროდ, მკურნალობას ექვემდებარება.

სტოკჰოლმის სინდრომი:

      ეს ის სინდრომია, როდესაც მძევალი გამტაცებლის მდგომარეობაში შესვლას იწყებს და გარკვეულწილად ცდილობს, დაეხმაროს კიდეც მას. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას თვითგადარჩენის რეფლექსის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ.

      ჩვეულებრივი ადამიანისთვის შესაძლოა ვან გოგი საყვარელი მხატვარი ან დორიან გრეის პორტრეტი გამორჩეული წიგნი იყოს, მაგრამ ისინი და კიდევ სხვა დიდი ადამიანების სახელები დაკავშირებულია საშინელ დაავადებებთან!

სტენდალის სინდრომი:

სტენდალის სინდრომი, interesting, qwelly, syndrome, ბარონი მიუნჰაუზენი, ბიბლიომანია, დორიან გრეი, დოქტორი სტრეინჯავი, ეს საინტერესოა, ვან გოგი, იერუსალიმი, კოტარდი, მორგენოლოვი, საკითხავი, სინდრომები, სინდრომი, სტენდალი, სტოკჰოლმი, უცნაური, უცნაური ამბავი, ფაქტები, ქველი

      საკმაოდ საინტერესო სინდრომია. სტენდალის სინდრომით დაავადებულ ადამიანს ახაისათებს ტახიკარდია, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, და ჰალუცინაციებიც კი, რომელიც აუცილებლად ბუნების ლამაზ გარემოში ვითარდება. დასახელება ამ სინდრომმა სტენდალის ერთ-ერთი წიგნის მიხედვით შეიძინა, რომელშიც მწერალი თავის ანალოგიურ შეგრძნებებს აღწერს, როდესაც პირველად ფლორენცია დაინახა.

ვან გოგის სინდრომი:

ვან გოგის სინდრომი, interesting, qwelly, syndrome, ბარონი მიუნჰაუზენი, ბიბლიომანია, დორიან გრეი, დოქტორი სტრეინჯავი, ეს საინტერესოა, ვან გოგი, იერუსალიმი, კოტარდი, მორგენოლოვი, საკითხავი, სინდრომები, სინდრომი, სტენდალი, სტოკჰოლმი, უცნაური, უცნაური ამბავი, ფაქტები, ქველი

      ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი დაჟინებით მოითხოვს ოპერაციის გაკეთებას და შეწინააღმდეგების შემთხვევაში, შესაძლოა, თვითონაც გაიჭრას სხეული.

მიუნჰაუზენის სინდრომი:

ვან გოგის სინდრომი, interesting, qwelly, syndrome, ბარონი მიუნჰაუზენი, ბიბლიომანია, დორიან გრეი, დოქტორი სტრეინჯავი, ეს საინტერესოა, ვან გოგი, იერუსალიმი, კოტარდი, მორგენოლოვი, საკითხავი, სინდრომები, სინდრომი, სტენდალი, სტოკჰოლმი, უცნაური, უცნაური ამბავი, ფაქტები, ქველი

      აღნიშნული სინდრომით დაავადებულს ყველაფერი სტკივა და არაფერი შველის, თუმცა ეს ყველაფერი მას ეჩვენება. ითვლება, რომ ამ სინდრომით შეპყრობილ ადამიანებს, ქვეცნობიერად უნდათ ყურადღება მიიქციონ და ყველასთვის სანერვიულო ობიექტად იქცნენ.

დორიან გრეის სინდრომი:

ვან გოგის სინდრომი, interesting, qwelly, syndrome, ბარონი მიუნჰაუზენი, ბიბლიომანია, დორიან გრეი, დოქტორი სტრეინჯავი, ეს საინტერესოა, ვან გოგი, იერუსალიმი, კოტარდი, მორგენოლოვი, საკითხავი, სინდრომები, სინდრომი, სტენდალი, სტოკჰოლმი, უცნაური, უცნაური ამბავი, ფაქტები, ქველი

      ამ სინდრომით იტანჯებიან ადამიანები, ვისაც არაბუნებრივად ეშინია სიბერის. გამუდმებით ცდილობენ გაახალგაზრდავებას, ცდილობენ ჩაიცვან ასაკის შეუფერებლად, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს. ხშირად ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ცხოვრებას მძიმე დეპრესიის ფონზე თვითმკვლელობითაც ამთავრებენ.

ტეგები: Qwelly, ადამიანები, ჩვევები

ნახვა: 1656

გამოხმაურებები!

რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :( 

აი უცხოური აქცენტის სიდრომი საქართველოში აქვს ბევრს :))) განსაკუთრებით ინგლისური აქცენტის... 

Brolika Qiqava_მ თქვა:

რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :( 

:D  :D  გეთანხმები 

Keti_მ თქვა:

აი უცხოური აქცენტის სიდრომი საქართველოში აქვს ბევრს :))) განსაკუთრებით ინგლისური აქცენტის... 

Brolika Qiqava_მ თქვა:

რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :( 

ისე ყველაზე საშინლად რომელი მოგეჩვენა ? :( 

Keti_მ თქვა:

აი უცხოური აქცენტის სიდრომი საქართველოში აქვს ბევრს :))) განსაკუთრებით ინგლისური აქცენტის... 

Brolika Qiqava_მ თქვა:

რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :( 

მე მყავდა პაციენტი ვან გოგის სინდრომით ^_^
"ხელი გამიჭერით და გამიკერეთ"ო კატეგორიულად ითხოვდა..

აუუჰ ვან გოოგის სიინდროომი რატოომ დაარქვეეს?? ვეეწიინააღმდეეგეები მე :((( 

ვაიმე რა საშინელებაა :(( მერე რა ქენით როგორ დაამშვიდეთ?

ino_მ თქვა:

მე მყავდა პაციენტი ვან გოგის სინდრომით ^_^
"ხელი გამიჭერით და გამიკერეთ"ო კატეგორიულად ითხოვდა..

უცხოური აქცენტის სინდრომი ნამდვილად არ მჭირს :( 

სკოლის პერიოდში მყავდა კლასელი, რომელსაც სულ რაღაც სტკიოდა, თურმე, მიუნჰაუზენის ბრალი ყოფილა:დდ
ხო შეიძლება მართლა ჰქონდა :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters