"ყველაფერი, რაც ყდაშია - წიგნი როდია! არც გაცვეთილი სიტყვები და გატკეპნილი ფურცლებია წიგნი! არც უსულო აზრებისა და სახეების გროვა... არც პირფერული ლამაზსიტყვაობა შიშნაკრავისა თუ ყურმოჭრილისა.

      ორ სახე-სიტყვას შემოგთავაზებთ - წიგნი უნდა იყოს ზარშრიალა და ბასრიგულა, სახნისად რომ გამოადგეს ადგილის დედის გუთანს!

      მრავალსაუკუნოვან გრაგნილებში გამოვლილი წიგნთა წიგნების აზრისა ვარ და მწადს, ავის მხილების ელდა მახლდეს, ან ცისარტყელა იმედისა, ნათელი შემეცნებისა, ბრძოლის ნაღარა დიდ ზრახვათა და გრძნობათა გამოსაჭედად... თორემ ცივსისხლიანი, გულმათხოვარა წიგნები ვის რად უნდა?!. მით უფრო "ვეფხისტყაოსნის" ქვეყანაში?!"

/ლევან გოთუა "სარკის მერცხალა"/

      "თუ სამშობლო ჭეშმარიტად გიყვარს და ვერავისთვის გაგიმხელია, ტყის პირას, ბუჩქის ძირში თავდაღმა დაწექ, (ნაწვიმარიც რომ იყოს,მაინც დაწექი) ყურისტოლა ორმო ფრჩხილებით ამოჩიჩქნე და სამჯერ ჩასძახე, ჯადოსნური კი არა, გულწრფელი სიტყვა: მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ!–მაშინვე წააყარე მიწა და დაიმახსოვრე ის ადგილი... იცოდე იქ, ყოველ გაზაფხულს ია ამოვა....."

/ოტია იოსელიანი/

      "- სიყვარული ბრძანებით არ მოდის.

      - განა მზე კი უბრძანებს ხოლმე ვარდს, გაიშალეო!.. აქ თავისთავად უნდა მოსულიყო, რომ, უკაცრაოდ, ბრმა გული არ დახვედროდა, გვარიშვილობის ცხრა კლიტით დაკეტილი. აბა შენი ტოლი კაცი ყოფილიყო და ვინ იცის, იქნება ბრძანებასაც გაეჭრა, სიყვარულს ხომ მაინც მიუხვდებოდი და მაინც, სხვა არა იყოს-რა, თუნდა ნაასალი მადლიც გიორგისა არ სცხებოდა. აქ კი გვარიშვილობამ კარი გულისა არ გაუღო. წმინდა შუქი მშვენიერის სულისა ამაოდ და უქმად-ღა ჯავარსავით ეფინებოდა ცივს კედელს. შენ ვერც კი მიუხვდი, ვერც!.. იმან კი იცოდა და არა სჩიოდა. "არა ვნანობო, არაო!.." მოკვდა და ეს უწყინარი სიტყვები ჩვენ დაგვიგდო ჩვენის თავის გასაკითხად"

/ილია ჭავჭავაძე "ოთარაანთ ქვრივი"/

      "იქნებ ადამიანს დაბადებიდანვე მიჰყვება თან თავისი წილი სევდა,რომელიც მერე,სიცოცხლის ბოლომდე განუყრელი თანამგზავრივით დაჰყვება ფეხდაფეხ.ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა-ნაცრისფერი და ტკივილიანი,მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ-პატარა სიხარულიც გვიბოძა..და სწორედ ამ პატარ-პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სოცოცხლე."

/გოდერძი ჩოხელი/

იხილეთ სხვა ციტატები!

ნახვა: 3703

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ქართველი_ავტორები, ქველი, ციტატები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters