ალბათ ბევრს ახსოვს მესაჭეებისადმი მიძღვნილი სტატია - მსოფლიო გზებზე. დღეს მინდა მეტყევეებს მივუძღვნა ერთი პოსტი, რომელიც მჭიდრო კავშირშია მსოფლიო გზებთან...
აქ ნახავთ რამდენიმე ხიდს, რომელიც აიგო მხოლოდ იმიტომ რომ ტყე არ გაჩეხილიყო და ისედაც ეკოლოგიურად პრობლემურ დედამიწას მეტი საფრთხე არ შექმნოდა.
შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს, ხიდის აგების მომენტში ხომ ისედაც გაიჩეხებოდა ტყეო, მაგრამ მოდით ხანგრძლივ შესავალს მოვრჩები და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
დავიწყოთ ბრაზილიით...
საერთო ხედი ასე გამოიყურება:
ეს გასაოცარი გზატკეცილი ორნაწილად შენდებოდა. პირველი ნაწილი აშენდა 1996 წელს, ხოლო მეორე დაემატა 2002 წელს. როგორც ხედავთ მშენებლობისას მინიმალური რაოდენობის ხე იქნება მოჭრილი.
არადა, იმ ადგილას სადაც ეს ხიდი აშენდან უნდა მომხდარიყო რამდენიმე ჰექტარი ტყის გაჩეხვა, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა მთლიან ლანდშაფტს ბრაზილიის ამ რეგიონში. ფერდობებს შორის გამავალი ხიდის საშუალებით, მკვეთრი განსხვავება რომელიც ამ ტყესა და სანაპიროს კლიმატს შორის იყო, დღემდე უცვლელად არის შენარჩუნებული.
თანამედროევ სამყაროში, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის იმ ეპოქაში რომელშიც ვიმყოფები, მსგავსი მშენებლობები განსაკუთრებულ სირთლეებს არ წარმაოდგენს, დღეს აღარ არსებობს რელიეფის ფორმა რომელიც გადაულახავ პრობლემას შეუქმნის არქიტექტორებს, მშენებლებს... მითუმეტეს რომ ეს დიზაინი ერთიორად მოუხდა ამ მაგისტრალს.
LSO ცნობილია როგორც John A. Burns Freeway. 16 მილი სიგრძის, ჩვენებურად რომ ვთქვათ 26 კილომეტრის გზა, რომელიც მთლიანად ბურჯებზე დგას ჩვენი დროის უიშვიათეს არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს. თითოეული კილომეტრის ღირებულებას შეადგენდა 100 მილიონი ამერიკული დოლარი. 20 წელიწადშიც სულ თავისუფლად მოხდებოდა მისი აშენება, ნაცვლად 37 წლისა, დანახარჩით თითქმის 2/3 იქნებოდა ვიდრე დაიხარჯა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ტყე გაჩეხილიყო და ბუნება დაზიანებულიყო. შედეგი ფანტასტიურია!




ეს 777 მეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც 657 მეტრზეა აღმართული, მდებარეობს ავსტრიაში, Wipp ის ხეობის სამხრეთით მდებარე ქალაქ ინსბურკში, ტიროლის შტატში. დასავლეთ ავსტრიიდან იტალიაში მიმავალი ეს ხიდი, ერთ-ერთი საოცრებაა თანამედროვე არქიტექტურისა. აღსანიშნავია რომ ადრენალინის მოყვარულნი ხშირად სტუმრობენ ამ ხიდს და მერე - I Believe I Can Fly ♪♫...




სილამაზეს უფრო ეტანებიან გველები...
ალბათ უკვე დასქროლეთ პოსტი და ძალიან მიგიზიდათ ამ შესანიშნავმა ფერებმა. უნდა გითხრათ რომ ეს ხიდი ორი რამის გამო აიგო, პირველი რომ ბუნებას უნდა გარფრთხილებოდნენ და მეორეც, ეს ხიდი მდებარეობს "ბაბუის მთის" ფერდობზე, ჩრდილოეთ კაროლინაში, ეს ადგილი კი ცნობილია გველების სიუხვით, ამიტომ ხოდო მოშორებულია ფერდობს რამდენიმე ფუტით.
Blue Ridge Parkway_ს მონაკვეთის დასრულებით, 1987 წელს მისი მშენებლობაც მთლიანად დასრულდა, ღირებულებამ 10 მილიონი $ შეადგინა. მაგრამ თუკი ჰოლივუდურ ფილმებს დაკვირვებიხართ, ეს ხიდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხიდია მთელს მსოფლიოში, არადა სულ რაღაც 380 მეტრია სიგრძეში!




მთელს მსოფლიოში ყველაზე ჩუმი, ოჯახური და მეგობრული მოგზაურობებისთის სასიამოვნო მოგონებად გცეული ხიდი, რომელიც ახიდდა მხოლოდ იმიტომ რომ ვაშინგტონს არ მოკლებოდა სუფთა ჰაერი.



და ბოლოს ერთი ბონუსად...
არც აფრიკაში არ გაუწირიათ ბუნება გაჩეხვისთვის. კეიპის პროვინციაში აგებულმა ხიდმა, რამდენიმე ათასი უნიკალური ჯიშის ხე იხსნა...
ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ეკოლოგია, საინტერესო, ტყე, ხიდი
ვათვალიერებდი და როგორც კი აშშ_ს ხიდი გამოჩნდა ვიფიქრე ყველას ეს ჯობია მეთქი, მაგრამ ტექსტი წავიკითხე და... :'( :'( :'( გველები. არადა რა კარგი ხიდია :(((
Keti მე მესმის შენი :D დაახლოებით ანალოგიური განცდა მქონდა როცა თარგმნას შევუდექი :D
Keti_მ თქვა:
ვათვალიერებდი და როგორც კი აშშ_ს ხიდი გამოჩნდა ვიფიქრე ყველას ეს ჯობია მეთქი, მაგრამ ტექსტი წავიკითხე და... :'( :'( :'( გველები. არადა რა კარგი ხიდია :(((
არადა ბავშვობიდან ვოცნებობდი ამერიკაში მოგზაურობაზე, ხიდი რომ დავინახე კიდევ უფრო მომინდა, მაგრამ... ოხ ეს გველები :@ :@ ნეტა გადაშენდნენ :D
ლაშა_მ თქვა:
Keti მე მესმის შენი :D დაახლოებით ანალოგიური განცდა მქონდა როცა თარგმნას შევუდექი :D
Keti_მ თქვა:ვათვალიერებდი და როგორც კი აშშ_ს ხიდი გამოჩნდა ვიფიქრე ყველას ეს ჯობია მეთქი, მაგრამ ტექსტი წავიკითხე და... :'( :'( :'( გველები. არადა რა კარგი ხიდია :(((
Keti რა დაგიშავეს ამ უწყინარმა გველებმა? :( თავისთვის დაცოცავენ და დაპორწიალობენ ხრიოკ მიცაზე მუცლით :( თავიანთ თავი გასჭირვებიათ და შენ კიდე გადაშენდნენო... :( :D :P შენ ამერიკაში წასვლა გეზარებოდეს, გველებს დააბრალე ახლა :D
Keti_მ თქვა:
არადა ბავშვობიდან ვოცნებობდი ამერიკაში მოგზაურობაზე, ხიდი რომ დავინახე კიდევ უფრო მომინდა, მაგრამ... ოხ ეს გველები :@ :@ ნეტა გადაშენდნენ :D
ჰოდა გადაშენდნენ რა ესე თუ იტანჯებიან, მეც დავისვენებ და ეგენიც :D :D აი სულ სიზარმაცის გამო ვერ მივდივარ :D :D :D
ლაშა_მ თქვა:
Keti რა დაგიშავეს ამ უწყინარმა გველებმა? :( თავისთვის დაცოცავენ და დაპორწიალობენ ხრიოკ მიცაზე მუცლით :( თავიანთ თავი გასჭირვებიათ და შენ კიდე გადაშენდნენო... :( :D :P შენ ამერიკაში წასვლა გეზარებოდეს, გველებს დააბრალე ახლა :D
Keti_მ თქვა:არადა ბავშვობიდან ვოცნებობდი ამერიკაში მოგზაურობაზე, ხიდი რომ დავინახე კიდევ უფრო მომინდა, მაგრამ... ოხ ეს გველები :@ :@ ნეტა გადაშენდნენ :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•