დიდის ამბით შევუერთდით ხელმწიფის თანმხლებ ამალას, თუმცა არც მეფეს და არც დედოფალს ზედ არ შემოუხედავთ. თითქოს, არც უგრძვნიათ ჩვენი იქ გამოჩენა, ისინი მედიდური კდემამოსილებით თავაწეულნი მიიწევდნენ საოცრებად ქცეული ბაღებისაკენ, რომელიც დიად ხელმწიფეს გრძნეული ჯადოქრების ხელით აეგო და საგულდაგულოდ ებოძებინა თავისი დედოფლისათვის.
იარუსებად ზე ატყორცნილ ბაღთა სავანეს ვიწრო, დახვეული ბილიკით მოკრძალებით მივუყვებოდით, რომ უცებ ჩვენი თანმხლები ბიჭი მოხერხებულად გვერდში ამომიდგა და ყურში ჩამჩურჩულა:
- სხვირკაუჭავ, ყურადღებით მომისმინე.
-გისმენ , მეგობარო! - მივუგე ჩურჩულითვე, თუმცა ბაღიდან წამოსულ მცენარეთა ნაზავი სურნელით ცხვირაღიტინებულმა ისეთი დავაცემინე, რომ მთელი ამალა მოულოდნელობისგან შეხტა და ლამის მეოთხე იარუსზე განლაგებული ბაღის კიდიდან გადმოცვივდნენ.
-ჩუმად! - მკაცრად ჩამჩურჩულა ბიჭმა ყურში და პირზე ხელი ამაფარა. - აქ ხმაური არ შეიძლება!
- გავიგე, მეგობარო! -ამოვიღმუვლე პირზე ხელაფარებულმა. - მაგის თქმა გინდოდა?
-არა. ხელმწიფეს ერთი უჩვეულო ჩვევა სჭირს. მეოთხე იარუსის ბაღში მისთვის და დედოფლისთვის მოსასვენებელი ტახტია განთავსებული სადაც მიწვებიან და ბაღის სილამაზით აღტაცებულნი განცხრომას ეძლევიან, შემდეგ თავიანთ ქვეშევრდომებს დაუძახებენ და უცნაური ამბების მოყოლას უბრძანებენ. თუ ამბავი მათთვის საინტერესო არ აღმოჩნდა მაშინ მთხრობელს მეშვიდე იარუსის გასაიდუმლოებულ ბაღში აგზავნიან, საიდანაც დაბრუნებული ჯერ არავინ გვინახავს. - ერთი ამოსუნთქვით ჩამჩურჩულა ბიჭუნამ ყურში და ჩემი რეაქციის მოლოდინში სახეზე ყურადღებით დამაკვირდა.
მეც ჯერ ცხვირის ნესტოები წამომიფრიალდა, სხვირის წვერი ცისკენ ამეპრიხა, ლოყები წამომიწითლდა და შეშფოთებული მეც თვალების პარპალით მივაჩერდი ჩემზე მოშტერებულ მეგობარსს.
- რას მომშტრებიხარ? - მკითხა გაგულისებულმა
- შენც მომშტერებიხარ და იმიტომ! - მივუგე უკმეხად.
- ჩხუბის დრო არ გვაქვს, საფრთხეში ხართ, მეგობარო!
-მე? მე რატომ? - უფრო მეტად ამიფართხალდა შიშისგან ცხვირის ნესტოები.
- არა მხოლოდ შენ, არამედ მთელი თქვენი ოჯახი! როდესაც გუშინ დედოფალს ვაშლს ვუთლიდი, შემთხვევით ყური მოვკარი, რომ ამბის თხრობას სწორედ მასხარების ოჯახს დაავალებენ. ამიტომ მოემზადეთ, მოიფიქრეთ რაიმე ისეთი, რომ ხელმწიფის რისხვას გადაურჩეთ.
შიშს აყოლილი ერთიანად ვცახცახებდი, კარგა ხანს ვიკანკალე ასე მაგრამ, უცებ გამახსენდა, ჩვენ ხომ უკვდავი მასხარები ვართ და განა რა უნდა ექნა მეფეს ჩვენთვის ისეთი, რომ დავეზიანებინეთ? ამის გახსენებაზე კანკალს თავი დავანებე, გავიღიმე, ბიჭუნას მხარზე ხელი დავარტყი, მზრუნველობისთვის მადლობა გადავუხადე და ერთი მუჭა ფინიკიც მეგობრულად ჩავუყარე ხალათის ჯიბეში. თუმცა ფიქრი, თუ რა მომეთხრო დიდებილი მონარქებისთვის იმ წუთიდან დავიწყე და ამასობაში მეოთხე იარუსის ბაღის კარიბჭეც გაიხსნა...
| ◄ წინა ნაწილი | დამატებით ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია