წელიწადის დასასრული და მომდევნო წლის დასაწყისი არც ისე ბედნიერი გამოდგა როგორც ამას ტელეეკრანებიდან გვპირდებიან, გვლოცავენ ანდა გვილოცავენ ხოლმე.
იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, მაგრამ თითქოს, 31 დეკემბერს ჩართული ტელევიზორის ოთახში ყოფნა ეს საახალწლო აუცილებლობაა, მაგრამ მხოლოდ კარგ ამბებს როდი მოისმენ იქ.
გემის და ხანძრის ამბავი ვიცოდი, დაკარგული რომ იყო ესეც გავიგე, მაგრამ გარდაცვალება? თითქოს შეცვალა ყველა განწყობა, თითქოს დაბნელდა ყველა ბრჭყვიალა ნათურა.
გარდაცვალების ამბავიც ძალიან უცნაურია, როგორც პირველი არხი აცხადებს ცეცხლმოკიდებული გემიდან სამაშველო ნავში გადასვლისას წყალში ჩავარდაო. მოკლედ, ვიღაცისთვის ფაქტები და დანაშაულებია მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის კი შედეგი - მამა ილია გარდაიცვალა.
ბევრს ვერ მოვყვები მამაოს შესხებ, არც ისე ახლოდან ვიცნობდი მას, ჩემი მოძღვარი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო იმ მონასტრის საძმოს წევრი, რომელმაც მე, ბავშვობაში ქრისტეს სიყვარული და ეკლესიის სიწმინდე მანახა. ბავშვი ვიყავი და სიყვარულს ვხედავდი და მიხაროდა. მე ქრისტეს საქმით და ცხოვრების წესით ვსწავლობდი, მე სიყვარულით ანთებულ ადამიანებს ვხედავდი და ამ სიყვარულის მნიშვნელოვანი წევრი იყო მამა ილია.
არქიმანდრიტი ილია (კარტოზია)
როდესაც გავიცანი, მაშინ რომანოზი ერქვა. როდესაც პირველად დავაკვირდი, მაშინ მედავითნეობდა. როდესაც დაახლოება დაიწყო, მაშინ მის სახლში გავათენე ღამე - ზუგდიდში მოგზაურობისას.
მორჩილი რომანოზი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართთან, ზუგდიდი, 2004 ან 2005 წელი
იმ წელს, როდესაც რაჭას პირველად ვესტუმრეთ, მამა ილია გვწინამძღოლობდა.
მამა ილია სვეტიცხოვლის მგალობლებთან ერთად რაჭაში, ბარაკონი, 2009 წელი
მამა ილია და მამა ისააკი არაგვში, მცხეთა, 2010 წელი
არ დამავიწყდება ეს ღამე - 2010 წლის 19 იანვარი, როდესაც ნათლისღების ღამისთევის შემდეგ, გაყინულ არაგვში ჩავედით. წყალში სამი მოძღვარი იდგა - მამა ისააკი, მამა გიორგი და მამა ილია. როდესაც მამა ისააკმა "ჩამაყვინთინა", შემდეგ მამა გიორგიმაც და უკვე ამოსვლას ვაპირებდი - სად მიდიხარო დამიძახა მამა ილიამ, მეთქი მამაო უკვე "ჩავყვინთე" - ნუ გეშინია, არ მოგჭარბდებაო და მესამედაც ვიგემე არაგვის წყალი. კარგი დრო იყო, ძალიან რომ მოენატრება ხოლმე ადამიანს აი ისეთი. მართლა გულებით ვცხოვრობდით მაშინ, მხოლოდ გულებით და არ და ვერ ვხედავდით ზაკვას ჩვენს გვერდით. სვეტიცხოველი ერთი დიდი საძმო იყო მამებისთვისაც და მრევლისთვისაც.
ახალგაზრდა იყო, სრულიად ახალგაზრდა, როდესაც ბერად აღიკვეცა, მის აღკვეცაზეც ვიგალობეთ სვეტიცხოველში. ახალგაზრდა იყო როდესაც სამღვდლო ხარისხი მიიღო და ახალგაზრდული შემართებით ცდილობდა ქრისტეს მღვდელს სამწყსო უფალთან მიეყვანა, ცდილობდა ისე როგორც შეეძლო.
27 წლის იყო და გარდაიცვალა, ახალგაზრდამვე ისურვა უფალს მიახლებოდა. ალბათ მასზედ უნდა ითქვას ძალიან სწრაფად განვლოო მთელი ცხოვრება.
ნახვა: 1513
ტეგები: Qwelly, არქიმანდრიტი, გარდაცვალება, ილია_კარტოზია, კატასტროფა, მოგზაურობა, მოგონება, მონაზვნობა, მონასტერი, ქველი, მეტი...ხანძარი
:))) ერთი დიდი სიყვარუი იყო მაშინდელი საძმო... :'(
ამაოების შესახებ მოგვითხრობს ეკლესიასტე. ამაო და ფუჭი ცხოვრების, ფუჭი საქმის სიმძიმეს გვიქადაგებს სახარება. რა არის მონაზვნობა? რა არის ქრისტეს გზა? და ვინ როგორ უნდა განვლოს, ამის შესახებ წმინდა მამებს მრავალგზის დაუწერიათ და ერთი რამ ცხადია, ყველა ჩვენგანს ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და ჩვენ ვერ გავივლით სხვათა წმინდათა გზებს.
* * *
მამა ილია მცხეთაში მოღვაწეობდა, ჯერ სვეტიცხოველში, ბოლო წლებში კი დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. ეს ტაძარი აგებულია სამონასტროდ ყველაზე შესაფერის ადგილას, პირველ ქრისტიანთა შესაკრებლების მსგავსად - სასაფლაოების გვერდით. ტაძრის გარშემო ათასობით მცხეთელის განსასვენებელია, სიჩუმე და მყუდროება, განცდა სამყაროს ამაოების და უფლის მარადისობისა. როგორც ყველგან, მცხეთაშიც დასახლებული ადგილებიდან სასაფლაოები და შესაბამისად ტაძარიც მოშორებით არის, მაღალ აღმართზე უნდა განვლო რამდენიმე კილომეტრი რომ ტაძრამდე მიხვიდე. გზად მიმავალი ხშირად ისვენებ სულის მოსათქმელად, გადმოხედავ ქალაქს და სამყაროს მშვენიერებით ტკბები, მიბრუნდები - საფლავებს ხედავ, ფიქრობ მათ ცხოვრებაზე, შენიც გაფიქრებს, სასაფლაო ხომ ადრე გვაბერებს, შემდეგ დაინახავ ტაძარს - ნუგეშად და გასამხნევებლად, შეხვალ იქ და... ახალგაზრდა, სრულიად ჭაბუკი, შავით მოსილი მღვდელი ზის და გარშემო სიყვარულით სავსე თვალებით ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ბავშვები შემოუკრიბავს და ღმერთზე ესაუბრება. ის ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სვეტიცხოველში ყოფნისას დაიმეგობრა, დაიმოწაფა და ქრისტესმიერი სიყვარულით გაავსო.
* * *
ტაძრის ეზოში რამდენიმე მღვდლის განსასვენებელია, დეკანოზი ავთანდილის, არქიმანდრიტი იოანეს და მამა დავითის. მათ საფლავებს კი მამა ილია და მისი მონასტრის ძმობა უვლიდა.
* * *
უკანასკნელი განსასვენებლისკენ გზა სწორედ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრიდან იწყება ხოლმე. მამა ილიას არაერთი მცხეთელისთვის გადაუხდია პანაშვიდი და უფლისათვის შეუვედრებია მრავალთა სულები, ჭირისუფალთა ნუგეშისცემაც განსაკუთრებულად შეეძლო.
--------
27 წლის იყო. ჭაბუკობიდან თქვა უარი ამაო ცხოვრებაზე და ქრისტეს მონაზვნობა გადაწყვიტა. ახალგაზრდობიდან დაემკვიდრა იქ, სადაც ყველაზე მეტად ხედავდა ამა სოფლის ამაოებას და არა მრავალთა მსგავსად ფუჭი ცხოვრებით აპირებდა უფალს მიახლებოდა, არამედ საქმით და სიტყვით. ახალგაზრდებს ღმერთზე უქადაგებდა, ღმრთის სიყვარულს ბავშვობიდანვე ასწავლიდა სულიერ შვილებს, ასწავლიდა როგორც მათი ძმა, მათი ტოლი და მათი მეგობარი - ვითარცა ჰშვენის ქრისტიანობას. ძმათა განსასვენებელს უვლიდა, პანაშვიდს იხდიდა მათ საფლავებზე. უფლისკენ მიაცილებდა გარდაცვლილთა სულებს.
მამა ილიამ თავისი გზა განვლო, თავისი ცხოვრება იპოვა, განმართა და უფალს მიართვა.
რამდენიმე დღეში გადმოასვენებენო. ახლა იმ ტაძარში მამა ილია იქნება დასვენებული.....
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია