'არაა საჭირო ვიყო საოცრად პოპულარული, რათა ჩემმა ცხოვრებამ მნიშვნელობა იქონიოს.' -
ამბობდა კორი მონტეიტი, ხოლო საკუთარ თავს ახასიათებდა ამგვარად - მაღალი, უცნაური, კანადელი,
მსახიობი, დრამერი და ადამიანი.  ამა წლის აპრილში ჩვენ გავიგეთ, რომ ტელეშოუ 'გლის' მსახიობი და ლეა მიშელის შეყვარებული კორი 

მონტეიტი ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ თავის დასაღწევად კლინიკაში მოხვდა . კორიმ ერთი თვის შემდეგ დადებითი შედეგით დატოვა სამკურნალო ცენტრი და სამუშაოს დაუბრუნდა. მსახიობს ხშირად აფიქსირებდნენ პაპარაცები. თითქოს ყველაფერი გამოსწორდა და კორი მზად იყო ახალი ცხოვრება დაეწყო ლეასთან ერთად. წყვილი შეუღლებას და ბავშვის ყოლასაც კი გეგმავდა. 

თუმცა, 14 ივლისს მსოფლიომ შემზარავი სიახლე გაიგო. 31 წლის ასაკში გარდაიცვალა კანადელი მსახიობი კორი მონტეიტი , რომლის ცხედარი ვანკუვერის სასტუმროში იპოვეს. ინფორმაცია ვანკუვერის პოლიციის მიერ იქნა დადასტურებული: 'შემოვიდა ზარი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოხდა გვამის ამოცნობა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცი კორი მონტეიტი აღმოჩნდა. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, გლის უზარმაზარ კოლექტივს და ფანებს.' 

კორი სასტუმროში 6 ივლისს მივიდა და ნომერი 14 ივლისის ჩათვლით აიღო. ვადის გასვლის შემდეგ მსახიობი მიმღებში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მომსახურე პერსონალმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. ყოველივე გვამის გაკვეთის შემდგომ გახდება ცნობილი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსახიობი ნარკოტიკებისა და აბების ზედმეტმა დოზამ იმსხვერპლა.

პაპარაცებმა კორი ლეასთან ერთად 20 ივნისს ლაქსის აეროპორტში დააფიქსირეს, სადაც წყვილი როგორც ყოველთვის ბედნიერად გამოიყურებოდა. მიშელი მას გულშემატკივრობდა და ერთი წუთითაც არ მიუტოვებია გასაჭირის ჟამს. 'მიყვარს და მხარს ვუჭერ კორის. მის გვერდით ვიქნები მუდამ, მეამაყება, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.' მსოფლიო შეძრა მისმა გარდაცვალებამ. თვითერი სამგლოვიარო წერილებმა მოიცვა. მისი უახლოესი მეგობრები 

თუ უბრალოდ სელებრითები ჯერ კიდევ შოკში არიან. სოციალური ქსელების საშუალებით ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და უთანაგრძნობენ კორის ოჯახს და ლეას. მოდით ჩვენს შევუერთდეთ მათ რიცხვს და პატივი მივაგოთ უდავოდ შესანიშნავი ადამიანისა და მსახიობის კორი მონტეიტის ხსოვნას. 

 

 

ტეგები: chatter, qwelly, გარდაცვალება, კორი_მონტეიტი, ქველი, წამყვანი, ჭორიკანა

ნახვა: 498

გამოხმაურებები!

მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა 

ჰო, მეც გული დამწყდა თამილ :( 

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა 

არვიციი ვინაა მაგრამ მაინც ცოოდოოოა .. :((

Brolika Qiqava_მ თქვა:

ჰო, მეც გული დამწყდა თამილ :( 

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა 

პოპულარული ამერიკური სერიალის-მიუზიკლი 'გლის' მსახიობია ციის რომელიც რუსთავი 2-ზეც გადიოდა რეკლამაში მაინც არ გაქვს ნანახი ? :D 

ცისია_მ თქვა:

არვიციი ვინაა მაგრამ მაინც ცოოდოოოა .. :((

Brolika Qiqava_მ თქვა:

ჰო, მეც გული დამწყდა თამილ :( 

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters