მზე მეთამაშება...

მზე მემალება...

კლდეებს ზემოთ აღმართულ ხეებს ეფარება ...

ხავსს სთხოვს შეიხიზნოს თავისი სხივები და ნამად გადააქციოს.

ხე და ხავსი თავის სამეფოში იფარებენ მზეს. თუმცა არა! მზეს არა! მზის იმ ანარეკლს, რომელიც ჩვენამდე აღწევს... 

ჩაბნელებული და მზისგან მიტოვებული მე ისევ ველოდები მზეს... ველოდების ღიმილს თბილს და ჩასახუტებლად გამოწვდილ სხივს...

მზე კეთილია, დიდი და თბილი. მოწყენილ "მე"-ს ვერ გაუძლო და გამოიჭყიტა. ჯერ ერთი სხივი სტყორცნა, შემდეგ მეორე და სვეტებად დაიღვარა სითბო ხევში...

მზემ ცივ ხავსებს ნათელი გადაჰკრა, ჩანჩქერს ფერები, მე კი თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...

წყლის წვეთებზე არეკლილმა შუქმა ფერები შობა ფერადი....

ხევი ბედნიერმა მემ დავტოვე, იმაში დარწმუნებულმა, რომ მზე ისევ დიდია და თბილი...

ნახვა: 1685

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მზე, სიბნელე, სინათლე, ქველი

salome: სექტემბერი 9, 2013||6:02pm

ამ ამდგილებში მეც ვიყავი და ნავის გარეშე გავცურეთ ბოლომდე, მიუხედავად იმისა რო ცურვა წესიერად არ ვიცი, ნუ გავცურეთ რა, შიგადაშიგ გვიწევდა გაცურვა :D :D ძალიან ლამაზია ^_^ ^_^ 

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||6:03pm

Qiqava, შენ შემთხვევით ხარ მეგრელი და არ იდარდო ;) 

ეჰ ჩემო salome-ბალუკა, ჩემი მოპატიჟება არავინ დაიჟინა არც სტუმრებამდე თორემ მაგაზე რავა ვიტყოდი უარს :( 

salome: სექტემბერი 9, 2013||6:10pm

მომავალ წელს ჩამო ლაშიკო, ჩემი გოგონებიც მინდა წავიყვანო მაგ ადგილებში და ჩვენთან წამო, ნუსხელაძესაც წამოვათრევ :D 

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||6:22pm

შევთანხმდით :) მომავალ წელს, აგვისტოში შენთან ვარ და გაჭედილში მივდივართ! :D :) ok??? :) 

მანამდე გამოცდები და რამე-რუმეები მექნება და ამიტომ აგვისტო! ფლიზ :) 

salome: სექტემბერი 9, 2013||6:30pm

კი ლაშიკო, აგვისტომდე მეც ვერ მოვახერხებ :))) ერთი 2 კარავი გვჭირდება ;))
იმედია ცურვა იცი კარგად, რო რამე... :)) ბოლომდე უნდა გავიდეთ ^_^ 

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||6:40pm

არა რა :( :( :( ცურვა არა, თორემ თქვენი სათრევი ვიქნები :P :P :P 

2 კარავს არაუშავს - ვიშოვით სადმე :) 

salome: სექტემბერი 9, 2013||6:46pm

შენს თრევაზე არცაა ლაპარაკი ლაშიკო, უბრალოდ ვინც წამოვა, სავარაუდოდ  არცერთმა არ იცის ცურვა ):)))
წესიერად არც მე ვიცი პრინციპში, მაგრამ მაინც :D :D :D

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||6:50pm

ეგ არაფერი ბალუკა, თუ დახრჩობაა ერთად დავიხრჩობით :D 

salome: სექტემბერი 9, 2013||6:55pm

:D :D :D კაი ლაშიკო, თანახმა ვარ :D
p.s. მე პირადად ტყეში დაკარგვაზეც თანახმა ვარ, მაგრამ სამწუხაროდ დასაკარგი ადგილები არ იყო მაინცდამაინც :( :D
თუმცა, ხრამში გადასავარდნი ადგილებია იცოცხლე :D :D :D

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||7:00pm

ბალუკა კრუზო :D :D :D მშვენიერია :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters