ქართული სამზარეულო ძეხვეულის მდიდარი ასორტიმენტით ვერ დაიკვეხნის (თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ცხოველის ან კარდონისგან მომზადების განსაკუთრებულ რეცეპტებს), მაგრამ ჩვენთან ძეხვეულის სრულიად ორიგინალური სახეობა მოიპოვება - ეს არის კუპატი!

       კუპატი ალბათ ძველქართული ან ძველბერძნული სიტყვაა, რომელიც არ ითარგმნება, მაგრამ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ. QwellyNaRiA გთავაზობთ ამ უგემრიელესი კერძის ერთ-ერთ სტანდარტულ რეცეპტს...

 

შემადგენლობა:

  1. 4 კილოგრამი ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი
  2. 5-6 თავი ხახვი
  3. 200 გრ. ქონი
  4. საჭირო რაოდნობის ნაწლავი
  5. 20-25 მარცვალი პილპილი
  6. კოწახური, მარილი-გემოვნებით.

 

მომზადება:

  • აიღეთ გარეცხილი მსუქანი ძროხის/ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შეაზავეთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით და მონდომებით დაზილეთ. თან ცოთა-ცოტა ხორცის ბულიონი დაასხთთ, რომ ხორცი ნაზი იყოს.
  • შემდეგ აიღეთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გარეცხეთ, გააპრიალეთ და დაალბეთ თბილ წყალში 10-15 წუთის განმავლობაში. განიერძირიანი ძაბრი წამოაწვით ნაწლავებს და შეზავებული დაკეპილი ხორცით გამოტენეთ (დაახლ. 30 სანტიმეტრი სიგრძის რომ გამოგივიდეთ). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შეაერთეთ, ძაფებით შეკარით და ჩამოკიდეთ შესანახად გრილ და მშრალ ადგილას.
  • როცა დაგემოვნებას გადაწყვეტთ, შეწვით ტაფაზე. არ დაგავიწყდეთ შემწვრობის ბოლო სტადიაზე ხახვის მოყრა.
  • გემრიელად მიირთვით საწებელთან ერთად.

 

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, კოწახური, კუპატი, რეცეპტი, ძეხვეული, ხორციელი

ნახვა: 4169

გამოხმაურებები!

როგორ მომენატრები :) 

კუპატი თუ კამპანია? :D 

ლაშა_მ თქვა:

როგორ მომენატრები :) 

Brolika კუპატიიიი :D 

Brolika Qiqava_მ თქვა:

კუპატი თუ კამპანია? :D 

ლაშა მატყუარააა :D ხო კახ აბა კუპატი მეგრელის გარეშე ხომ ყელში უნღა გაეჩხიროს :D :D :D 

მივაგენი :))) 

ლაშ, გიყვარს  კუპატი? :):):) :-O

ლაშა_მ თქვა:

მივაგენი :))) 

ყოველა ნახვაზე კუჭი მღერის (( 

მაიკო, სვანურში რა ხდება? დაკეპილი ხორცი აქვს და თან დათვის? ))

maiko ratiani_მ თქვა:

კუპატის სვანური ვერსიაა ძაან საინტერესო :D :D

ინტრიგაც ასეთი უნდა. გამოუშვი )) 

maiko ratiani_მ თქვა:

ლაშა ჯერ პირად შეტყობინებაში გაგიზიარებ და შემდეგ თუ დაგაინტერესებს და საჭიროდ ჩათვლი გავაგებინოთ ყველას! :D

რას წარმოვიდგენდი თუ ასე ამიცრუვდებოდა გული. არაა, ბევრ სხვა კერზძე დავფიქრებულვარ და მაინც მიმიღია გადაწყვეტილება რომ კი - შევჭამდი! გველის ხორცი, ლოკოკინის სუპიც კი, მაგრამ ეგ? (( არ ძალმიძს. სისხლიანი მწვადი და ახალდაკლული ღორის იქვეშემწვარი სუკები, სისხლი რომ აქვს ზედ, კიდევ ჰო, მაგრამ ნამეტანი იყო. არა მეგობრებო, არჩევანი ისევ ორ შორისაა - მეგრული თუ იმერული?

maiko ratiani_მ თქვა:

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები! :)) :D

ლაშა_მ თქვა:

ინტრიგაც ასეთი უნდა. გამოუშვი )) 

maiko ratiani_მ თქვა:

ლაშა ჯერ პირად შეტყობინებაში გაგიზიარებ და შემდეგ თუ დაგაინტერესებს და საჭიროდ ჩათვლი გავაგებინოთ ყველას! :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters