რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?! დროსა და სივრცეს შენს ლაჟვარდთან, თქვი, რა ხელი აქვთ?! შენი უღელი პეპლების ფრთებს უჭირავთ ცაზე, შენი ტვირთები გულუბრყვილო თეთრ კრავებს მიაქვთ. შენ აქ რა გინდა?! შენი ბინდა ზეცაში უთქვამთ! ადამიანებს რას გვასწავლი, რას გამოგვრჩები? საკუთარ თავის სიყვარულში გველევა სუნთქვა, მერე გვიკვირს, რომ უსაშველოდ მძიმდება ჯვრები. რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე, სამ-სამჯერ გგმობენ პეტრესავით როცა მსახურნი, ამოგათრევენ ახლადგახსნილ…
გაგრძელება
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
თეოდორ დოსტოევსკის შემოქმედებიდან:
"მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2013 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
"ტომაში გაკვირვებული იყო, როცა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ტერეზას მისი ხელი ეჭირა. უყურებდა და არ ესმოდა, რა ხდებოდა... გასულ რამდენიმე საათს იხსენებდა და გრძნობდა, რომ იქიდან მისთვის სრულიად უცნობი ბედნიერების სურნელი ვრცელდებოდა..." "ტომაშმა გაიფიქრა: ქალთან წოლა და ქალთან ძილი არა მარტო ორი განსხვავებული ვნებაა, არამედ საპირისპიროც. სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2013 წელი. 8:00pm —
2 კომენტარი
________________
"-იცით რა: ვთქვათ, ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას იზამდით? წეღანაც მინდოდა მეკითხა. _მე... მე დუელში არავინ გამომიწვევს. _მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ? _მგონი...შემეშინდება. _მართლა? მაშ ლაჩარი ხართ? _არა, მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის,_მცირე ფიქრის შემდეგ შეჰღიმა თავადმა. _თქვენ არ გაიქცევით?_უთხრა აგლაიამ. _მე მგონი, არა,_ახლა კი სიცილი ვეღარ შეიკავა თავადმა."
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2013 წელი. 5:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
გიყურებ ბნელ თვალებში. მეშინია ჩემი წარსულის. შორით მოდიხარ ვით ავესტას მოხუცი მოგვი. წელში მოხრილი როგორც მშვილდი ჩემი ბავშვობის. გინდა ვიტირო, რომ მე ასე ახალგაზრდა ვარ. ასე ახალგაზრდა დედა ვარ. ასე მოხუცი დედა მყოლია. კითხულობ ჩემს ნაწერებს. გული მტკივა: ჩემი არ გესმის.
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2013 წელი. 10:14pm —
არ არის კომენტარები
_______________
სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 5:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველა ორგანიზებული რელიგია, მათი ღვთაებებიანად, ღმერთკაცები და წინასწარმეტყველები, მესიები და წმინდანები უცოდინარი ადამიანის შეწუხებული ცნობისმოყვარეობის ქმნილებებია. თავისთავად, სამოთხე არაფერია, თუ არა მირაჟი, რომელშიც ადამიანი, – რწმენითა და უცოდინრობით ეგზალტირებული - ხედავს საკუთარ განათებულ სილუეტს. მაშასადამე, რელიგიების ისტორია, მათი დაბადება, ძალაუფლება, იმქვეყნიური ილუზიები, მათი უარყოფის ჩათვლით ადამიანთა გონებრივი განვითარების,…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 9:00am —
1 კომენტარი
________________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა joenwalker_მ.
თარიღი: მაისი 6, 2026.
საათი: 7:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
Introduction: Core Mechanics
Before choosing a class, understand the universal resources and…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•