დისნეის საამქროდან, პიტ დოკტერის რეჟისორობით 2015 წელს გამოსული, მაღალრეიტინგული ანიმაცია Inside Out, ჩვენებურად, როგორც თარგმნეს, "თავდაყირა" ან "თავსატახი", იმ მულტფილმთა სათავეში დგას, რომელიც ბოლო ხანებში ვნახე და ვფიქრობ, 90_იანების ბავშვობის დროინდელი, გრაფიკით ჩართული ტელევიზორის ეკრანზე ნანახი ანიმაციური სერიალებისგან განსხვავდება იმით, რომ სულაც არ არის ბავშვური. მიუხედავად ანოტაციისა, სადავ ვკითხულობთ, რომ ანიმაციური ფილმი განკუთვნილია 6 წლის მოზარდებისთვის, არ მგონია 6 წლისამ შეძლოს და გაიაზროს, როგორ მოხდა რომ ერთი გოგონას (რაილის) გონებაში არის 5 სხვა გოგონა, რომლებიც რაღაცეებს აკეთებენ და ეს მოქმედებები შემდეგ რაილის მოქმედებებს უკავშირდება. მითუმეტეს რთული გასაგები იქნება, მათ მშობლებსაც რატომ ჰყავთ თავში ქალები და კაცები და სხვებსაც. რა ხდება ამ მულტფილმში ამის ასახსნელად, მინიმუმ უფროსია საჭირო.
ფილმის მთავარი მესიჯია - ემოციები მართავენ ადამიანს. სიუჟეტს არ მოვყვები "სპოილერი" რომ არ გამომივიდეს, მითუმეტეს, რომ პოსტს სხვა იდეა აქვს. შეკითხვა მექნება ბლოგის ბოლოს და იქითკენ მინდა წავიყვანო საუბარი. მულტიფლმში გადმოცემულია გოგონას გონება, რომელშიც 5 ემოცია მართავს ყველაფერს: სიხარული, სევდა, შიში, მრისხანება და ზიზღი. ამ ხუთ ემოციას გადანაწილებული აქვს სხვა ემოციებიც და აკონტროლებენ ყოველივეს. რა თქმა უნდა, ახალშობილი იბადება სიხარულის ემოციით (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ახალშობილი ტირის, რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ პირველი ემოცია რომელსაც სამყაროსთვის უნდა შეეხება, ესაა სიხარული). და შემდეგ ეკრანზე ჩნდებიან სხვა ემოციებიც. ბავშვობაში სამართავ პულტთან სიხარული დგას, გარემოებებიდან გამომდინარე ენაცვლებიან ერთმანეთს ემოციები და ასაკის მატებასთან ერთად მმართველის ადგილს სევდა იკავებს და საბოლოოდ, დედამისის გონებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორის აზრით, ქალების მთავარი წარმმართველი, სევდის ემოციაა, მეტიც - სევდის ემოციაა მხსნელი.
ფილმში საკმაოდ ორიგინალურად არის გადმოცემული ადამიანის ფსიქოლოგიის ის ძირითადი ნარატივები, რომლებიც შეეხება ქვეცნობიერს, არაცნობიერს, მეხსიერებას, სიზმრებს და სხვა ფროიდიანულ სამყაროს. აქვე არის ფიქრებისა და იდეების წყაროც, დავიწყების უფსკრული, ოცნებისა და წარმოსახვის პლანეტა, ღრუბლების ქალაქი და ა.შ.
ერთი რაც ამ ფილმში არ არის და შეკითხვაც ფაქტობრივად ასე ჟღერს, ვინც ფილმი ნახეთ, ან ეს პოსტი წაიკითხეთ, როგორ გგონიათ, სად არის ამ გოგონას სული მოთავსებული? ან სად შეიძლება იყოს?
არც მათი ერთობა არ ქმნის რაილის სულს. ემოციები სამშვინველის ნაწილია.
მაღალრეიტინგულობას არ დაჯერდა - ოსკარიც აიღო. :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია