ღანძილის კულინარიული ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება ევროპის კონტინენტზე (განსაკუთრებით სამხრეთშია ბალკანეთის ნახ. კუნძულზე და მცირე აზიაში) და გაცილებით ძველია მისი რომაული სახელწოდება - ალიუმ ურსინუმ, რაც გარეულ ნიორად ითარგმნება. ნიორივით გემო აქვს, თუმცა შედარებით რბილი. ღანძილის მარინადი ნაბახუსევის ერთ-ერთი იშვიათი და ნაკლებ დაფასებული მკურნალია, ასევე შეუდარებლად გემრიელია ლობიოსთან და ასე პოპულარულ შემწვარ კარტოფილთან. ვისაც ნიორი უყვარს, მაგრამ მისი მკვეთრი არომატი აშინებს, ღაძილი ნამდვილად გაახარებს.

Qwellynaria, ღანძილი, მარინადი, მჟავე, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები

შემადგენლობა:

  • ღანძილი - 0.5 კგ,
  • ქინძი - 50 გრ.
  • ზეთი - 2 ს/კ.
  • ძმარი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

      მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ კარგი, ქორფა ღანძილი. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მეტი თეთრი ძირი-ფესვი ჰქონდა, ვიდრე ფოთლები, რადგან ღერები უფრო გემრიელი ხდება. გაარჩიეთ, გარეცხეთ ცივ წყალში და მოხარშეთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როცა მოიხარშება, გადაწურეთ საწურზე და რამდენჯერმე გაავლეთ ცივი წყალი. შემდეგ კი გადაიტანეთ ჯამში და ცივ წყალში დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ და შეაზავეთ ახალი ქინძით, მარილით, ღვინი ძმრითა და ზეთით.

ტეგები: Qwellynaria, კულინარია, მარინადი, მცენარეული, მწვანილი, რეცეპტი, სამარხვო, ღანძილი

ნახვა: 4473

გამოხმაურებები!

მეც ეგრე ვეძახი ხოლმე როცა ვყიდულობ, ყოველ მეორე დღეს )) 

კახა:

ჩემთვის მუდამ ალიუმ ურსინუმად დარჩება :D :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters