მერი მაღლაკელიძე'ს ბლოგი - ნოემბერი 2013 არქივი (13)

კაცი? კაცი ოხერია

კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა

ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ

სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს

კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.

 

წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს

ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე...

კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე

არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.

 

კაცი? კაცი…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2013 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოეზიაზე...

      იგი ფოთლებით მოფენილ ხეივანში მედიდურად დააბიჯებდა...

      გულში ჩაეხუტებინა გახუნებული, ძველი წიგნაკი და თავადაც ძველი წიგნის ჰარმონიული სურნელი ასდიოდა. სიძველისგან დაცრეცილი ფურცლების გადაკითხვას მოჰყვა და ვინ იცის მერამდენედ დასთამაშებდა მისი მზერა ათასგზის ჩაკითხულ გვერდებს.

      მის გვერდით არავინ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

გწამდეს

გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი,

სისხლი ადუღდა და შეფერადდა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც კვაზიმოდოს ესმერალდა.



მკრთალი ოცნებები შეიფერე,

დედის საოცარი სახელი გაქვს,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც ყრმა ჟ’ოფრეის ანჟელიკა.



სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და

გულზე იმედები მომეფინა,

რადგან იმნაირად შემიყვარდი,

როგორც ნაპოლეონს ჟოზეფინა.



სულში დამწყვდეული ლეთარგია,

დროის სტრიქონებით მორიე და

იცნე ისეთივე…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 24, 2013 წელი. 1:50am — 1 კომენტარი
________________

გარდაცვლილი სიკვდილი

დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,

მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.

ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,

არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.

 

როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?

როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?

გაქრა ის ღმერთი ადრე პატივს რომელსაც…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2013 წელი. 1:38am — არ არის კომენტარები
_______________

სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის

სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის,

ჰაიამის დოქები არასოდეს მეყოფა,

ძარღვებს სისხლი გასდის და სურდოსავით გამივლის,

ტყუილი და დოგმების უჩვეულო ეპოქა...



ოდესმე თუ მორეჩებით ამინდებზე საუბარს,

ყველაფერზე პასუხობთ, არაფერი ისე რა,

მე კი იმის ნაცვლად რომ დუმილს მხარი ავუბა,

ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ...



კარებს წიხლით…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2013 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები

ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,

იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები

გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია

ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,

ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია,

ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება

ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.

სადაც ახლა ჯვარია და გვიანი…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2013 წელი. 11:04am — არ არის კომენტარები
_______________

ძველ კაბასავით დაპატარავებული ღიმილი

ისე ამეკეცა ფრთები ნაოცნებარს,

სულის ყველა კარი დამრჩა გაღებული.

მაინც ვერ შევძელი შენი გაოცება,

ჩემი ყველა განცდა შენ გაქვს წაღებული.



ისე ყველა სხივით ისე გაიპარა,

ცამ მზე ვეღარ ნახა ვერცერთ მოსახვევში.

ახლა მზერას ვაკლავ ქუჩებს გამომხმარს და

შენს დანახვას ვცდილობ ყოველ მოსახლეში.



ისე მომეყინა კანზე მიტოვება,

ცივი ქარი მაგლეჯს ღიმილს შედედებულს.

ვიცი ცხოვრებას რომ ვეღარ გადავახვევ,

ვეღარც კადრს დავიჭერ სადმე შენელებულს.



ღამე…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2013 წელი. 12:23pm — 6 კომენტარი
________________

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2013 წელი. 1:10am — 1 კომენტარი
________________

მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.



მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.



ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.



საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2013 წელი. 6:07pm — არ არის კომენტარები
_______________

შექსპირი...(67)

"...შენ რატომ უნდა არსებობდე ამ ბინძურ დროში ?

რომ შეძლო ყველა სიმახინჯის გაბათილება,

ქვეყნის ცოდვები რომ დაფარო მშვენების დროშით,

ცამ შენი შექმნა ამისათვის ალბათ ინება.

ყალბი ყალამით რატომ ვხატო შენი მშვენება,

მკვდარ ხელოვნებას რა ხელი აქვს ცოცხალ ფერებთან,

ხელოვნურ ვარდებს არ სჭირდებათ დღეს გაშენება,

არ დაგტყობია ნამდვილ ყვავილს ჯერ დაბერება.

ვიცი,რატომაც გაგაჩინა ქვეყნად ზეცამან,

რომ იციაგონ კვლავ ფერებმა წარხოცილებმა,

რომ შენს შემყურე წუთისოფელს…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 2:10am — არ არის კომენტარები
_______________

პირველი თოვლის სიმღერა

წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.



დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე

თოვლი, თეთრად დასახული,

ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე

იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.



ჰყვავის ასე,

და განთიადს მიხალისებს

ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,

ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2013 წელი. 7:42pm — 2 კომენტარი
________________

მე არ ვისწორებ არც საყელოს და არც სახელოს

მე არ ვისწორებ არც საყელოს და არც სახელოს,

მე არ ვშლი ქოლგას, წვიმას რომ არ გაუსკდეს გული.

ვიქნები ასე უპირსახო და უსახელო,

ქალაქის მტვერი, ანამც ღრუბლის პატარა ქულა..

არ მინდა მთვარე, მზეც კი არ ღირს ჩვენს შორის დავად,

ყველა მიგნება დღეს უბრალოდ სენტიმენტია,…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2013 წელი. 11:00pm — 4 კომენტარი
________________

შამათი/ თემურ ელიავა

ზეცავ ჩვენს შორის საღამო ჩადგა,

ბინდის ბილიკით შეგვიწყო ხელი.

საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს

და ვგრძნობ, რომ მალე შამათი მელის!

ანგელოზს ფუჭსა, ლამაზს და ამაყს

მოაქვს ბჭე ფიქრთა, რომ გასცეს ველურს.

ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს,

მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს.

საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,

სულ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.

ჩემს თეთრ აკვანთან დემონი დადგა

და გაღიმებულ თოჯინას მჩუქნის.

საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 4, 2013 წელი. 7:15pm — არ არის კომენტარები
_______________

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters