თამარ მარჯანიშვილი 

იუვენალია და ფამარი

(ორივე სასულიერო სახელი გახლავთ, სხვადასხვა იერარქიული საფეხურის შესაბამისად)

თამარ მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და) სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილისა და თავადის ასულ ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა 1869 წლის 1 აპრილს. 

თამარს ბავშვობიდანვე ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ დედის გარდაცვალების გამო (მამით ბავშობაშივე დაობლდა) პეტერბურგიდან ყვარელში დაბრუნდა და მშობლიური მამულის მართვა იკისრა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში თამარი შემთხვევით მოხვდა. ზაფხულში უმცროს და–ძმასთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა სიღნაღში. მეგობრებთან ერთად სეირნობისას ბოდბის ტაძარსაც ეწვია, სადაც საღვთო ლიტურგია მიმდინარეობდა. კლიროსზე იდგა იღუმენია იუვენალია და ლოცვებს კითხულობდა, რამდენიმე და გალობდა. ტაძარში გამეფებულმა სულიერმა ატმოსფერომ თამარზე ისე იმოქმედა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. ახლობლები ბევრს ეცადნენ იგი საერო ცხოვრებაში დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღიკვეცა და საეკლესიო სახელად იუვენალია ეწოდა. 1902 წელს იღუმენია იუვენალია–უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვრად. იუვენალია–უმცროსი კი საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით ბოდბის მონსატრის იღუმენიად განამწესეს. ეს იყო უმძიმესი წლები რუსეთის იმპერიაში შემავალი საქრთველოსა და ქართული ეკლესიისათვის.

იკრძალებოდა წირვა–ლოცვა ქართულ ენაზე. ამ ურთულეს პერიოდში, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის მონასტერში წირვა–ლოცა და გალობა ქართულად აღევლინებოდა. წინამძღვარი მუდმივად ზრუნავდა ქართველ პედაგოგთა და მოსწავლეთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სისტემატურად ითხოვდა ფულად დახმარებას საქართველოს საეგზარქოსოსა თუ რუსეთის სინოდისაგან. მისი შეუპოვრობა და თავგანწირვა მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შემდეგ აღწევდა მიზანს.

1905-07 წლებში რევოლუციურად განწყობილი მთიელები თავს ესხმოდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, გლეხები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის დედა თამარს და ისიც ყველას ეხმარებოდა, იცავდა და თავშესაფარს აძლევდა მონასტერში. რევოლუციონერები განაწყებენულები იყვნენ ახალგაზრდა იღუმენ იუვენალიაზე და ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს. 1907 წლის ნოემბერში თავდასხმა მოხდა ეტლზე, რომლითაც თამარი თბილისიდან ბოდბეში მიემგზავრებოდა. სინოდმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და დედა თამარი საქართველოდან გაიწვია. ეს ფაქტიურად გადასახლებას ნიშნავდა. თამარ მარჯანიშვილი მოსკოვში გადაიყვანეს და პოკროვის რელიგიური თემის წინამძღვრად დანიშნეს. დედა თამარს არ უყვარდა თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება. მან  ერთდროულად დაკარგა მშობლიური სავანე, სამშობლო და სულიერი შვილები.

1908 წელს სერაფიმო–პონეტაევის მონასტერში ლოცვისას დედა თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონასტრის დაარსება ურჩია. სწორედ ამ პერიოდში მას განდეგილად ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სასულიერო მამების რჩევით გადაწყვიტა დამორჩილებოდა ღვთისმშობლის ნებას. 1910-1912 წლებში დედა თამარის ინიციატივით რუსულმა ეკლესიამ სერაფიმე–ზნამენსკის სკიტი ააშენა. სწორედ აქ, 1915 წლის 21 სექტემბერს, თამარ მარჯანიშვილი დიდი სქიმით შეიმოსა და სქიმიღუმენია თამარი გახდა. ამ დროიდანვე ეწოდა მას რუსიფიცირებული სახელი ფამარი. სერაფიმო–ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ თორმეტი წელი იარსება. 1924 წელს ბოლშევიკებმა სავანე გაანადგურეს. დები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა პერხუშკოვოს დასახლებაში და იქ დაიდო ბინა თავის ათ დასთან ერთად. პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო როგორც სავანეში.

1931 წელს დედა თამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ბრალდებად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი წაუყენეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. ციხეში მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა და დაწყნერებას. გასამართლების შემდეგ 60 წლის დედა თამარს გამოუტანეს განაჩენი – ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში.

კოტე მარჯანიშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად, მაგრამ მის თხოვნას ხელისუფლება მუდმივად უგულვებელყოფდა. კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ  მისმა მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და სქიმიღუმენი თამარი 1934 წლის შემოდგომაზე ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან. 

დედა თამარს საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს. დასახლდა მოსკოვთან ახლოს რკინიგზის სადგურ "პიონერსკაიასთან" მდებარე პატარა სახლში. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, გადასახლებაში სამხრეთელი ადამიანისათვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულიოზით დაავადდა.

დედა თამარი 1936 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. წესი სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენიმ (ჟადანოვსკი) აუგო. დაკრძალულია მოსკოვში ვედენის მთაზე. მის საფლავზე არის წარწერა: "რომელი მრწმენა , ცხონდესვე უკუნისამდე". 

ნახვა: 793

ტეგები: Blog, Qwelly, დღიური, თამარი, იღუმენია, მონაზონი, სახელი, ტარება, ღირსეული

თა _ მო: ნოემბერი 30, 2013||2:19am

qwelly გვაერთიანებს ლაშა, ასევე სახელი და დაბადების თვეც :) ჯერ-ჯერობით ეს ვიცი მხოლოდ :) კიდე ვიპოვი რამე საერთოს :)

ლაშა: ნოემბერი 30, 2013||2:20am

არაფერი გოგოებო, უბრალოდ მაინტერესებს რამდენად პროფილური ისტორიის მომსწრე ვარ და რამდენად ვიამაყო ქველით :D :D :D 

თა _ მო: ნოემბერი 30, 2013||2:22am

შეგიძლია იამაყო მაქსიმალურად :)

tamuna: ნოემბერი 30, 2013||2:24am

შენ შეგისწავლია ჩემო პროფილი უკვე, დაბადების თვეც თუ საერთო გვქონდა არ ვიცოდი :) მიხარიაა

tamuna: ნოემბერი 30, 2013||2:25am

ლაშა სიხარულის ცრემლნარევი შეხვედრა რომ გვექნება შეგატყობინებთ და მერე იამაყე, რომ ჩვენ ქველმა გვაპოვნინა ერთმანეთი :)

თა _ მო: ნოემბერი 30, 2013||2:29am

ესეც შენი პოსტიდან გავიგე თამო :) ლაშა ისეთი მონდომებულია, თვითონ მოაწყობს მგონი მაგ შეხვედრას :)

ლაშა: ნოემბერი 30, 2013||2:31am

თა _ მო შენ პარასკეობით თუ გნახავს კაცი, tamuna_ს ორშაბათობით ვნახულობ :) :) 

დილემა! როგორ დავამთხვიო ეს დღეები ერთმანეთს :) 

თა _ მო: ნოემბერი 30, 2013||2:33am

მოიფიქრებ შენ რამეს :) ორშაბათობითაც ვარ, უბრალოდ პარასკევს ღამის თევით მიწევს უნიში ყოფნა :)

tamuna: დეკემბერი 2, 2013||2:52pm

მე და ლაშა ორშაბათს ვართ ღამისთევით. იმედია დერეფანში მაინც შევხვდებით ერთმანეთს სრულიად შემთხვევით :)

tamuna: დეკემბერი 2, 2013||2:53pm

ლაშა მოიშორე ეგ დილემა თავიდან, ყოველივე საუკეთესო მოულოდნელად და დაუგეგმავად ხდება ასე რომ... :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:How to Amass More Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 29, 2026.
საათი: 11:10am 0 კომენტარი

POE 2 Currency brings a host of new systems to deepen build diversity and character progression, and one of the most impactful is the Uncut Soul Gem. These rare items unlock persistent skill buffs powered by the new Spirit resource, giving players a powerful tool to fine-tune their builds for both offense and defense.

Uncut Soul Gems don't grant active skills like traditional gems. Instead, they enhance specific attributes or…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Qwelly World

free counters