განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება, სარწმუნოება. წერე რამდენიც გინდა, მაგრამ მე მაინც კინომანიას მივყოფ ხელს, რადგან, სულ რომ არაფერი, პირობას შესრულება უნდა და ისე არ გამოვა საქმე არაფერი დავწერო.
საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოური კინო გადაიღო ისე, რომ საბჭოელებს მოეწონოთ (თუმცა, მოწონებაზე ბოლომდე ვერაფერს გეტყვით), ცოტა გასაკვირი ამბავია (თუნდაც, დაკვეთას ასრულებდე).
ფილმი გადაღებულია 1980 წელს, 2 ორსაათიანი ნაწილისგან შედგება და საკავშირო ეკრანზე მისი ჩვენება 5 წლის ინტერვალით გაიმართა - პირველი ნაწილი 1980 და მეორე ნაწილი 1985 წელს. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია გავიგოთ, "ზემოთ" მოეწონათ თუ არა ფილმი.
80-იანების პერიოდში, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ფილმი და საბჭოთა კავშირის ჭკვიანი და მიზანმიმართული მმართველის უკომპრომისო ბრძოლა ბიუროკრატიასთან, უპასუხისმგებლობასთან და მისთანებთან.
სიუჟეტი მარტივი და კომ.პარტიისთვის გასახარი - მესხეთის რაიკომის (რაიონული კომიტეტი) ახლადარჩეული პირველი მდივანი საკუთარი მხარის აყვავებისთვის წარმოუდგენელ იდეებს სთავაზობს საკუთარ მოსახლეობას. შესასრულებლად დავალებები სხვადასხვა სამმართველოების დირექტორებს ეძლევათ, რაც მათთან დაპირისპირებას იწვევს. ფილმი სავსეა მარტივი სიმბოლოებით - წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტი შუა ფილმში; ფრანი; აჩეხილი ვაზი; მიტოვებული სახლი და სოფელი; წყლის მომყვანი მამა-შვილი; სოფლის ზარები; ფილმის დასასრულს, ბარათაშვილის მერანიც გარბის და უკან, ტრაქტორები მიწას ხნავენ და რაიკომის მდივანს თბილისში, ცეკაში (ცენტრალური კომიტეტი) იბარებენ. ჩემი აზრით სასაყვედუროდ და დაკავებული თანამდებობიდან მოსახსნელად (რადგან, მერანის მთელი იდეა ისაა, რომ გაკვალულ გზაზე "ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს" ანუ გიორგი თორელი უნდა მოეხსნათ), თუმცა საბოლოო გამოსვლა მოსკოვში, ამას არ მოწმობს.
რატომ ვთვლი რომ ფილმი ანტისაბჭოურია? - იმიტომ რომ რეალურად ასეთი რაიკომის მდივნები არ არსებობდნენ (ჩემი აზრით).
საკითხი ასე დგას - როგორ უნდა დაანახო ხელისუფლებას თავისი მანკიერება? როდესაც ხარ ხელოვანი, შენი ძალა არის შენი პუბლიკა, საზოგადოება, მაყურებელი. ერთი ვარიანტია - ადგე და მხატვრულად აქციო დოკუმენტური მასალა, გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია ყველა ის სისაძაგლე, სიბოროტე, სიმახინჯე რასაც ხელისუფლება სჩადიოდა ან სჩადის. შეუცვალო რეალურ პიროვნებებს სახელები, დოკუმენტური კადრების ნაცვლად, კარგად შერჩეული და სიუჟეტის შეუცვლელად გადაღებული კადრები დადო, და ასე უთხრა შენს მაყრუებელს, რა ცუდია ესათუის ხელისუფლება. ან ადგე და გადაიღო ფილმი, სადაც აჩვენებ, არა იმას თუ როგორია ახლა, არამედ იმას, თუ როგორი უნდა იყოს რეალურად კარგი მმართველი. რეზო ჩხეიძემ მეორე ვარიანტი წარმოადგინა. (ასეთ დროს, საფრთხე შემდეგია: თუ ფილმს იღებ, იმ მმართველობის დროს, რომლის კრიტიკაც გინდა ამგვარი, იდეალისტური მეთოდით წარმოადგინო, ხელისუფლება, შენს ფილმს დახატავს თავის სასიკეთოდ - ანუ, იმას კი არ იტყვის, რაიკომის მდივანი ასეთი უნდა იყოსო - არა, აი ასეთი თავდადებულები ვართ რაიკომის მდივნებიო - ამას გეტყვიან. ამიტომ საჭიროა ჭკვიანი მაყურებელი).
აბა თავად გაიხსენეთ (მე არ მოვსწრებივარ რაიკომის მდივნებს), იყო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პირველივე სამუშაო დღეს, კაბინეტში შესვლის ნაცვლად, თავის მოადგილეს ეტყვის, მოდი ჯერ სოფელი შემოვიაროთო და მთელ დღეს მხოლოდ სოფლის დათვალიერებას მოანდომებდა და გვიან ღამით, მშიერ-მწყურვალი მივიდოდა სასტუმროში? რაღაც ძალიან მეეჭვება. იყო ისეთი მდივანი, რომელიც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად - იცოდე, ზემოთ პრობლემები შეგექმნება და მოგხსნიანო - უარს არ იტყოდა საკუთარი რაიონის აყვავების უკეთეს მიზნებზე? ანდა ქრთამად მორთმეულ ფულით სავსე ჩემოდანს, მუშტიკრივით უპასუხებდა? ზუსტი პასუხი არ მაქვს, ამიტომ გთხოვეთ გაგეხსენებინათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასე არ მოხდებოდა. ანუ რეზო ჩხეიძემ გადაიღო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პრინციპში არც არსებობდა და ხელისუფლების მხირან საზოგადოებაში შექმნილ ასეთი მდივნების ხატს, ჩემი აზრით, დასცინა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიდგომით, ფილმსაც მეტი მხატვრული ღირებულება ემატება (თუმცა, კონკრეტულად ამ ფილმის მხატვრულობაზე ან მსახიობების ოსტატობაზე ფსონს არ დავდებ) და საყურებლადაც არ კარგავს ესთეტიკას და ვფიქრობ, გავლენაც მხოლოდ პოზიტიური აქვს საზოგადოებაზე. ამიტომ გირჩევთ, ახლადგადაღებული ანტიფაშისტური ქართული სერიალის მინიმუმ 4 სერია გამოტოვოთ და მის ნაცვლად, ნახოთ მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი).
დამატებით რამდენიმე დეტალი ფილმის ნახვის მონდომებისთვის:
ტრადიციულად, კომენტარებში ველი ნანახის შემდეგ განცდილ ემოციებს.
ფესვებზე მომაგონდა, გრიგოლ რობაქიძე თავის ერთ-ერთ აუდიო მიმართვაში, დაახლოებით მსგავს ისტორიას - როგორ დაავიწყდა სხვა ყველა ენა ერთ-ერთ ქართველ ანარქისტს (ვარლამ ჩერქეზიშვილი) და სიკვდილის წინ მხოლოდ ქართულით დაიწყო საუბარი. გადმოსვენებაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება, ლიმონა დევდარიანს, კი იყო დუმბაძის კირტიკა მის გამო - ნოდარი ქურდულ სამყაროს უწევდა პროპაგანდასო (ილიაუნი ახსენეთ და სწორედ გია ნოდია იყო ამ კრიტიკოსთა ერთ-ერთი წარმომადგენელი). რაც შეეხება აბეზარას და ჭრიჭინას, ნუ მათი საბჭოთა მეხოტბეობა ისეთი აშკარაა რომ არანაირი სტატია არ აქვს მიძღვნილი.
კიდევ ერთი ფილმს მივამატებ აუცილებლად სანახავებს. სამწუხაროდ, ფელინის ეგ ფილმი ჯერ არ მინახავს ((
უი ასეთი ავტორიტეტი , როგორც გია ნოდია როგორ გამომჩა ? ( აიდიოტებენ შენი უნი-ს სტუდენტებს და არ მეგონა, რომ შენც შეგეხებოდა ( მიმართულება სოცრეალიზმი შესაძლოა არ მოგვწომდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი წამყვანი და უძლიერესი მიმართულება იყო - მიუხედავად იმისა ჯგერენაია აფასებს თუ არა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ღვაწლს მსოფლიო კინოხელოვნებაში (
არ ვიცი ვისზე საუბრობთ, მაგრამ ნოდია-ჯგერენაიას ავტორიტეტულობა ჩემზე არ ვრცელდება, განსაკუთრებით კინოხელოვნებაში ))
ამჩნევ, რომ პირველი პუნქტიც არ დამისრულებია და ფსევდოლიბერალური წვრთნა კამათის არგუმენტაციას გიმრავლებს ?(
დროის ფუჭი ხარჯვაა, დამეთანხმები, ეკამათო ადამიანს, რომელიც *ჩარჩოში ზის* და სათითაოდ განუმარტო შეცდომები ( ერთადერთი ფრაზა ჩანაწერში, რომელიც უკრიტიკოდ შეიძლება დარჩეს - *მე არ მოვსწრებივარ რაიკომის მდივნებს* ( პუნქტებს კი ჩამოგითვლი
პირველი პუნქტიც რომ არ დაგისრულებიათ ამას რა თქმა უნდა ვამჩნევ, ხოლო ფსევდოლიბერალური წვრთნა რომ კამათის არგუმენტაციას მიმრავლებს ამას ვერა, რადგან არც გეკამათებით, მე უბრალოდ ჩემი სტატიის კრიტიკას ვკითხულობ (დიდი მადლობა ამისთვის, გულწრფელად!) და გზადაგზა კითხვებს ვპასუხობ. თუ ეს კამათია, მაშ მხოლოდ, უპასუხოდ წავიკითხავ კრიტიკას.
1. ფილმი სრულიად შეესაბამება სოცრეალიზმის სტილს
2. ავტორისთვის უცნობია, რომ საბჭოთა კავშირში (საბჭოთა საქართველოში) დრო არ იდგა ადგილზე და ფილმის გადაღების პერიოდში დაშვებული იყო *ადგილობრივი* პატრიოტიზმი ?
3. წყობა იყო იდეალისტური და არცაა გასაკვირი, რომ ნაცმოს ცინიზმში გაზრდილები უარყოფენ პირველი მდივნების არსებობას (დღევანდელ გუბერნატორებს), რომელიც სავსე ფულით ტომარაზე უარს იტყოდნენ
4. რეჟისურა - აბსოლუტური კონფორმიზმია ( არადა წერ - *შესანიშნავი რეჟისორი თემურ ჩხეიძე*)
5. ფილმის დასასრულს ნატვრაა ( მოსკოვი - ვითარცა სამართლიანი *კრიშა*) : რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში თორელს მოხსნიდნენ
6. კლანური წყობა - მრავალსაუკუნოვანი სისტემაა : არც ვაზი უშველის მას და არც ტურიზმი !
7. (მთავარი) ასეთი და ამაზე უკეთესები პირველი მდივნები არსებობდნენ ( რაც ძალიან არ მოსწონთ დღევანდელ ურაპატრიოტებს) რეალურ საქართველოში : მინიმუმ ორის დასახელება შემიძლია -
ჟიული შართავა ( რუსთავის პირველი მდივანი)
ალეკო (ალექსანდრე ) ტოტოჩავა ( ქვემო სვანეთის(ლენტეხის რაიონის) პირველი მდივანი
პ.ს. - ორივე ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და გაწირა თავი ნამდვილი (რეალური) საქართველოსთვის ( ანუ *სარკოზ*- ძახილით სხვებს არ წირავდნენ)
თუ გსურს შინაგანი ამპარტავნების დამარცხება - მოიხსენიე ლოცვებში გარდაცვლილი ორი რაინდი ( ჟიულის ნათლობის სახელი არ ვიცი, მაგრამ ადვილად გაგიგებ - საპატრიარქოს კომისია თათბირობს მის წმინდანად შერაცხვაზე)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია