არ ვიცი, რა ვთქვა? როგორ გადმოვცე ჩემი სათქმელი? გრძნობები, ფიქრები, ემოციები და სურვილები აირივნენ ჩემში და ერთ ნატვრად იქცნენ, ნატვრა, რომელიც უკვე ერთი წელი და ერთი თვე გრძელდება. მახსოვს ბავშვობაში, როგორ მინდოდა ყველა გრძნობის და ემოციის გემოს გასინჯვა. ინტერესი მქონდა, იმის თუ როგორ მოვიქცეოდი დადებით და უარყოფით ემოციების დაუფლების დროს, მაინტერესებდა და ეს ინტერსი ძალიან ღრმა იყოო. ახალ ვიტყვი ალბათ იმას, რომ მძიმე ყოფილა ამ გრძნობებით და ემოციებით სავსემ იარო გზაზე, რომელიც არ იცი როგორია.
მახსოვს, სკოლაში ისტორიას რომ ვსწავლობდი და ვკითხულობდი, ყველა ბრძოლის მომენტი ჩემ წარმოსახვაში როგორი იყო და მაინტერესებდა ის გრძნობა რასაც განიცდიდნენ იმ დროს ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლისას იდევნებოდნენ, იხიზნებოდნენ და ზოგიც კი ..... ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემს თავზე მსგავსი რამ, რომ გამომეცადა როგორ მოვიქცეოდი. ალბათ გამოწვევა იყო ეს ჩემგან ცხოვრების...
ვიტყვი, რომ განვიცადე მსგავსი გრძნობა და ზუსტად გაეცა პასუხი ჩემს კითხვაზე და ინტერესი ამ ყველაფერზე დავაკმაყოფილე თუ დამიკმაყოფილეს, არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ ახალა მე ჩემი წილი მსგავსი განცდა მაქვს 2008 წლის მერე. უკვე შვიდი წელი გახდება აგვისტოში ამ გრძნობით და განცდით მოვდივარ. ერთი წელი და ერთი თვე კიდე მონატრების საშინელი გრძნობით...
მენატრება სახლი, სადაც ჩემი ბავშვობის 17 წელი გავატარე. მენატრება იქ გატარებული ყველა წამი. სოფელი მენატრება, სახლი მენატრება, ყველაფერი მენატრება რაც ჩემს სოფელს ეხება. ხმაური მენატრება მდინარის, ქსანში მოფართხალე თევზი მენატრება, გაზაფხულზე ქსნის გაგიჟება მენატრება, ჩიტების ჭიკჭიკი მენატრება, იქ სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ, მერცხლის ბუდეები ჩემს სახლის აივანზე და იმ ბუდეებიდან ბარტყების ჟღურტული... მთის ნიავი მენატრება ფილტვებს, რომ ავსებს და ამხნევებს, სიცოცხლეს მატებს, მენატრება ამ მთებზე გვირგვინივით დადგმული ცისარტყელა წვიმის მერე, მენატრება ცა, რომელიც განსხვავებულია, მოკამკამე და ხან პატარ-პატარა ღრუბლის ქულებით მორთულია ზაფხულში, იასამანი მენატრება მისი მშვენიერებით და სურნელით, ჩემი ბაღის ვარდები, ალბათ მალე წითლად აფეთქდებიან, მარტო მდგარი დ გაველურებული, როგორ ვიზრდებოდით ერთად მე და ვარდის ბუჩქი. ახლა ისე მინდა იქ ყოფნა, როგორც არასდროოოს. . .
ყველაფერი როგორ შეიცვლებოდა, ჩემი ყვავილების ბაღიც, ალბათ ახლა გაველურებული იქნება, შეიცვლებოდა ყველაფერი იქ, აქ კი ჩვენ ადამიანები ვიცვლებით და თითქოს ვცივდებით ერთმანეთის მიმართ, ზოგადად ყველაფრის მიმართ გავუცხოვდით და ვივიწყებთ იმას საიდანაც მოვდივართ, თუმცა სიტყვებს რახარუხით ვისვრით "ჩვენ დავბრუნდებით ისევ." მე გულწრფელი ადამიანები მენატრებიან და გულწრფელად დაბრუნების მნატვრელნი...
როგორ მინდა თუნდაც წამიერად, მაგრამ დამანახა სოფელი, სადაც სამყარო შევიცანი და დამანახა ამ სამყაროს სილამაზე. სადაც პირველად გავახილე თვალები და დავინახე ის მშვენიერება, რაც იქ არის.
დავიღალე უიმედო იმედით და თავის მოტყუებით რომ ვნახავ ისევ ...
ნახვა: 701
ტეგები: Qwelly, qwellyblog, qwellypost, ბავშვობა, ბლოგი, ემოცია, ვარდები, მონატრება, ნატვრა, სამშობლო, მეტი...საქართველო
ზოგჯერ ატომურ აფეთქებას ჰგავს მონატრების აფეთქება.
ეჰ ლაშა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია