განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება, სარწმუნოება. წერე რამდენიც გინდა, მაგრამ მე მაინც კინომანიას მივყოფ ხელს, რადგან, სულ რომ არაფერი, პირობას შესრულება უნდა და ისე არ გამოვა საქმე არაფერი დავწერო.

Qwelly, ანტისახელისუფლებო, კინომანია, რაიკომი, ქველი

      საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოური კინო გადაიღო ისე, რომ საბჭოელებს მოეწონოთ (თუმცა, მოწონებაზე ბოლომდე ვერაფერს გეტყვით), ცოტა გასაკვირი ამბავია (თუნდაც, დაკვეთას ასრულებდე).

  • ფილმს ჰქვია გალაკტიონისებურად - მშობლიურო ჩემო მიწავ და საბჭოურად რაიკომის მდივანი. ტიან-შანივით ორი სახელი აქვს.
  • რეჟისორი: რეზო ჩხეიძე;
  • სცენარისტები: რეზო ჩხეიძე და სულიკო ჟღენტი;
  • კომპოზიტორი: გია ყანჩელი.

      ფილმი გადაღებულია 1980 წელს, 2 ორსაათიანი ნაწილისგან შედგება და საკავშირო ეკრანზე მისი ჩვენება 5 წლის ინტერვალით გაიმართა - პირველი ნაწილი 1980 და მეორე ნაწილი 1985 წელს. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია გავიგოთ, "ზემოთ" მოეწონათ თუ არა ფილმი.

      80-იანების პერიოდში, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ფილმი და საბჭოთა კავშირის ჭკვიანი და მიზანმიმართული მმართველის უკომპრომისო ბრძოლა ბიუროკრატიასთან, უპასუხისმგებლობასთან და მისთანებთან.

      სიუჟეტი მარტივი და კომ.პარტიისთვის გასახარი - მესხეთის რაიკომის (რაიონული კომიტეტი) ახლადარჩეული პირველი მდივანი საკუთარი მხარის აყვავებისთვის წარმოუდგენელ იდეებს სთავაზობს საკუთარ მოსახლეობას. შესასრულებლად დავალებები სხვადასხვა სამმართველოების დირექტორებს ეძლევათ, რაც მათთან დაპირისპირებას იწვევს. ფილმი სავსეა მარტივი სიმბოლოებით - წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტი შუა ფილმში; ფრანი; აჩეხილი ვაზი; მიტოვებული სახლი და სოფელი; წყლის მომყვანი მამა-შვილი; სოფლის ზარები; ფილმის დასასრულს, ბარათაშვილის მერანიც გარბის და უკან, ტრაქტორები მიწას ხნავენ და რაიკომის მდივანს თბილისში, ცეკაში (ცენტრალური კომიტეტი) იბარებენ. ჩემი აზრით სასაყვედუროდ და დაკავებული თანამდებობიდან მოსახსნელად (რადგან, მერანის მთელი იდეა ისაა, რომ გაკვალულ გზაზე "ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს" ანუ გიორგი თორელი უნდა მოეხსნათ), თუმცა საბოლოო გამოსვლა მოსკოვში, ამას არ მოწმობს.

      რატომ ვთვლი რომ ფილმი ანტისაბჭოურია? - იმიტომ რომ რეალურად ასეთი რაიკომის მდივნები არ არსებობდნენ (ჩემი აზრით).

      საკითხი ასე დგას - როგორ უნდა დაანახო ხელისუფლებას თავისი მანკიერება? როდესაც ხარ ხელოვანი, შენი ძალა არის შენი პუბლიკა, საზოგადოება, მაყურებელი. ერთი ვარიანტია - ადგე და მხატვრულად აქციო დოკუმენტური მასალა, გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია ყველა ის სისაძაგლე, სიბოროტე, სიმახინჯე რასაც ხელისუფლება სჩადიოდა ან სჩადის. შეუცვალო რეალურ პიროვნებებს სახელები, დოკუმენტური კადრების ნაცვლად, კარგად შერჩეული და სიუჟეტის შეუცვლელად გადაღებული კადრები დადო, და ასე უთხრა შენს მაყრუებელს, რა ცუდია ესათუის ხელისუფლება. ან ადგე და გადაიღო ფილმი, სადაც აჩვენებ, არა იმას თუ როგორია ახლა, არამედ იმას, თუ როგორი უნდა იყოს რეალურად კარგი მმართველი. რეზო ჩხეიძემ მეორე ვარიანტი წარმოადგინა. (ასეთ დროს, საფრთხე შემდეგია: თუ ფილმს იღებ, იმ მმართველობის დროს, რომლის კრიტიკაც გინდა ამგვარი, იდეალისტური მეთოდით წარმოადგინო, ხელისუფლება, შენს ფილმს დახატავს თავის სასიკეთოდ - ანუ, იმას კი არ იტყვის, რაიკომის მდივანი ასეთი უნდა იყოსო - არა, აი ასეთი თავდადებულები ვართ რაიკომის მდივნებიო - ამას გეტყვიან. ამიტომ საჭიროა ჭკვიანი მაყურებელი).

      აბა თავად გაიხსენეთ (მე არ მოვსწრებივარ რაიკომის მდივნებს), იყო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პირველივე სამუშაო დღეს, კაბინეტში შესვლის ნაცვლად, თავის მოადგილეს ეტყვის, მოდი ჯერ სოფელი შემოვიაროთო და მთელ დღეს მხოლოდ სოფლის დათვალიერებას მოანდომებდა და გვიან ღამით, მშიერ-მწყურვალი მივიდოდა სასტუმროში? რაღაც ძალიან მეეჭვება. იყო ისეთი მდივანი, რომელიც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად - იცოდე, ზემოთ პრობლემები შეგექმნება და მოგხსნიანო - უარს არ იტყოდა საკუთარი რაიონის აყვავების უკეთეს მიზნებზე? ანდა ქრთამად მორთმეულ ფულით სავსე ჩემოდანს, მუშტიკრივით უპასუხებდა? ზუსტი პასუხი არ მაქვს, ამიტომ გთხოვეთ გაგეხსენებინათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასე არ მოხდებოდა. ანუ რეზო ჩხეიძემ გადაიღო ისეთი რაიკომის მდივანი, რომელიც პრინციპში არც არსებობდა და ხელისუფლების მხირან საზოგადოებაში შექმნილ ასეთი მდივნების ხატს, ჩემი აზრით, დასცინა.

      ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიდგომით, ფილმსაც მეტი მხატვრული ღირებულება ემატება (თუმცა, კონკრეტულად ამ ფილმის მხატვრულობაზე ან მსახიობების ოსტატობაზე ფსონს არ დავდებ) და საყურებლადაც არ კარგავს ესთეტიკას და ვფიქრობ, გავლენაც მხოლოდ პოზიტიური აქვს საზოგადოებაზე. ამიტომ გირჩევთ, ახლადგადაღებული ანტიფაშისტური ქართული სერიალის მინიმუმ 4 სერია გამოტოვოთ და მის ნაცვლად, ნახოთ მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი).

დამატებით რამდენიმე დეტალი ფილმის ნახვის მონდომებისთვის:

  • მთავარ როლს ასრულებს ერთ-ერთი შესანიშნავი რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მისი ორი კინოროლიდან ეს ერთ-ერთია (კარგია, რომ მსახიობობას თავი დაანება);
  • ყანჩელის მუსიკაზე დირიჟორობს და ჰერიო ბიჭებოს მღერის ჯანსუღ კახიძე; (მესხეთის მკვიდრი ყოფილხარ, შენ დაგელოცოს ირგვლივ ცა - თუ გაქვთ ამ ვერსიით მოსმენილი ჰერიო ბიჭებო, იცოდეთ რომ ეს ამ ფილმისთვის და ფილმიდან არის)

      ტრადიციულად, კომენტარებში ველი ნანახის შემდეგ განცდილ ემოციებს.

ნახვა: 1569

ტეგები: Qwelly, ანტისახელისუფლებო, კინომანია, რაიკომი, ქველი

George: სექტემბერი 28, 2016||7:47am

ესე იგი რაც არ უნდა გწერო - მაინც იდიოტიზმებს იმეორებ ? ( შევარდნაძე არასდროს ყოფილა რაიკომის მდივანი ( ფიმის გადაღების დროს ის უკვე 10 წელზე მეტია ხემძღვანელობდა სსსრ, იქამდე კი შშს მინისტრი იყო - ზოგჯერ დაგუგლე სანამ წერ (

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters