იღვიძებს საქართველო, მაგრამ მგონი ისევ ძილი ჯობდა. ღამეს კი არც უძინია თურმე და არც ბევრისთვის მიუცია ძილის უფლება. თავისი და იმ სხვათა უძილობის სასჯელი რამდენიმე ადამიანში საუკუნო ძილით აანაზღაურა. გაღვიძებულთა კითხვები, პასუხები, ახსნა-განმარტებები, დაიწყო მტყუან-მართლის გარჩევა, რატომღაც მიიჩნიეს რომ დამნაშავე ერთ ან რამდენიმე ადამიანს შორის უნდა ეძებონ, ხოდა მთავრობამაც ეს საქმე სასამართლოს გადასცა განსახილველად, დაიწყო ბრალდებათა სესია. ჩვეულებისამებრ წინა მთავრობას გადააბრალეს, აწ ავად სახსენებელი ტერიტორიის პროექტი, მათაც დაიწყეს თავის მართლება. ბრალდებები გაისმა აგრეთვე იმ სტრუქტურების მიმართ, რომელთაც სწრაფი რეაგირება ევალებათ ასეთ დროს, დასკვნა დაიდება ალბათ და დამნაშავეებიც გამოიკვეთებიან. მგონია იქამდე მივლენ ბრალს დაზარალებულებს და თავად მსხვერპლს დასდებენ, თუ რატომ იმყოფებოდნენ იმ დროს იქ. ხალხი ელის.
მოკლეთ ამ ლოგიკით დამნაშავეა: 1. მთავრობა, რადგან წინ არ აღუდგა სტიქიას და ხელი არ შეუშალა, ხელი არ ააფარა ზეცას და არ დაახშო ცის სარკმელები, ბრალი ედებათ უძლურებაში. 2. ასევე არიან დამნაშავენი ის სტრუქტურები რომელთაც დროული რეაგირება უნდა მოეხდინათ, უნდა შეეჩერებინათ ვერე, უფლება არ უნდა მიეცათ ასე გაგვთამამებოდა, და 3. მთავარი დამნაშავეა ეს უკანასკნელი ვერე, რომელმაც განზრახ მოისურვა თავის საზღვრებს გასცდენოდა, პირდაპირი მონაწილეა. 4. წვიმაც, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა დანაშაულში. ზემოთ ხსენებულნი ბრალდებულნი არიან: 108 და 109 მუხლებით, განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. დანაშაულს ამძიმებს აგრეთვე თვითმხილველთა ჩვენებები, თუ რა უმოწაყალოდ მოქმედებდა ვერე. ეს იყო წინასწარ კარგად გათვლილი, მოინდომეს რა რამდენიმე სულის სიცოცხლის ხელყოფა, წარმატებითაც განახორციელეს, არ არსებობს არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება, და თუ გავაგრძელებთ ბოლოს ჰოო, 5. დამნაშავეები არიან ისინი ვინც მათი მსხვერპლნი გახდნენ, რადგან იმ დროს იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. მოკლეთ სასამართლო განხილვის სტადიაშია და ხალხი ელის.
თუ ასე გააგრძელეს მალე დამნაშავეს საკადრისად დასჯიან. ვერეს ალბათ სამუდამოთ ვიწრო კალაპოტში დაბრუნებას მიუსჯიან. სტიქიასაც ხელწერილს ჩამოართმევენ, აღარ მისცემენ უფლებას რამე დაგვატეხოს თავს და ხალხი ელის.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, კიდევ ვინმე ხომ არ დგას ყოველივე ამის უკან, რადგან გარკვეული მიზეზების გამო ვერე თავისით ვერ მოიფიქრებდა დანაშაულის დაგეგმვას და ორგანიზებას, მაშასადამე იბადება კითხვა: ვინ დაუკვეთა მკვლელობა ვერეს? გამოდის რომ მთავარი უხილავი დამნაშავე ჯერ კიდევ გარეთაა, საჭიროა დროული მოქმედება და სასწრაფო წესით დამნაშავის აყვანა, რათა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე, წარსდგეს უმაღლესი სასამართლოს წინაშე და თვით უმაღლესი მსაჯული განსჯილ იქნას ამ ქვეყნის მთავართა მიერ, მოკლეთ გამოცხადებულია ძებნა უფალზე! ხალხი კვლავ ელის.
აფსურდულია ვინმეს ეს ევარაუდა, ანდა წინ აღსდგომოდა, წყლის ნაყვაა დამნაშავის ძებნა, როცა თითო დამნაშავეს ყველა საკუთარ თავში ვატარებთ. ამ შემთხვევაში ხომ განაჩენ გამოტანილები და დასჯილებიც ჩვენ თვითონვე ვართ უმაღლესი მსაჯულის მიერ. ახლა კი ბრალდებულნი დამნაშავეს აქეთ ვეძებთ. ისე ვერაფრით და იქნებ ასე მაინც გავხდეთ მისი მაძიებელნი და თუ გაგვიმართლა იქნებ მივაგნოთ კიდეც. უფალიც ელის.
ნახვა: 241
ტეგები: braldeba, damnashave, dzili, mtavroba, qwelly, sasamartlo, დამნაშავე, ზეცა, კანონი, ლოგიკა, მეტი...მსაჯული, მსხვერპლი, ნათია ბანეთიშვილი, პოსტი, სასამართლო, საქართველო, სტიქია, უფალი, ღამე, ღამემ იქადაგა, წვიმა, ხალხი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა joenwalker_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2026.
საათი: 6:09am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია