27 ივლისს (ძვ. სტ. 14 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა აკვილას და პრისკილას

მთავარანგელოზი გაბრიელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, რომ კორინთოში ჩასულმა პავლე მოციქულმა, გაიცნო და დაიმოწაფა ჰურია აკვილა - "პონტოელი ნათესავით" და მისი მეუღლე პრისკილა. ისინი რომში ცხოვრობდნენ იქამდე, ვიდრე იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54 წწ.) არ გამოსცა ბრძანება, რომელიც ებრაელებს უკრძალავდა დედაქალაქში ცხოვრებას. ამის შემდეგ აკვილა და პრისკილა იძულებულები შეიქმნენ გადასახლებულიყვნენ რომიდან, დამკვიდრდნენ კორინთოში, თუმცა უფლის ნებით მათ სწორედ კორინთოში განეცხადათ ქრისტეს ღმერთი პავლე მოციქულის ბაგეებიდან. პავლე მოცქული და აკვილა ერთი ხელობისანი იყვნენ - მეპარტაკე (მეკარვეები), ამიტომ პავლე მოციქული ღმრთისმოსავ ოჯახთან ცხოვრობდა კორინთოში მოღვაწეობის დროს. პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას. როცა მოახლოებული სულთმოფენობის დღესასწაულზე დასასწრებად ნეტარი მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა, თავისი არყოფნისას ეფესოში სახარების სწავლება ღვთისმოყვარე ცოლ-ქმარს მიანდო. სწორედ ამ დროს ჩავიდა ქალაქში "ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით". სულით მდუღარე და "სიტყუა-მეცნიერი" მქადაგებელი შესაკრებელსა შორის "ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი". აკვილამ და პრისკილამ შეიტყვეს ამის შესახებ, "მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ" (საქმე, 18, 24-27).

      როდესაც კლავდიუს კესიარი გარდაიცვალა, ებრაელებს რომში ცხოვრების უფლება დაუბრუნეს. წმინდა ცოლ-ქმარიც კვლავ დედაქალაქში გადასახლდა, თუმცა დიდი ხნით არა, რადგან პავლე მოციქულის ხელით აპკვილა ასიის ეპისკოპოსად იქნა დადგეილი. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკვილას, თანა-შემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა - იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულნი მათნი" (რომ. 16, 3-5)

      წმინდა აკვილა უშურველად მოღვაწეობდა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლიაში. საღმრთო, სამოციქულო საქმიანობაში პრისკილაც დაუცხრომელად შეეწეოდა. წარმართთა შორის მოღვაწეობამ, ქრისტესვით მარტვილობა არგუნა მათ - წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

     

ტეგები: 27 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 906

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters