2 აგვისტოს (ძვ. სტ. 20 ივლისს), ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელს!

ელია თეზბიტელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი დაიბადა ძვ. წ-ით IX ს-ში ისრაელის სამეფოში. სახელი ელია ებრაულად ნიშნავს ''უფალია ჩვენთან". წმინდანის ზედწოდება მისი მშობლიური ქალაქის თეზბას სახელიდან მომდინარეობს. ტომით ლევიტელი.

      ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მამამისმა იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ. როცა მამამ ამის შესახებ იერუსალიმელ მღვდლებს მოუთხრო, პასუხად მოისმინა: "ნურაფრის გეშინის, შენი ძე ნათელში იცხოვრებსო".

      ელიამ ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო როცა ღმერთს მიუძღვნა თავი. უდაბნოში განმარტოვდა.მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ხორციელად იზრდებოდა და სულიერად წარემატებოდა.

      წინასწარმეტყვლება ელიამ ურჯულო აქაბ მეფის დროს დაიწყო. სავარაუდოდ ჩვენ წელთააღრიცხვამდე 869 წელს.

      აქაბი ყველაზე უწმინდური კაცი იყო ისრაელის მეფეებს შორის. მეფემ წარმართი ცოლი მოიყვანა და უფლის ნაცვლად ქვეყანაში ბაალის კერპის თაყვანისცემას ავრცელებდა. წინასწამეტყველისთვის მიუღებელი იყო ერის საქციელი, ამიტომ განეშორა თავის ხალხს. მიატოვა ოჯახი, ნათესავები და განმარტოებით დასახლებული ასკეტურ ღუაწლს შეუდგა. მაშინ გამოეცხადა მას უფალი და უსჯულოების სამხილებლად მეფე აქაბთან მისვლა უბრძანა. უფლის ბრძანებით ელია წარდგა აქაბის წინაშე, ამხილა კერპთმსახური მეფე და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა, თან განუმარტა, რომ მისი მაგალითით ირყვნებოდა უფლის რჩეული ერი, თუმცა არც მეფემ ისმინა მისი და არც ხალხმა.

      აქაბმა და იეზაბელმა შეიძულეს ელია და დევნა დაუწყეს. საღმრთო შურით აღძრულმა ელიამ დაცემული ერის ჭკუაზე მოსაყვანად უფალს ცვარ-ნამის შეწყვეტა სთხოვა. ასეთი მკაცრი სასჯელით წმინდა ელია წინასწარმეტყველს სურდა, კერპთაყვანისცემაზე მოქცეული ებრაელი ხალხი ჭეშმარიტი რწმენისაკენ მოებრუნებინა, ამასთან, უნდა ეჩვენებინა, რომ წვიმის ღმერთად მიჩნეული ბაალი სრულიად უმწეო იყო და ქვეყანას წვიმას ვერ მოუვლენდა. მან მეფეს განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა.

      მეფე აქაბმა წინასწარმეტყველ ელიას დაუწყო დევნა. უფალმა გააფრთხილა ელია მდინარე იორდანეს მახლობლად მდებარე მთებში "ნაღვარევსა მას ქორთასა" დამალულიყო.

      მღვიმეში მცხოვრებ ელიას დილა-საღამოს ყორანი უზიდავდა ხორცსა და პურს. წყურვილს კი იქვე ნაკადულზე იკლავდა. ცხრა საუკუნის შემდეგ ამ მღვიმეში ლოცულობდა წმ. იოაკიმე, როცა ანგელოზმა ახარა, რომ მისი ცოლი შობდა ასულს, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს. ამავე მღვიმეში ლოცულობდა და მოღვაწეობდა წმ. იოანე ნათლისმცემელიც.

      მრავალი სასწაული აღასრულა ელია წინასწარმეტყველმა.მკვდრეთით აღადგინა ცართაფში ქვრივი სიდონია ერთადერთი ძე. მათთან ცხოვრების დროს,.შიმშილობისას არ ილეოდა ქოთანში ფქვილი და დოქში ზეთი.

      სასწაული აღასრულა ბაალის კერპთან,სადაც 450 ქურუმი იყო თავმოყრილი.მხოლოდ ელია წინასწარმეტყველის სამსხვერპლოზე გადმოვიდა ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი. ამ სასწაულის შემყურე ხალხი პირქვე დაემხო და უფალი ადიდა.

      წინასწარმეტყველი უფალმა ზეცად აამაღლა.

      ეკლესიის სწავლებით, წმინდა ელია წინასწარმეტყუელი ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში ანტიქრისტეს სამხილებლად ენუქთან ერთად უნდა გამოჩნდეს იერუსალიმში, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც ემუქრება კაცობრიობას.

      საეკლესიო გადმოცემით, სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სათავსოში უნდა იყოს განსასვენებელი წმინდა ელიას ხალენისი.ეს სიწმინდე რომელიც ისევე, როგორც ქრისტეს კვართი, უფლის მეორედ მოსვლამდე იქნება დაცული. ეს სათავსო ამჟამად წმ. ელიას სახელობის ეკლესიად იწოდება, ხოლო ეკლესიის შესასვლელთან საგანგებო ნიშია ამოკვეთილი. აქვე არის წმინდა ნინოს დროინდელი (IVს) ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ჭა, საიდანაც მოსახლეობა იღებდა წყალს და ხმარობდა ოჯახების, ბაღ-ვენახების საკურთხებლად და განსაწმენდელად.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

     

ტეგები: 2 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ილიაობა, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 7835

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Bread Recipes - my Keto Kitchen

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Adultphoto

It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…

გაგრძელება

Qwelly World

free counters