ბომონდნარევი, ჭრელი საზოგადოების მსჯელობამ გამაღვიძა. ერთ-ერთ ტელეშოუში საუბარი, არც მეტი არც ნაკლები, „ბედნიერი ერის“ ანუ ჩვენი დღევანდელობის შესახებ მიმდინარეობდა. გამახსენდა რამდენიმე პოსტის თემაზე რომ უნდა მეპასუხა, ვიფიქრე მოდი მეც გავკადნიერდები ამათ მსგავსად, მეთქი და პოსტის სათაურიც ასე დაიბადა. :)

      წინა დღით ქველნიუსების კითხვისას, ვთქვი, რაიმე სასიხარულო ამბავიც რომ ხდებოდეს რა კარგი იქნებოდა, მეთქი. მერე მიება საუბრები უმუშევრობაზე, ეკონომიკურ კრიზისსა და გაუნათლებლობა-უწიგნურობის პრობლემებზე და ამ საკითხებში გინდა-არგინდა იძულებით კომპეტენტურები ვართ ყველა, მეც მათ შორის და ჩემს „დიად“ ნაააზრევსაც გაგაცნობთ.

      დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან მონდომებული კაციც კი ვერ გაექცევა ჩვენში მომხდარ თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ფაქტს. არ მოუსმენ ტელევიზიას, რადიოს, ან ინტერნეტსივრცეს აარიდებ თავს, მაგრამ ახვალ ან ჩახვალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შეხვალ მეზობელთან ან რაიმეს საყიდლად მარკეტში და მაინც გაიგებ ყველაფერს, თანაც უკვე ათასყბაში გამოვლილს და ათასგზის გადაკეთებულ-გადმოკეთებულს. მოკლედ, ჩვენც ხომ სოციალური ცხოველები ვართ და უნებურად ყურს ვუგდებთ სხვათა მითქმა-მოთქმასა და ვიშვიშს, იმაზე რომ, ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, დაკეპა, გაძარცვა, გალახა და ა. შ.. თურმე ვიღაცა ვიღაცას ხვდება, ვიღაცის შვილი „იმნაირი“ ყოფილა, ვიღაცას ვიღაცისთვის უღალატია, ვიღაცას გაუხდია, ვიღაცას ჩაუცვამს, მთავრობა გვატყუებს, ხელისუფლება არ გვივარგა და ა. შ.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გვინდა-არგვინდა მაინც ყველაფერი ვიცით. ხოდა ეს ცოდნა არ არის იოლი სატარებელი მანამ, სანამ არ გავიგებთ ახალ და ცხელ-ცხელ კიდევ უფრო ამაზრზენს და შოკისმომგვრელს, რომელიც ძველს მაშინვე გადაგვავიწყებს. ახლა ეს ახალი დაგვაწვება ხოლმე გულზე ლოდად, ანდა კისერზე ჩამოგვეკიდება მყრალ ლეშად და გრძელდება ასე დაუსრულებლად. ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს ქვეყანაში ხალხს სადარდებელი რომ არ ელევა, პირიქით ემატება, ფაქტია.

      ბავშვობაში, ჩემი ფანტაზიის უნარი მწვერვალებს რომ იპყრობდა, ადვილი იყო საქვეყნო დარდის გაძლებაც და პრობლემების მოგვარების გზების ძიებაც. გავიზრდები, გავხდები პრეზიდენტი და ყველა გაჭირვებულს დავეხმარები. ცოტა უფრო მერე არსენა ოძელაშვილობა და რობინ ჰუდობაც მიზიდავდა. მინდა აღვნიშნო, ამგვარმა სურვილმა მაშინაც გამიელვა, „დათა თუთაშხია“ რომ წავიკითხე პირველად :). ეეეეეჰ, ამასობაში, ვიღაცას კვლავ შიოდა, ვიღაცას კვლავ სციოდა და დროც გადიოდა. ასაკობრივი გარდატეხის (როგორც ამ ასაკს ფსიქოლოგები უწოდებენ) პერიოდში, შეგრძნება იმისა რომ ყველაფერი საშინლადაა, ქვეყანა ჭაობშია და მე ვერაფერს ვშველი იმდენად მძაფრი იყო, რომ თვით ღმერთის არსებობაც ლამის ეჭვქვეშ დავაყენე. კიდევ კარგი, რომ ურმის გადაბრუნებამდე გამოჩნდა გზა, მაგრამ ურემზე შემოწყობილი „დარდის ხურჯინები“, იცოცხლე, არ შემსუბუქებულა, ეს კია მეურმეობამ, ფრთხილად სიარული და რაღაცეების სხვაგვარად აღქმა მასწავლა.

      კერძოდ რა მინდა, გითხრათ... მართლა საშინელებები გვესმის და ჩვენს ირგვლივაც უამრავ სიბინძურეს და არაადამიანურს ვხედავთ, დღეს ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ვერ დავასახელებთ, რომ თავის საქმეს, ნორმალურად კი არა საერთოდ, ასრულებდეს, ქვეყანაზე ფიქრით და ზრუნვით არც კერძო სექტორი გამოირჩევა მაინცდამაინც, სამოქალაქო საზოგადოების არსებობაშიც დიდი ხანია ეჭვი მეპარება და მაინც, იმედი არ დამიკარგავს. მეტყვით, იმედი საერთოდ ბოლოს კვდება და ალბათ იმიტომო, მაგრამ მე გეტყვით რატომაც.

      ყველა დროს და ეპოქას თავისი ჭირ-ვარამი აქვს დასაძლევი. ჩვენ რომ გვგონია ესაა და ამაზე უარესი აბა, როდის ყოფიალაო?!. მგონია, რომ ამაზე უარესები იყო თუ იყო. ვაზი რომ აგვიჩეხეს და შუა ირანში გაგვრეკეს მაშინ უფრო დიდი სოციალურ-პოლიტიკურ გასაჭირს გავუძელით მგონია, ამაზე უარესი დემოგრაფიული კრიზისი გვექნებოდა ქართველ, ნარჩევ გოგო-ბიჭებს სტამბოლის ბაზრებში რომ ყიდდნენ, პირველი სკოლა რომ გაიხსნა წინამძღვრიანთკარში, ალბათ მაშინ უფრო დიდი გაუნათლებლობა იქნებოდა, ქართულ ენასაც უფრო ერჩოდნენ და აბინძურებდნენ, მეფის დროიდან, ვიდრე 1978-მდე. რამდენი წისქვილის ქვა აღარ დატრიალებულა ჩვენს თავს და აჰა, მაინცა ვართ და ვსუნთქავთ, და მანამ გაგრძელდება ცხოვრებასთან ჭიდილი, სანამ არ დავიღლებით გაძლებით, სანამ არ დავეცემით სულით და სანამ ჩვენს ერთადერთ იარაღს, ქრისტეს რჯულსა და რწმენას არ გავცვლით ნიჰილისტურ, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებში.

      და ისიც ნუ გვავიწყდება, რომ დღეს კი არ მომრავლდნენ უვიცნი, ბრიყვნი, რეგვენნი, მოღალატენი, გამყიდველნი, სკამოსნები და ქრთამისტები, კიდევ, არც „იმნაირები“ და „იმფერები“. ეგენი ოდითგანვე იყვნენ და იქნებიან, უბრალოდ ნება მივეცით და წამოყელყელავდნენ, ფეხზე დავისვით და თავზე აგვაცოცდნენ.

      პატრიოტობა, ერთგულება, თავდადება, ქველობა, სჯულის სიწმინდით დაცვა და სიყვარული მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. სადარდელს რა დალევს, და ჩვენ თუ ყოველ ცისმარე დღეს იმას პირნათლად გავაკეთებთ, რაც გვევალება ან რაც შეგვიძლია და პესიმიზმის განქარვებას (რომლისთვისაც დროც არ დაგვრჩება, ყოველი წამის გონივრად დახარჯვის შემთხვევაში) ლოცვასა და შრომაში მოვახერხებთ, მჯერა კი არა, ზუსტად ვიცი, რომ მარტო იმედი კი არა, საქართველოც არ მოკვდება!

ნახვა: 534

ტეგები: Qwelly, ბავშვობა, ბლოგი, ბომონდი, საზოგადოება, ფანტაზია

vako: თებერვალი 3, 2018||10:49pm

კარგი პოსტია ელიი, მეორე ნაწილი უფრო საინტერესო იყო  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters