აქამდე მისი სახელის ყოველ ხსენებაზე მისი ფილმები მახსენდებოდა და უნებლიედ ვიწყებდი სიცილს. დღეს სულ სხვანაირ განწყობაზე დამაყენა ნანა მჭედლიძის სახელის ხსენებამ. ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებმა თუ სააგენტოებმა გუშინ გვამცნეს - სესილია თაყაიშვილის შემდეგ ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი ბებია დღეს ისე გარდაიცვალა კაციშვილს არ გახსენებია 20 მარტს მისთვის 90 წლის იუბილე ვარსკვლავის გახსნას ვინ ჩივის და ერთი სიტყვით მაინც მიელოცაო. ბებიები როგორ არ გვიყვარს, კინოები ხომ საერთოდ... მაგრამ... არ გაგვემტყუნება - აქეთ ასწლოვანი ტიტის კრუიზულ მოგზაურობას მივშტერებივართ და იქით ფარულად გადაღებული სხვისი ცხოვრების ჩანაწერებში გვაქვს ცხვირი ჩარგული. მოკლედ, არ გვეცალა...
ახალი ამბავი რომ წავიკითხე ის კადრი გამახსენდა "იმერული ესკიზების" დასასრულს, ბებია მარიამი საკუთარი სახლის შესასვლელში რომ არის ჩამომჯდარი, სულ მარტო და ლოდინის მეტი არაფერი დარჩენია. ნანა მჭედლიძემ ეს ფილმი საკუთარი ბავშვობის ისტორიებზე დაყრდნობით, ფაქტიურად სცენარის გარეშე გადაიღო და დღეს ალბათ მხოლოდ მე არ მგონია, რომ ამ ფილმმა არა მხოლოდ მისი ბავშვობა, არამედ მთელი სიცოცხლე ასახა.
ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა იმავე ინსტიტუტში განაგრძო რეჟისურის განხრით, რომელიც 1957 წელს დაასრულა. ის ერთდროულად იყო რეჟისორიც, მსახიობიც და სცენარისტიც.
ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინონოველა სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი", რომელიც მან ოტია იოსელიანის მოთხრობის მიხედვით გადაიღო და სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ კი იყო არაერთი ფილმი, რომელიც არამხოლოდ ქართული კინოს ისტორიაში იკავებს ღირსეულ ადგილს, არამედ მაყურებლის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა ფრთოსანი ფრაზების სახით. ნანა მჭედლიძის გადაღებულია ფილმები: "პირველი მერცხალი"; "იმერული ესკიზები"; "დიდედები და შვილიშვილები"; "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება". მათ შორის ყველაზე ცნობილი "იმერული ესკიზები" და "პირველი მერცხალია". ორივეს გადაღების ისტორია გარკვეულ უცნაურობებთან არის დაკავშირებული. პირველში მთავარი როლის შესრულება და ბებიის სტატუსის მორგება თავად რეჟისორს მოუხდა, მეორეს შემთხვევაში კი კომედიად ჩაფიქრებული ფილმი - დრამად გადააკეთა. "მინდოდა ქართველების სახე" აღმეწერაო და გამოუვიდა კიდეც.
მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა:
"როგორც ყველა მართლმადიდებელი ვფიქრობ, რომ ადამიანები არ კვდებიან, გარდაიცვლებიან, წავლენ ზეციურ საქართველოში. რას ვიზმთ, ასეა ცხოვრება!"
მართლაც და რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება და ასეთები ვართ ადამიანები. იმედია ზეციურ საქართველოში უფრო მეტად დააფასებენ, ვიდრე ეს მიწიერმა ქართველებმა მოვახერხეთ.
უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი "მარიამ ბებია"...
კიდევ კარგი თავადაც აღნიშნე - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვის ეცალა ნანა მჭედლიძესთვის, რაღაც ორი კინკილა ფილმი აქვს გადაღებული, თან იქ არც ეროტიკაა, არც პორნოგრაფია, არც კომპრომატები და არც არაფერი "ღირებული". და ხის ამბავიც ნამდვილად მნიშვნელოვანია - ჩვენ ბუნების მოყვრული ხალხი ვართ. ))
ვუერთდები პოსტის ბოლოს გამოთქმულ შენს კეთილ სურვილს!
ნანა მჭედლიძე კიარა ისეთები არ გახსენებიათ :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:50pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The global High Density Microcellular Polyurethane Foam Market is poised for significant expansion in the coming years. According to the latest market analysis, the industry is expected to grow at an impressive Compound Annual Growth Rate (CAGR) of approximately 14.8% over the forecast period from 2023 to 2031. This remarkable growth trajectory underscores increasing demand across multiple end-use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:47pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Global Manufacturing Simulation Software Market is poised for significant expansion, expected to grow robustly from 2023 through 2031 at a CAGR of approximately 18.6%, according to the latest market analysis by Reed Intelligence.
Base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:45pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Robust Demand from Gaming, Content Creation, and High-Resolution Visual Computing Drives Expansion
According to the latest Global 4K Graphics Card Market Size, Share, and Trends Analysis report published by Reed Intelligence, the worldwide 4K graphics card industry is projected to demonstrate strong growth over the forecast period.
Market Outlook (Base Year to Forecast)
• Base…
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:39pm
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest analysis by Reed Intelligence, the Global Lens Antenna Market is anticipated to register a strong compound annual growth rate (CAGR) of 12.4% during the forecast period from 2023 to 2031. The report highlights substantial momentum in demand driven by telecommunications expansion, defense modernization, and rising requirements for high-speed data connectivity across key global…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია