8, august, blog, georgia, post, qwelly, russia, war, აგვისტო, ბლოგი, დღიური, ომი, პოსტი, ყაყაჩო, ჩანაწერი, 8_agvisto, agvisto, რუსეთ-საქართველოს ომი, omi, მეზობლების_ომი

      განა ვინმე არის ისეთი, ვისაც არ ახსოვს? განა არის ადამიანი ეს საშინელი დღე პირადად რომ არ შეეხო და რამე გავლენა არ მოახდინა მის ცხოვრებაში?

      არ დავიჯერებ ამას, რადგან ასეთი ადამიანი პრაქტიკულად შეუძლებელია იყოს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ჩვილებს, რომლებიც დედის ძუძუს ეკვროდნენ და არ იცოდნენ ირგვლივ რა ხდებოდა, არც ადარდებდათ რადგან არ ესმოდათ რას მოასწავებდა ეს ყველაფერი და რაზე ნერვიულობდნენ მისი მშობლები.

      მაშინ ბევრჯერ მინატრია ნეტა 1 ან 2 წლის მაინც ვიყო, რომ ამ ყველაფერმა ჩემზე არ იმოქმედოს – მეთქი, მაგრამ სასწაული არ მოხდა. სასწაული სხვა მხრივ მოხდა და ეს იმ თითოეული ქართველი დედის ლოცვის წყალობით იყო, რომელმაც თავისი შვილი ომში გაუშვა და ელოდა მის ცოცხლად დაბრუნებას. ზოგი დაბრუნდა, ზოგი ვერა, მაგრამ მათ დედებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ დაბრუნდებოდნენ. იმედი არ დაუკარგავთ და აი ეს არის მთავარი, არც იმის იმედი არ იყო დაკარგული, რომ საქართველო გადარჩებოდა. იმედი ამ შემთხვევაში არ მომკვდარა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო!

      მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ნათლად და გარკვევით მახსოვს, რომ ჩემი გონებიდან ვერ ვშლი, ძალიანაც მინდა მაგრამ ვერ ვშლი. მან ნაიარევივით ღრმა კვალი დაატყო ჩემს ცხოვრებას და ეს ჭრილობა შრამად დამრჩა, არც გაქრება ასე ვფიქრობ. ეს საშინელება არ დამავიწყდება.თითქოს ჩემში გარდატეხა მოახდინა და ამიტომაც ვარ ის, ვინც ვარ. არ ვიცი ამაზე პასუხი, რადგან ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ მე მაშინაც და ეხლაც ღმერთის იმედი მქონდა და ეს არც დამიკარგავს. მჯეროდა ღმერთი ყველაფერში დამეხმარებოდა, ყოველთვის ვგრძნობდი მის გვერდში დგომას და მას ვთხოვდი, ვთხოვდი რომ გავზრდილიყავი. მინდოდა, რომ მეც მათთან ერთად მებრძოლა, მინდოდა მეც საქართველოსთვის მებრძოლა და იარაღი ხელიდან არ გამეშვა. აი ეს მსურდა, საქართველოს გვერდში დგომა, მაგრამ არ შემისრულდა. მაშინ მივხვდი, რომ შეიძლება მე სხვა მისია მქონდეს, სხვა დანიშნულება და უფალმა მაპოვნინა ეს. დიახ, უფლის წყალობით ვიპოვე და ახლა მთელი მონდომებით მივსდევ იმას, რაც გამაჩნია. მხოლოდ ეს დამრჩენია და ამიტომ დანამდვილებით ვიცი გამოვა.

      მახსოვს მეშინოდა, დედაჩემსაც ეშინოდა, ყველას ეშინოდა ამ საშინელი დღეების. თბილისამდე არ მოუღწევია მათ ბომბებს, მაგრამ რამდენჯერმე გადაგვიფრინეს კიდეც და ეს დასასრული მეგონა. მეგონა ხვალინდელ დღეს ვეღარ ვნახავდი და ვეღარ ვნახავდი საქართველოს მთლიანს და მშვიდს.მე დღესაც ვოცნობობ საქართველო იყოს ერთიანი და ამისთვის არაფერს დავიშურებ. ოცნებები ყოველთვის სრულდება ალბათ არა? მე ეს ერთი ოცნება მქონდა თავიდანვე და ახლა ამ ოცნებისთვის შესაფერი ძალა მაქვს, ახლა უკვე ვხვდები, რომ შემწევს ძალა ეს გავაკეთო და მე ყველანაირად ვეცდები "ჩემებურად".

      რამდენი სისხლისღვრა, რამდენი დაღუპული ცხედარი. ძალიან მიმძიმს ამის გახსენება და ძალიან არ მინდა ეს კვლავ გამეორდეს. მაგრამ მთავარი ახლა ისაა, რომ მათ დაიცვეს ჩვენი ღირსება. ახლა აქ ვართ, ცოცხლები (ქალაქები და სოფლები კი დავკარგეთ მაგრამ გადავრჩით) და უნდა ვეცადოთ დავიბრუნოთ ყველაფერი რაც წაგვართვეს. ყველაფერი რაც ვერაგულად წაგვართვეს.

      მათ გმირულად იბრძოლეს და გმირულადვე დაეცნენ, ისე რომ მტრისთვის ზურგი არ უჩვენებიათ. აი ეს არის საამაყო, ეს გვაქვს საოცარი, ქართველებს უკან დახევა არ გვჩვევია!

      და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მათი სისხლი არ გვახსოვდეს, არ გვახსოვდეს თითოეული ვაჟკაცის სისხლი. ისინი მარად ჩვენს გულებში დარჩებიან!

      უფალმა გაანათლოს ყველა დაღუპული ვაჟკაცის სული…

ნახვა: 1453

ტეგები: Qwelly, აგვისტო, ბლოგი, დღიური, მეზობლების_ომი, ომი, პოსტი, ყაყაჩო

გიორგი ლოგუა: აგვისტო 9, 2014||12:49am

მართალი ხარ! ყველა ვინც განსხვავებულია ოდნავ მაინც, ყოველთვის არის ხალხი მისი წინააღმდეგი. ყოველთვის მათი კრიტიკისა და გაჭორვის მსხვერპლნი ხდებიან. 

ყველა განსხვავებულად მცხოვრები ადამიანი ჭორის და ადამიანების (ბრბოს) ქილიკის მსხვერპლნი ხდებიან. აგერ უკვე მერამდენე წელია ისე არ ვცხოვრობ როგორც “ჭეშმარიტ ბიჭს” (მათი გადმოსახედიდან) შეჰფერის. ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემაა მაგრამ მე არ ვაპირებ ამ განსხვავებულობის დამალვას. უკვე რამდენი წელია უბანში “ბირჟაზე” არ დავმჯდარვარ და რაღაც სისულელეების ლაპარაკში და ლოთობაში არ გამიყვანია დრო. 3? ან შეიძლება 4 წელიც, მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, რომ ეს მე ბევრს არაფერს მომიტანდა და უბრალოდ დროს დამაკარგვინებდა. დღესაც სიამოვნებით ვესალმები/ მესალმებიან, მაგრამ ისე აღარ ვკონტაქტობთ როგორც ადრე. ეს სამსახურიდან წამოსვლასავითაა, რომელშიც ხვდები რომ არაფერი დაგრჩენია მაგრამ თანამშრომლებთან მიუხედავად იმისა რომ ძველი ურთიერთობა ვეღარ გექნება მაინც გახსოვს და ხანდახან გამოელაპარაკები კიდეც. მე სამი წელი ვსწავლობდი და ამიტომ გავეცალე ქუჩას. ამ სწავლის შედეგია ახლა ვინც ვარ და რაც შემიძლია. ისიც რომ ამხელა ამბიციები და მიზნები მაქვს. წელს გავაცნობიერე რისი გაკეთება მინდა ასე ძალიან… ძალიან მიყვარს წერა (შენიშნავდით კიდეც ამხელა კომენტარში :დ) და ვფიქრობ არც ისე ცუდად გამომდის. ვწერ ლექსებს, მოთხრობებს ჩანახატებს და სერიოზული კარიერის დაწყებას ვაპირებ. იდეები მრავლად მაქვს რომ ათობით წიგნი გამოვცე მაგრამ ამას ისღა უნდა რომ დაწერო. ასევე ფულის გარეშე წიგნს რომ არ დაგიბეჭდავენ ეგეც პრობლემაა, მაგრამ ეს უმნიშვნელო პრობლემებია და მე არ ვაპირებ შეფერხებას. რომ არ მყავდეს მკითხველი და რომ არ მოსწონდეთ ის რასაც ვწერ გეფიცებით ალბათ თავსაც დავანებებდი და ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საქმე არაა- მეთქი. მაგრამ როცა ხალხისგან ამხელა სიყვარული მოდის (ყველაზე მაგას ვერ ვიტყვი) ამდენი თბილი ემოცია და ამდენი კარგი დამოკიდებულება მათდამი არ მინდა რომ თავი დავანებო (არაფრის დიდებით). ამასთანავე ვგრძნობ რომ ეს არის ჩემი დანიშნულება და ისღა დამრჩენია უბრალოდ გავიწაფო ამ საქმეში და ვწერო მეტი. ყოველდღე აზრების კორიანტელია ჩემს თავში, ყოველდღე ვკითხულობ წიგნს და როცა აზრები იმდენად მომაწვება რომ მათი დატევა შეუძლებელია ის ფურცელზე გადამაქვს. ბევრი ლაპარაკობს ჩემზე უცნაურ რამეებს და დაცინვითაც კი ზოგჯერ ამის გამო ჩხუბი რამდენჯერმე მომსვლია მაგრამ მერე მივხვდი რომ არ ღირდა (სხვამ რაც უნდა ის იფიქროს მე მე ვარ და ვიცი რაც მინდა). მივხვდი რომ ჯობია გაეცალო ვიდრე მათ უმტკიცო შენი სიმართლე, ისინი მაინც სრ დაგიჯერებენ. მე ის მინდა ერთ დღეს დიდი მწერალი გავხდე და ვიცი რომ ეს შემიძლია. ასე რომ ხალხის აზრი “მკიდია” (ყველასი არა) ზოგს ვუსმენ იმ შემთხვევაში თუ შური ბოღმა დაცინვა ან მარაზმი არ ალაპარაკებს. ყველა გიჟს მეძახის როცა ამას ვეუბნები ან გიჟპოეტას, როცა იგებენ რომ წიგნს ვკითხულობ ვწერ და მათგან განსხვავებული ვარ. ბევრისთვის მითქვამს რომ ეს ჩემთვის კომპლიმენტია და არა პირიქით. მსიამოვნებს გიჟს და გადარეულს რომ მეძახიან ჩემი აზრების გამო, რადგან ამით ის მტკიცდება რომ არ ვგავარ მათ და ეს მიხარია კიდეც და არ მწყინს. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კითხვა და წერა უფრო მეტადაც კი მაგრამ სტივენ კინგის რომანების კითხვისას იმას განვიცდი ზუსტად რასაც წერის დროს ^_^. მე დიდი მიზნები მაქვს მე ძალიან კარგი მიზნები მაქვს და “მინდა დავიპყრო ხალხის გონება და სამუდამოდ გსრდავქმნა ის” სტივენ კინგის ციტირება მომყავს თუმცა ეს ჩემი სურვილიცაა. ვიცი რომ გამომივა, ამას უბრალოდ ვგრზხნობ, გულით ვგრძნობ. ეს იმდენად უცნაური რამაა ზუსტად ვერ აღგიწერთ. ეს არამარტო მეოცნებე კაცის ახირება და სურვილია, ვიცი რისთვისაც ვარ ამქვეყნად მოვლენილი და მთავარი ხომ სწორედ მონდომებაა. აი ამიტომ არ მინდა დრო დავკარგო ზემოთ თქმულით, ამიტომ არ ვარ ისეთი ადამიანი როგორიც ყველა. ჩემი სისუსტე ისაა, რომ ყველასთვის კარგი მინდა და ვეხმარები, ყველას მიუხეფავად იმისა ის როგორ მეპყრობა და ხშირად მინანია კიდეც მერე, რადგან ამას ბევრი მაინც ვერ ხედავს. ვისგანაც სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ მეც იმავეთი ვპასუხობ. აი სიყვარული კი ძალიან დიდი ვიცი, მაგრამ შეძულება მაინც არ შემიძლია ხოლმე (მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. მეც ადამიანი ვარ)… მე მჯერა რომ შევძლებ ნათლად მჯერა. 

რაც შეეხება გმირებს, მე ვაღიარებ მათ თვდადებას და ვაფასებ ყველაფერ ამას! გმირობა როდი ნიშნავს განსხვავებულობას, შეიძლება იყო განსხვავებული მაგრამ გმირი ვერასდროს გახდე... არ დავეძებ მე სიკვდილს, ის თვითონ დამეძებს. :)) გმირობას მეტი ძალისხმევა და იმაზე მეტი რამ სჭირდება ვიდრე ეს განსხვავებულობაა, თუნდაც სამშობლოს სიყვარული. ის ძალიან უნდა გიყვარდეს სამშობლოს გამო, რომ იბრძოლო და წახვიდე ომში მის და ქართველების დასაცავად. მათი ცოლ-შვილისა და დედების დასაცავად. ეს იყო სასწაული რაღაც არაადამიანური. სიცოცხლე ნარჩუნდება. გმირი ჰპოვებს სიცოცხლეს ჩვენს გულებშიც და საიქიოშიც. მე ასე ვფიქრობ. <3

გიორგი ლოგუა: აგვისტო 18, 2014||9:31am

დიდი მადლობა <3 გაიხარეთ :*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Pros and Cons of the Keto Diet,.

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 2:28am 0 კომენტარი

No doubt you’ve already heard about the ketogenic diet, also known as keto. Whole Pinterest boards and Instagram accounts are dedicated to the trend, and it has some pretty famous followers, including Halle Berry and Kourtney Kardashian. Before you give it a go, you’ll want to know what it involves, how it works and, most importantly, Supraketo.org what nutritionists and…

გაგრძელება

Keto Bread Recipes - my Keto Kitchen

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters