ქეთევან პოპიაშვილი
ჯონ სტუარტ მილი ინგლისელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი 1806 წელს დაიბადა ლონდონში. ის გაიზარდა მამის, ჯეიმს მილის გვერდით და მიიღო საფუძვლიანი განათლება: 3 წლის ასაკიდან სწავლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს, 12 წლისამ დაწერა წიგნი. ამის შემდგომ პერიოდში მას ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური პრობლემები რომელთა დაძლევაც მოახერხა 20 წლის ასაკში და ამის შემდეგ ნაყოფიერად მოღვაწეობდა შემოქმედებითად და საზოგადოებრივადაც: ის მუშაობდა ოსტ-ინდოეთის კომპანიაში და იყო პარლამენტის დელეგატი.
სტუარტ მილი როგორც მოაზროვნე ყველა მისთვის საინტერესო კვევის სფეროში ეძებდა სიზუსტეს და ცდილობდა გაეთვალისწინებინა შორეული შედეგები. მას აინტერესებდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ფილოსოფიის საკითხები, აგრეთვე იბრძოდა გენდერული თანასწორობისათვის. მის ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ნარკვევს „ თავისუფლების შესახებ“ (1957), რომელიც დღესაც მთელი განვითარებული სამყაროს ყურადღების საგანია.
მილის ამ ნარკვევის მთავარი თემაა, საზოგადოებრივი თავისუფლება; „ იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები რომელიც შეიძლება საზოგადოებამ კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე“.[1]
ხელისუფლების და თავისუფლების დაპირისპირებას ხანგრძლივი და ცნობილი, მრავალჯერ განხილული და შესწავლილი ისტორია აქვს. შორეულ წარსულში ეს იყო ბრძოლა ხალხსა და ტირან მმართველთა, დიქტატორთა შორის. ამ დაპირისპირების შედეგი იყო დესპოტიზმის ნგრევა დაუმორჩილებლობის, საყოველთაო ამბოხების გზით. შემდეგში კონსტიტუციური შეზღუდვებით ხერხდებოდა მმართველის თუ მმართველობაში მყოფი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედებათა კონტროლი.
დღესდღეობით, როცა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში დემოკრატიაა (ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ანუ ხალხის მმართველობა თავის თავზე), ხალხს აღარ უნდა სჭირდებოდეს დაცვა საკუთარი ნებისაგან, თუმცა “ხალხი“, რომელიც ძალაუფლებას ახორციელებს, ყოველთვის იგივე ხალხი არ არის, ვისზეც ეს ხორციელდება. ხოლო „თვითმმართველობა, არ არის თითოეულის მართვა თვითონ მის მიერ, არამედ- თითოეულის მართვა ყველა დანარჩენის მიერ“.[2]
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხალხის ნება ნიშნავს მათი უმრავლესობის ან ყველაზე აქტიური ნაწილის ნებას, რომელთაც შეუძლიათ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დანარჩენ საზოგადოებაზე, ანუ დემოკრატია თავისი არსით არის „უმრავლესობის ტირანია“ ცალკეულ ინდივიდებზე და მისგან დაცვა ისევეა საჭირო, როგორც დესპოტიზმისა და დიქტატურისაგან. დემოკრატია ახორციელებს სოციალურ ტირანიას- ის იჭრება ინდივიდთა პირად ცხოვრებაში, ზღუდავს მათ ინდივიდუალობას. თანამედროვე ცხოვრებაში არ არის საკმარისი ხელისუფლებისგან დაცვა, გაბატონებული შეხედულებებისაგან დაცვაც საჭიროა.
ინდივიდუალური დამოუკიდებლობასა და სოციალურ კონტროლს შორის წონასწორობა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორიც იყო მილის დროს, რომელიც თვლიდა, რომ „საზოგადოებრივი აზრის უღელი ალბათ უფრო მძიმეა, კანონის უფრო მსუბუქი“.[3]
მილი თვლიდა, რომ საზოგადოების ინდივიდუალური თუ კოლექტიური ჩარევა მისი ნებისმიერი წევრის ქმედებაში გამართლებულია მხოლოდ თავდაცვის მიზნით, მხოლოდ მაშინ უნდა აღიკვეთოს ინდივიდის ქმედება სამართლებრივად ან მორალური იძულებით, თუ ეს ქმედება ვნებას აყენებს სხვებს ან სხვას. ადამიანის სრულიად თავისუფალი უნდა იყოს იმ ქცევაში,. რომელიც მხოლოდ მას ეხება. ის თავისი სხეულისა და გონების ერთადერთი ძალაუფალი და განმკარგავია.
მილის განმართებით მისი მოძღვრება ეხება მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, ბავშვებსა და მოზარდებს კი სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ სხვათა, არამედ საკუთარი ქმედებებისაგანაც, თუ ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
ვთვლი, რომ მილის ფრაზა „ერთადერთი თავისუფლება, ამ სახელს მართლა რომ იმსახურებს, არის თავისუფლება, საკუთარი კეთილდღეობა ჩვენი საკუთარი გზებით ვეძიოთ იქამდე, ვიდრე არ ვეცდებით, სხვებს არ წავართვათ თავიანთი კეთილდღეობა ან ხელი შევუშალოთ მისი მოპოვების ცდაში“,[4] უნდა მიეწოდებოდეს მოზარდებს სასწავლო დაწესებულებებში თუ გვინდა რომ მომავალმა თაობებმა მაინც იფიქრონ სწორად და იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ მიაჩნიათ სწორად, და არა ისე, როგორც სხვებს მიაჩნიათ უკეთესად.
მილი ამბობს, რომ „საზარელი ბოროტებაა არა ჭეშმარიტების სხვადასხვა ნაწილებს შორის მწვავე შეჯახება, არამედ მისი ერთი ნახევრის ჩუმი დათრგუნვა“.[5] ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი აზრი და შეხედულება, ანუ საკუთარი სიმართლე. თუ ის არ ისმენს სხვის აზრს, არ ეცნობა მას საფუძვლიანად, არ შედის მასთან პოლემიკაში და არ წარადგენს საკუთარი სიმართლის დამამტკიცებელ არგუმენტებს და ყურადღებით არ ისმენს ოპონენტთა არგუმენტებსაც ის ვერანაირად ვერ მივა ჭეშმარიტებამდე. მხოლოდ დისკუსიამ შეიძლება დაამტკიცოს მცდარობა თუ უტყუარობა საკითხისა, რომელზეც მიმდინარეობს კამათი. არც ერთ საზოგადოებას არ აქვს უფლება აკრძალოს და ჩაახშოს ერთი ინდივიდის აზრი, მიუხედავად იმისა რომ ის აბსოლუტურ უმცირესობაშია, რადგან დრომ შეიძლება დაადასტუროს რომ ის ერთი იყო მართალი. როცა ჯორდანო ბრუნომ თქვა რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, ის კოცონზე დაწვეს, მაგრამ ამ ფაქტმა ვერ შეცვალა სიმართლის არსი.
პროლეტარიატის, დიქტატურასა და სოციალიზმს აღიარებდა უმრავლესობა და ეს არის უმრავლესობის ტირანიის კლასიკური მაგალითი. ამ პერიოდში გაბატონებული უმრავლესობა აწესებდა რა იყო სწორი და არასწორი, რა უნდა ეკეთებინა ადამიანს, რა წაეკითხა და მოესმინა. უმრავლესობა იმაშიც კი ერეოდა რაზე უნდა ეფიქრათ ადამიანებს, რაზე ეოცნებათ,. 80-იან წლებში ახალგაზრდების ჯგუფი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს სასტიკად, რომ მათ გაუჩნდათ სურვილი წასულიყვნენ იმ სამყაროში, რომელიც ასე შორეული, უცხო, განსხვავებული და საოცნებოდ თავისუფალი იყო. მათ დანაშაულად ჩაეთვალათ ის რომ ეცვათ ჯინსები, ჰქონდათ გრძელი თმა, უსმენდნენ ჯაზს. ეს ჩვენი უახლოესი წარსულია და ბევრს წარმოუდგენლად მიგვაჩნია რომ ეს ნამდვილად მოხდა.[6]
[1] მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, 7.
[2] მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, 10.
[3] მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, 16.
[4] მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, 21.
[5] მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, 67.
[6] მილი, ჯონ სტიუარტ, თავისუფლების შესახებ, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წელი.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია