დედამიწასა და სხვა პლანეტებს შორის
მანძილზე აღარ უნდა ფიქრობდე,
როცა შენსა და დედამიწას შორის მანძილიც კი
ვერ გაგირკვევია...
როცა შენი ქვეყანა ხუთი კონტინენტიდან
არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნება და
ერთ-ერთ პირობით ქალაქში ცხოვრობ,
რომელიღაც წლის მეხუთე სეზონზე დაბადებული...
როცა დღეები ცარიელი
ვაგონებივით რელსებზე დაგან,
მერე ნერვებიც ეშაფოტზე
დგანან და დგანან...
გაბზარულ ლავიწს რომ მიუშვერ
ტკივილს საკენკად,
მერე ნელ-ნელა,
უკითხავად, მეტსაც გაბედავს...
....
დრო მარხავს სხივებს...
გულისცემა მაჯებს გადახსნის
და დედამიწა წუთიერად თვალებს დახუჭავს...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია