აფრიკაში წასვლაზე ალბათ ცოტას თუ უოცნებია, მითუმეტეს ზიმბაბვეში... მაგრამ თუკი ერთხელ მაინც მოხვდებით იქ, იქაური დიასახლისები აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან ამ კერძით...

      Sadza სინამდვილეში ვახშამს ან ლანჩს ნიშნავს, ის ზიმბაბველების ერთ-ერთი ძირითადი კერძია, რომელსაც ხორცთან ან ბოსტნეულის ფოთლებთან ერთად ამზადებენ და თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. მისი მომზადება კი ყველა დამწყებმა თუ უკვე გამოცდილმა დიასახლისმა იცის...

      ამასთანავე ეს არის ერთ-ერთი პირველი საჭმელი, რომელსაც ჩვილი ბავშვები აგემოვნებენ ზიმბაბვეში.

      ერთი იტალიელი ფოტოგრაფის კვლევასაც თუ დავუჯერებთ sadza ზიმბაბველი ბებიების ფავორიტი კერძიც ყოფილა...

      Qwellynaria კი გთავაზობთ სწორედ ერთი ზიმბაბველი ბებიის საყვარელ რეცეპტს - Sadza (საძა) გოგრის ფოთლებთან ერთად.

pumpkin, Qwelly, Qwellynaria, recipe, Sadza, culinary, კულინარიული რეცეპტები, აფრიკა, აფრიკული, აფრიკული სამზარეულო, აფრიკული კერძი, საძა, ბოსტნეული, გოგრა, ზიმბაბვე, რეცეპტი, სამარხო, სამარხვო

შემადგენლობა:

Sadza (საძა):

  1. წყალი - 4 ჭიქა
  2. სიმინდის ფქვილი - 2-3 ჭიქა (რაოდენობა დამოკიდებულია საჭირო კონსისტენციაზე)

გოგრის ფოთლებისთვის:

  1. გოგრის ფოთლები - ¼ კგ
  2. არაქისის კარაქი - 2 ს/კ (25 მლ)
  3. სანელებლები (უმჯობესია კერი - სამხრეთი აზიის სამზარეულოს სანელებლების ნაზავი)
  4. მარილი - ½ ჩ/კ
  5. პომიდორი - 1 საშუალო ზომის (დაჭრილი)
  6. ხახვი - 1 ცალი პატარა ზომის (დაჭრილი)

მომზადება:

გოგრის ფოთლების მომზადება:

  • ხელით კარგად გარეცხეთ გოგრის ფოთლები გამდინარე ცივ წყალში.
  • ფოთლებს მოაცალეთ ძაფები და ყუნწები და დაჭერით ძალიან წვრილად.
  • დაჭრილი გოგრის ფოთლები და ხახვი მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. არ დაასხათ წყალი, ფოთლები მომზადდება გარეცხვისას შერჩენილ წყალში. თუ აუცილებელი იქნება დაამატეთ ძალიან ცოტა წყალი.
  • დააფარეთ სახურავი და გააჩერეთ 5 წუთი, სანამ არ დაიორთქლება.
  • ადუღეთ სანამ ფოთლები არ დარბილდება, დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, მოურიეთ და დატოვეთ კიდევ 5 წუთი
  • შემდეგ დაამატეთ არაქისის კარაქი და მოურიეთ სანამ სრულიად არ გაიხსნება და მთლიანად არ შეერევა ბოსტნეულს.
  • ადუღეთ კიდევ 5 წუთი, დროდადრო შეამოწმეთ, რომ არ მიიკროს ძირზე და არ დაიწვას.
  • საბოოლოდ უნდა მიიღოთ სქელი მასა.

Sadza (საძა):

  • აადუღეთ 3 ჭიქა წყალი
  • ქვაბში მოათავსეთ ცოტაოდენი ფქვილი და დაამატეთ დარჩენილი 1 ჭიქა წყალი, მოურიეთ რომ კარგად გაიხსნას. შემდეგ დაამატეთ ადუღებული 3 ჭიქა წყალი.
  • დადგით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით სანამ ნარევი არ შესქელდება.

pumpkin, Qwelly, Qwellynaria, recipe, Sadza, culinary, კულინარიული რეცეპტები, აფრიკა, აფრიკული, აფრიკული სამზარეულო, აფრიკული კერძი, საძა, ბოსტნეული, გოგრა, ზიმბაბვე, რეცეპტი, სამარხო, სამარხვო

  • როცა ადუღებას დაიწყებს, ყურადღება მიაქციეთ რომ არ დაიწვას
  • რომ გასქელდება ცეცხლს დაუწიეთ, ქვაბს დააფარეთ სახურავი და დატოვეთ 15 წუთი. ძალიან არ უნდა ადუღდეს

pumpkin, Qwelly, Qwellynaria, recipe, Sadza, culinary, კულინარიული რეცეპტები, აფრიკა, აფრიკული, აფრიკული სამზარეულო, აფრიკული კერძი, საძა, ბოსტნეული, გოგრა, ზიმბაბვე, რეცეპტი, სამარხო, სამარხვო

  • შემდეგ მოხადეთ სახურავი, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, თან ურიეთ და კოვზით დაშალეთ ფქვილის გროვები.
  • შემდეგ დაახურეთ და დატოვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით.
  • ბოლოს კი, მზა კერძს მოურიეთ სველი, ხის კოვზით.
  • სუფრაზე მიიტანეთ მზა გოგრის ფოთლებთან ერთად

pumpkin, Qwelly, Qwellynaria, recipe, Sadza, culinary, კულინარიული რეცეპტები, აფრიკა, აფრიკული, აფრიკული სამზარეულო, აფრიკული კერძი, საძა, ბოსტნეული, გოგრა, ზიმბაბვე, რეცეპტი, სამარხო, სამარხვო

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, აფრიკული, ბოსტნეული, გოგრა, რეცეპტი, სამარხო, ქველინარია

ნახვა: 1732

გამოხმაურებები!

რატომ იწუნებენ უბრალოდ არ მესმის (( 

Kakha_მ თქვა:

გაგრის და სიმბაბვეს სამზარეულო ერთმანეთს ძალიან გვანან ))

აფრიკულ სამზარეულოს ვერაფერი შეედრება :DD

ზიმბაბვეს შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაქალაქი ჰარარე იყო :D ახლა sadza კერძიც დავუმატოთ ცნობიერებას :))

აფრიკის ქვეყნების დედაქალაქებს, რომ ვერაფერი ამოშლის ჩემი გონებიდან ეგ ნამდვილად ვიცი, SADZA რამდენად დამრჩება დროის საკითხია :D
contributorSaid

დაუშრეტელად როდესაც ცდილობ გააცნობიერო კულინარია + გეოგრაფია ამიტომ მიიღე ასეთი საოცარი შედეგი!! )) რამეთუ არაცნობიერმა "იმპულსი" გაგზავნა ეგო_ში და მან მყისვე დააკავშირა ჰარარე = sadza_ს, ამიერიდან რა ამოშლის გონებიდან ამას? ))

contributorSaid

ზიმბაბვეს შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაქალაქი ჰარარე იყო :D ახლა sadza კერძიც დავუმატოთ ცნობიერებას :))

კახა, თქვენ აშკარად გასინჯული გაქვთ გოგრის ფოთლებისგან დამზადებული sadza :)

contributorSaid

Sadza_ზე გემრიელს სად გასინჯავ აფრიკას რომ მოინახულებ? ასოციაციურად ყოევლთვის გაგახსენდება, როცა აფრიკას და მის ქალაქებს გაიხსენებ :D 

contributorSaid

აფრიკის ქვეყნების დედაქალაქებს, რომ ვერაფერი ამოშლის ჩემი გონებიდან ეგ ნამდვილად ვიცი, SADZA რამდენად დამრჩება დროის საკითხია :D
contributorSaid

დაუშრეტელად როდესაც ცდილობ გააცნობიერო კულინარია + გეოგრაფია ამიტომ მიიღე ასეთი საოცარი შედეგი!! )) რამეთუ არაცნობიერმა "იმპულსი" გაგზავნა ეგო_ში და მან მყისვე დააკავშირა ჰარარე = sadza_ს, ამიერიდან რა ამოშლის გონებიდან ამას? ))

contributorSaid

ზიმბაბვეს შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაქალაქი ჰარარე იყო :D ახლა sadza კერძიც დავუმატოთ ცნობიერებას :))

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters