ფიქრი დანაშაულზე და არა სინანული!

სინანულის მოფიქრება, ფიქრი დანაშაულზე, დანაშაული და სასჯელი, სინანული, ქველი, ქველიბლოგი, qwelly, blog, regret, sinanuli, danashauli

     ჩვენ, ხშირად ვიხსენებთ ჩვენს დანაშაულებს, ხშირად ვფიქრობთ შეცდომებზე და ამას ვეძახით სინანულს. თუმცა ის რომ დანაშაულზე ფიქრობ არ ნიშნავს რომ ნანობ. მოვა დრო და ამ ნაფიქრს სხვას გაუზიარებ. ისინი აღფრთოვანებით გეტყვიან - მართლა დაგიშავებია, მაგრამ ამაზე რომ ფიქრობ და დანაშაულს არ ივიწყებ ეს უკვე კარგია, სინანული გაგაჩნიაო. შენც მათი შექებით აღვსილი თავს კმაყოფილად გრძნობ. სინამდვილეში კი ერთ სიყალბეს მეორე დაემატა, მერე გამთლიანდა და დიდ სიცრუედ იქცა, რომლისგანაც დაღწევა ძნელია. ყოველდღურად შენ ფიქრობ დანაშაულებზე და თავს იმშვიდებ - სინანულში ვარ! გადის დრო და ამჩნევ რომ ფიქრი ფიქრად რჩება, დანაშაულები ისტორიებად და ამბებად, გული კი ქვასავით გამაგრებულა, სადაც სინანულის ცრემლი კი არა, სისხლი რომ მოძრაობს ისიც გაკვირვებს.

     და მაშინ იწყებ სინანულს? არა! აი, მაშინ უკვე სინანული შეუძლებელია. მიზეზი კი საერთოდ ის პირველი გაელვება მგონია, როცა თავი დააჯერე რომ შენს შეცდომებს მართლა ნანობდი და სინანული გაგაჩნდა. სინანული - როგორც შენივე მონაპოვარი ანდა სიმდიდრე! ესეც ამპარტავანის სინანული ამპარტავნებად.

     მაგრამ რა? გგონია რამე იცვლება?

     თქვენ ახლა წაიკითხეთ ეს სტრიქონები და გაიფიქრეთ რა კარგად დაუწერიაო, რა კარგად ხედავს "მონანულის" მდგომარეობასო. მე ეს მესიამოვნა, ყოველშემთხვევაში მე ეს გავიფიქრე, დავიჯერე და ყალბი სინანულით გადავწყვიტე მშვიდად დამეძინა...

     მაგრამ სინანული?

     მოძრაობს კი სისხლი გულში???

ნახვა: 690

ტეგები: Qwelly, ამპარტავნება, ბლოგი, სარწმუნოება, სინანული, ტყუილი, ფიქრი

ino: სექტემბერი 6, 2013||6:27pm

პულსი ნორმა'ლურია

ლაშა: სექტემბერი 6, 2013||6:56pm

პულსი არ შველის საქმეს ინო :( 

ino: სექტემბერი 6, 2013||7:09pm

გაანცდებს არ ამძაფრებს..
მაგრამ სისხლის მოძრაობის ერთ–ერთი მაჩვენებელია )
(დაუჯერე დიდ ექიმს)

და შენი აზრით რა არის გამოსავალი.?

ლაშა: სექტემბერი 6, 2013||7:15pm

მჯერა :D 

გამოსავალი?? :( რთული შეკითხვაა! პასუხი არ მაქვს ინო...

ალბათ ეკლესიის მამები გეტყოდნენ - ლოცვა, ლოცვა და კიდევ უფრო მეტი ლოცვა! ძალდატანებით დაწყებული ნამდვილ გულმხურვალე, უფლის მადლშემგრძნობ ლოცვამდე მიწევნული! არ ვიცი...

თავმდაბლობა? ალბათ კი! 

ino: სექტემბერი 6, 2013||7:30pm

დაბრუნება შიგნით... .გულის გულში

ლაშა: სექტემბერი 6, 2013||7:32pm

რთული გზაა ინო :(

ino: სექტემბერი 6, 2013||7:33pm

და ერთდერთი.

ლაშა: სექტემბერი 6, 2013||7:50pm

არა ინო, კიდევ უნდა იყოს სხვა გზებიც :( 

ino: სექტემბერი 6, 2013||7:57pm

ჩემი აზრით მხოლოდ ეს არის სწორი გზა..
ურთი1ობის გაცოცხლება..

ლაშა: სექტემბერი 6, 2013||7:59pm

ღმერთსა და ადამიანს შორის?! 

კი - ამიტომ ვამბობ - ლოცვა! :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters