დედამიწა, ბუნება, ადამიანები როდესაც ამ სიტყვებს გადაიკითხავთ შეიძლება არ დაფიქრდეთ მათ იდუმალებაზე, მაგრამ სამყარო სურპრიზებითაა სავსე. მთელი დღის განმავლობაში ხალხის მასაში უამრავ ადამიანს ხედავთ ზოგი გამახსოვრდებათ ფიზიკურად ზოგი ჩაცმულობით ზოგი კი საერთოდ უინტერესოა თქვენთვის, მაგრამ თვითოეული ადამიანი ამოუცნობი ფენომენია და მისი კვლევისას მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებიც კი გაკვირვებულები რჩებიან. ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვენგან გაუცნობიერებლად სავსებით უჩვეულო და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი რამ გვემართება. გავეცნოთ უამრავ დარღვევას და უცნაურ შემთხვევას რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება...
ყვალა ადამიანს გაჩენია სიბრალული მათ მიმართ ვისაც სხეულის რომელიმე ნაწილი დაკარგული (ამპუტირებული) აქვს, სხეულის ნაწილების გამიზნულად ამპუტაციაზე ფიქრიც კი შოკში ჩაგაგდებთ, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან საკუთარი სხეულის მთლიანობის მიუღებლობის სინდრომით, ეს სანუკვარი ოცნება და სურვილია. ითვლება, რომ ფსიქიკური აშლილობის ეს ფორმა დაკავშირებულია ტვინის იმ ნაწილის დარღვევასთან, რომელიც სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებაზე აგებს პასუხს. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები საკუთარ თავს ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში არასრულფასოვნებად მიიჩნევენ და საერთოდაც აწუხებთ კიდურების ქონა. ამიტომაც მათი უმეტესობა ცდილობს განთავისუფლდეს "შემაწუხებელი" კიდურებისგან.
ამ დაავადებას ასევე უწოდებენ კოტარდის მანიას ან ცოცხალი გვამის სინდრომს. ეს არის იშვიათი სიმპტომი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ გარდაიცვალა ან მისი სხეულის რომელიმე ნაწილი გაიხრწნა. სინდრომი უმეტესად გავრცელებულია შიზოფრენიით და ბიპოლარული დარღვევებით დაავადებულ პაციენტებს შორის. ასევე კოტარდის სინდრომი შეიძლება აღინიშნოს ადამიანებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაკიკით ან თავის ტვინის სიმსივნით.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხელი თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ამავდროულად მაინც მიზანმიმართულად-თითქოს მას ჰქონდეს საკუთარი ტვინი ან იყოს სხვისი ზემოქმედების ქვეშ!სხვისი ხელის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ეს ყველაფერი გასაოცარია და ზუსტად ასე ემართებათ. ეს სინდრომი ხშირად ჩნდება ეპილეფსიის დროს ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ასევე ინსულტის ან სხვადასხვა ინფექციების შემთხვევებშიც. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ თითქოს მათი ხელი მათგან დამოუკიდებლად მოქმედებს და მათზე საუბრობენ როგორც არა მათი სხეულის ნაწილზე, არამედ მათი ორგამნიზმისაგან დამოუკიდებელ ორგანოზე.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ არსებობს რაღაც რაც დაცოცავს მათ კან–ქვეშ. ამ დროს აღინიშნება ქავილის შეგრძნება. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ეს დაავადება მიდრეკილნი არიან კანის დაზიანებისკენ, იმ მოტივით რომ გაანადგურონ კანქვეშ მცოცავი არსება.
ბიბლიომანია ნევროზის ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება. ადამიანს, რომელიც ამ სინდრომის მქონეა, ახასიათებს პათოლოგიური მისწრაფება შეიძინოს და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი წიგნი. ამ სინდრომს ხშირად ახასიათებს ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი ჩვევები, როგორიცაა ხელების გამუდმებული ბანა, ან თუნდაც ერთი რაიმე ყოველდღიური რიტუალის მიმართ მანიაკალური მორჩილება. ბიბლიომანიის მსხვერპლები ჩვეულებრივ აგროვებენ წიგნების იმდენად დიდ რაოდენობას, რომელთა წაკითხვას ვერასოდეს შესძლებენ.
ტვინის ტრავმებს ბევრი ცუდი და სავალალო შედეგი მოსდევს. ერთ-ერთ ყველაზე უცნურად კი ითვლება სინდრომი, რომელიც უცხოური აქცენტის სინდრომითაა ცნობილი. ეს სინდრომი დაავადებულს აიძულებს ისაუბროს უცხოური აქცენტით. ის ძალიან იშვიათია და ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს ახასიათებს (დაახლოებით 60 შემთხვევაა დაფიქსირებული 1941-დან 2009 წლამდე)
ეს სინდრომი მხოლოდ იერუსალიმში მყოფ ადამიანებს ემართებათ. ტურისტი, რომელიც უძველეს ქალაქში რელიგიური შთაგონებით იმყოფება, წყვეტს, რომ ამა თუ იმ მიზეზთა გამო, ის უფლის რჩეულია. ეს სინდრომი ერთ-ერთ ფსიქიატრიულ სინდრომად ითვლება და საბედნიეროდ, მკურნალობას ექვემდებარება.
ეს ის სინდრომია, როდესაც მძევალი გამტაცებლის მდგომარეობაში შესვლას იწყებს და გარკვეულწილად ცდილობს, დაეხმაროს კიდეც მას. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას თვითგადარჩენის რეფლექსის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ.
ჩვეულებრივი ადამიანისთვის შესაძლოა ვან გოგი საყვარელი მხატვარი ან დორიან გრეის პორტრეტი გამორჩეული წიგნი იყოს, მაგრამ ისინი და კიდევ სხვა დიდი ადამიანების სახელები დაკავშირებულია საშინელ დაავადებებთან!
საკმაოდ საინტერესო სინდრომია. სტენდალის სინდრომით დაავადებულ ადამიანს ახაისათებს ტახიკარდია, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, და ჰალუცინაციებიც კი, რომელიც აუცილებლად ბუნების ლამაზ გარემოში ვითარდება. დასახელება ამ სინდრომმა სტენდალის ერთ-ერთი წიგნის მიხედვით შეიძინა, რომელშიც მწერალი თავის ანალოგიურ შეგრძნებებს აღწერს, როდესაც პირველად ფლორენცია დაინახა.
ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი დაჟინებით მოითხოვს ოპერაციის გაკეთებას და შეწინააღმდეგების შემთხვევაში, შესაძლოა, თვითონაც გაიჭრას სხეული.
აღნიშნული სინდრომით დაავადებულს ყველაფერი სტკივა და არაფერი შველის, თუმცა ეს ყველაფერი მას ეჩვენება. ითვლება, რომ ამ სინდრომით შეპყრობილ ადამიანებს, ქვეცნობიერად უნდათ ყურადღება მიიქციონ და ყველასთვის სანერვიულო ობიექტად იქცნენ.
ამ სინდრომით იტანჯებიან ადამიანები, ვისაც არაბუნებრივად ეშინია სიბერის. გამუდმებით ცდილობენ გაახალგაზრდავებას, ცდილობენ ჩაიცვან ასაკის შეუფერებლად, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს. ხშირად ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ცხოვრებას მძიმე დეპრესიის ფონზე თვითმკვლელობითაც ამთავრებენ.
ტეგები: Qwelly, ადამიანები, ჩვევები
რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :(
აი უცხოური აქცენტის სიდრომი საქართველოში აქვს ბევრს :))) განსაკუთრებით ინგლისური აქცენტის...
Brolika Qiqava_მ თქვა:
რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :(
:D :D გეთანხმები
Keti_მ თქვა:
აი უცხოური აქცენტის სიდრომი საქართველოში აქვს ბევრს :))) განსაკუთრებით ინგლისური აქცენტის...
Brolika Qiqava_მ თქვა:რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :(
ისე ყველაზე საშინლად რომელი მოგეჩვენა ? :(
Keti_მ თქვა:
აი უცხოური აქცენტის სიდრომი საქართველოში აქვს ბევრს :))) განსაკუთრებით ინგლისური აქცენტის...
Brolika Qiqava_მ თქვა:რომელიმე ხომ არ ამოიცანით? ანუ ასეთი ნაცნობი გყოლიათ ? :(
მე მყავდა პაციენტი ვან გოგის სინდრომით ^_^
"ხელი გამიჭერით და გამიკერეთ"ო კატეგორიულად ითხოვდა..
აუუჰ ვან გოოგის სიინდროომი რატოომ დაარქვეეს?? ვეეწიინააღმდეეგეები მე :(((
ვაიმე რა საშინელებაა :(( მერე რა ქენით როგორ დაამშვიდეთ?
ino_მ თქვა:
მე მყავდა პაციენტი ვან გოგის სინდრომით ^_^
"ხელი გამიჭერით და გამიკერეთ"ო კატეგორიულად ითხოვდა..
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•