მე ერთი ცალი ვარ...

   ასე მოვედი იქიდან, საიდანაც გამომგზავნეს.  სულ ვეძებდი ჩემს ნახევარცალს. მერე მივხვდი, რომ მე მთელი ვარ, ორივე ნახევარი ერთი მე ვარ. ის თავიდანვე ჩემთან იყო, მართალია გვიან მივხვდი, მაგრამ მან იცოდა და სულ ჩემთან იყო. მე სულ მარტო ვარ, როცა ირგვლივ ათასობით ადამიანია მაინც მარტო ვარ. გარედან მარტო ვარ, იქ შიგნით კი ჩვენ ორნი ვართ. ის მიგებს ყველაზე მეტად. ჩემთან ერთად დადის, სწავლობს, უხარია, ერთობა... ჩემი ცალია. არასდროს მკიცხავს. როცა სხვასთან დაახლოებას ვცდილობ, ჯდება კუთხეში, ხელებში დებს თავს და მდუმარებს. არც ყურადღებას მთხოვს და არც სითბოს, ის თვითონაა ყველაზე თბილი და მზრუნველი. უანგაროდ ვუყვარვარ, სულ ვუყვარვარ, აქედან და მარადისობამდე ვუყვარვარ...

   სულ მეგონა ყველაფერი ისევე უცვლელი დარჩებოდა როგორც თავიდან. ეხლა ვხვდები, რომ უცვლელი არავინ და არაფერია მის გარდა. თანდათან მტოვებენ ისინი, ვისთანაც გულს ვიყოფ, სანაცვლოდ არავინ მოდის. თანდათან სულ უფრო ვმარტოობ და ის ამ მარტოობაშიც კი ჩემთანაა. მისმენს მაშინ როცა ყველა წყენა და დარდი ერთად იღვრება ჩემი ბაგიდან, გულთან ახლოს მიხუტებს მაშინ, როცა  ჩემი თვალები კლდიდან გადმომსკდარ ჩანჩქერს ემსგავსება, ბედნიერია მაშინ, როცა სიყვარულით გულანთებული ვფიქრობ ან ვოცნებობ, მას ესმის ჩემი. ძალას მაძლევს და გზას მაჩვენებს მაშინ, როცა მგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და გამოსავალი აღარ არსებობს. მინერგავს რწმენას და მიქრობს იმ სასოწარკვეთას და შიშს მარტოობისას რომ მეუფლება. ვიცი,  ყველა რომც წავიდეს, ის მაინც არასდროს დამტოვებს მარტოს.

ჩემი ცალი მარტოობისფერია. . .

ნახვა: 834

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ერთცალობა, მარტოობა, სიყვარული

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||4:13pm

ანუ ნაცრისფერი? :) 

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 9, 2013||4:19pm

LsHისა, მარტოობის ფერიო და არა ნაცრისფერიო :P არ ვიცი, სათვალავი ამერია მერამდენე ხარ, მაგრამ შენი ბლოგის აქტიური კითხველებში ჩავეწერე! :) 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||4:19pm

ნაცრისფერი რატომ ლაშა? (ისე მეც ეგ ასოციაცია მიჩნდება ხოლმე )

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||4:24pm

არ ვიცი თამუნ, ჩემთვის მარტოობისფერი ნაცრისფერია - ყველაზე მშვიდი, საფიქრალი და წვიმისფერი... ;)

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||4:27pm

:) ჰმ... ანუ მარტო მე არ ვფიქრობ ასე. კარგია, კარგი

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||4:28pm

Tamila Moshiashvili მადლობა... დამწყები ქველელისთვის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს :) 

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||4:32pm

tamuna მარტო კაცი (ქალიც) ჭამაშიც კი ცოდოაო და მითუმეტეს ფიქრში :D 

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 9, 2013||4:33pm

ჰოდა, იმედია ასეთი სტიმული უფრო მეტს დაგაწერინებს და მეც მეტი სიამოვნება მელის :D 

tamuna: ოქტომბერი 9, 2013||4:37pm

იმედი დავიტოვოთ :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:Holding the Weight of Wraiths

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 22, 2026.
საათი: 12:08pm 0 კომენტარი

In Diablo 4:Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while…

გაგრძელება

U4GM ARC Raiders: Completing the Marked for Death quest

გამოაქვეყნა Blustery_მ.
თარიღი: მაისი 22, 2026.
საათი: 11:22am 0 კომენტარი

Tian Wen seems to always want to send you out to find a cache in Arc Raiders, and her quest Marked for Death is no different. This time around, you're asked to visit the Buried City and round up a cache at the Su Durante Warehouses point of…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters