"იგი ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა"...

- იასუნარი კავაბატა; თოვლიანი მხარე

      წვიმდა და შემოდგომას არ ეკავა ხელში არც ქოლგა, არც საწვიმარი ეცვა, ფეხშიშვლი და თმაგაშლილი იდგა და წვიმდა... იდგა, და წვიმდა... ოთხს ოცი აკლდა და ის უკვე მესამედ ისხამდა ფინჯან ყავას... მთელი სხეული უთრთოდა, თითქოს დედემიწაც მასთან ერთად კანკალებდა... თავში ყველაფერი კარუსელივით უტრიალებდა, ნერვული ბოჭკოები ფეთქავდა და თავისი გალეული გულისცემაც კი, დიდ ხმაურად ეჩვენებოდა... სიჩუმეს მსხვრევისფერი ხმა ჰქონდა... კუთხეში, იატაკზე იჯდა და ოთახის ბოლოში ვერაფერს ხედავდა, სახლში ბურუსი იდგა... მუცელში პლანეტები ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ამავე დროს, თავს ყველაზე პატარა, ბუზისხელა არსებად გრძნობდა... შიში და შეძრწუნება ისხდნენ სულში და სათითაოდ იპარავდნენ ნერვებს სხეულიდან... უძიროდ წვიმდა...

      იოჰანი მარტოკაცად ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ცოლი მისმა უცნაურმა ფიქრებმა შეაშინა და ექიმთან მისვლა შესთავაზა, არ უნდოდა ძალით რამე გაეკეთებინებინა, მაგრამ იოჰანი სასტიკი წინააღმდეგი იყო და გამუდმებით ჩხუბობდნენ, სანამ ცოლმა მოთმინება არ დაკარგა, ჯანდაბისკენ გზა დაულოცა და აიბარგა... დედ-მამა ადრე გარდაეცვალა, ნათესავებს მის სანახავად არ ეცალათ... თუმცა, იოჰანი ფიქრობდა რომ მარტოკაცი კი არა, აღარავინ იყო, რადგან სხვებზე ადრე საკუთარმა თავმა მიატოვა... წიგნები და ნოტები არეულად ეყარა ოთახებში, საათს ვერსად წააწყდებოდი, გაყინული კედლები რაღაც ნაწერებით იყო აჭრელებული, რამდენიმეგან მისივე თქმით, მშობლიური ვარსკვლავიც ჰქონდა მოხაზული, მაგრამ ყველაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ მისი სახელი აღარ ახსოვდა და ვერც ვერავისგან გებულობდა, რადგან ის მართლა ვარსკვლავი იყო და პლანეტების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა...

      იოჰანმა კარი გააღო და კიბეზე დაეშვა... ისეთ ხმაურს გამოსცემდა, თითქოს კიბეც უკან მიჰყვებოდა... ქუჩაში ჯერ კიდევ მოძრაობდნენ უმარტივესნიღბიანი სახეები, ვერც სევდას, ვერც სიხარულს, ვერც ფიქრს და ვერც გაბრაზებას რომ ვერ გამოხატავენ... ყველაფერი ტრიალებდა მის გარშემო, იცოდა, რომ დედამიწასაც აქვს თავი და ბოლო, მაგრამ მაინც გარბოდა... ვერცხლისფრად თენდებოდა სახლებს, ხეებს, ფოთლებს შორის და მის წინ მაინც ურღვევი სიბნელე იდგა... მთელი არსებით ეჯახებოდა მას, მაგრამ სიბნელე უფრო და უფრო ტკენდა...

      იოჰანი ყველა შემხვედრს ეკითხებოდა ხომ არ იცოდნენ საიდან მოდიოდა, რა ერქვა მის ვარსკვლავს, მაგრამ მათგან მხოლოდ დამცინავ, შეშფოთებულ, ან გაოცებულ მზერას იღებდა პასუხად... ამაოდ ცდილობდა აეხსნა მათთვის, რომ ვინც ამ პლანეტაზე ცხოვრობს, წარმოშობით ყველა დედამიწელი არ არის... მისთვის ყველაფერი ერთ უცნაურ სიზმარს ჰგავდა, სადაც თავს უცხოდ გრძნობდა, უნდოდა გამოღვიძებოდა, ბოლოს და ბოლოს მიეტოვებინა ეს სიზმარი თავის პერსონაჟებიანად და ყველასთვის ეთქვა: "ჯანდაბამდე გზაც გქონიათ!.. მარტივად რომ ვთქვათ, მე მომწყინდა"...

      საიდანღაც გრამოფონზე აჟღერებული მუსიკის ხმა ესმოდა... ახლა იოჰანი ტრიალებდა მატილდესთან ჩახუტებული, მის თმაში ჩარჩენილ ზღვის სუნს ისუნთქავდა ღრმად და გემი ტალღებს ხლეჩდა შუა ოკეანეში... ამ გემზე მუშაობდა იოჰანი მეზღვაურად და მატილდეც სწორედ აქ გაიცნო, ახლა, სულ რაღაც ორი დღეა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ორი დღე... მან თვალები გაახილა და მათი ცივი მზერები დაინახა... მატილდე არ იყო... იოჰანი ყველა უჯრედით და ყველა ელემენტით დაღლილი იდგა და იმ მელოდიის ნოტებშერეულ, დასველებულ, მინორულ ჰაერს ისუნთქავდა... ნესტოები ებერებოდა და სულს უფხაჭნიდა რაღაც, გამეტებით... პატარა გოგონას ხმამ გამოაფხიზლა, დედას ეძახდა, მერე თვალი მოჰკრა, როგოგრ გაუშვეს ბეღურა ჩიტი ფანჯრიდან ერთად... მან თვალი გააყოლა, მაგრამ მალე მზერა ვეღარ მიაწვდინა ჩიტს და თავისთვის, ძლივს გასაგონად თქვა: „შინ“...

      ცოტა ხანში იოჰანი უკვე სახლში იყო, ფანჯრის რაფაზე იჯდა და პატარა, ბამბის ქულასავით ღრუბლებს უყურებდა... როგორ უნდოდა ხელით შეხებოდა, ერთხელ მაინც... აღარაფერი ხმაურობდა, სიჩუმეც ჩუმად იყო... მზემ ცხრავე თვალი დახუჭა და მიატოვა უმთვარო ღამე...

blog, Qwelly, qwellyland, ბლოგი, დღიური, ჩანაწერი, იასუნარი_კავაბატა, თოვლიანი_მხარე

ნახვა: 1015

ტეგები: Qwelly, blog, qwellyland, ბლოგი, დღიური, თოვლიანი_მხარე, იასუნარი_კავაბატა, ჩანაწერი

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 23, 2014||4:28pm

გაფრინდა???

Restless: სექტემბერი 23, 2014||9:19pm

დუმილის უფლებით ვისარგებლებ ამ შემთხვევაში... :

ლაშა: სექტემბერი 23, 2014||9:23pm

დუმილი როგორც თანხმობა თუ დუმილი როგორც გაფრენის უსურვილობა? :) 

Restless: სექტემბერი 23, 2014||9:48pm

რომ მდომოდა ჩემი პირით თქმა პირდაპირ დავწერდი :)

თა _ მო: სექტემბერი 25, 2014||4:22pm

... ვინც ამ პლანეტაზე ცხოვრობს, წარმოშობით ყველა დედამიწელი არ არის... 

ხომ ვამბობ მე ეს გოგო ძალიან მომწონსთქო :)))

Restless: სექტემბერი 25, 2014||6:25pm

მადლობა თამო <3

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters