გუშინ ანდალუზიიდან Qwellynaria_მ მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა გასაოცარი გასპაჩოს უნიკალური რეცეპტი.
ეს ცივი, არომატული, მოვარდისფრო კერძი ყველაზე გავრცელებული წვნიანია ესპანურენოვან ქვეყნებში.
ქართულ-ბასკური ისტორიული ერთობის ნიშნად, სპეციალურად თქვენთვის გასპაჩოს რეცეპტი:
აარჩიეთ მწიფე პამიდორი. გააცალეთ კანი და დაჭერით. ასევე, ბულგარული წიწაკის ნახევარი დაჭერით (რა თქმა უნდა, თესლების გარეშე), მეორე ნახევარი შენიახეთ მოასართავად. დაჭერით ხახვი და ნიორი. კიტრი გათალეთ, ამოაჭერით რბილი შიგთავსი, და მხოლოდ მაგარი ნაწილი დაჭერით. ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. ისევ კარგად მოურიეთ.
შედგით მაცივარში. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ (მაგ. 2 საათით), მით უფრო კარგად გაუჯდება ყველა ინგრედიენტის გემო.
კრუტონების მოსამზადებლად, გაჭერით ნიორი და წაუსვით პურის ნაჭრებს ყველა მხრიდან. შემდეგ დაჭერით პური პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად და ტაფაზე გახუხეთ. პერიოდულად, შეარხიეთ ტაფა და ისე გადააბრუნეთ ნაჭრები. კარგად რომ გაიხუხება პური, შემდეგ მოასხით ზემოდან ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორიც დადეთ ტაფაზე და “შეწვით” პურის ნაჭრები რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ცეცხლიდან.
გასპაჩო ამოიღეთ თეფშზე, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი მწვანე ხახვი და კრუტონები. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანის ან ბაზილიკის ფოთლებიც.
ტეგები: Qwellynaria, ბოსტნეული, ესპანური, სამარხო, სუპი, წვნიანი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•