'არაა საჭირო ვიყო საოცრად პოპულარული, რათა ჩემმა ცხოვრებამ მნიშვნელობა იქონიოს.' -
ამბობდა კორი მონტეიტი, ხოლო საკუთარ თავს ახასიათებდა ამგვარად - მაღალი, უცნაური, კანადელი,
მსახიობი, დრამერი და ადამიანი. ამა წლის აპრილში ჩვენ გავიგეთ, რომ ტელეშოუ 'გლის' მსახიობი და ლეა მიშელის შეყვარებული კორი
მონტეიტი ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ თავის დასაღწევად კლინიკაში მოხვდა . კორიმ ერთი თვის შემდეგ დადებითი შედეგით დატოვა სამკურნალო ცენტრი და სამუშაოს დაუბრუნდა. მსახიობს ხშირად აფიქსირებდნენ პაპარაცები. თითქოს ყველაფერი გამოსწორდა და კორი მზად იყო ახალი ცხოვრება დაეწყო ლეასთან ერთად. წყვილი შეუღლებას და ბავშვის ყოლასაც კი გეგმავდა.
თუმცა, 14 ივლისს მსოფლიომ შემზარავი სიახლე გაიგო. 31 წლის ასაკში გარდაიცვალა კანადელი მსახიობი კორი მონტეიტი , რომლის ცხედარი ვანკუვერის სასტუმროში იპოვეს. ინფორმაცია ვანკუვერის პოლიციის მიერ იქნა დადასტურებული: 'შემოვიდა ზარი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოხდა გვამის ამოცნობა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცი კორი მონტეიტი აღმოჩნდა. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, გლის უზარმაზარ კოლექტივს და ფანებს.'
კორი სასტუმროში 6 ივლისს მივიდა და ნომერი 14 ივლისის ჩათვლით აიღო. ვადის გასვლის შემდეგ მსახიობი მიმღებში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მომსახურე პერსონალმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. ყოველივე გვამის გაკვეთის შემდგომ გახდება ცნობილი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსახიობი ნარკოტიკებისა და აბების ზედმეტმა დოზამ იმსხვერპლა.
პაპარაცებმა კორი ლეასთან ერთად 20 ივნისს ლაქსის აეროპორტში დააფიქსირეს, სადაც წყვილი როგორც ყოველთვის ბედნიერად გამოიყურებოდა. მიშელი მას გულშემატკივრობდა და ერთი წუთითაც არ მიუტოვებია გასაჭირის ჟამს. 'მიყვარს და მხარს ვუჭერ კორის. მის გვერდით ვიქნები მუდამ, მეამაყება, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.' მსოფლიო შეძრა მისმა გარდაცვალებამ. თვითერი სამგლოვიარო წერილებმა მოიცვა. მისი უახლოესი მეგობრები
თუ უბრალოდ სელებრითები ჯერ კიდევ შოკში არიან. სოციალური ქსელების საშუალებით ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და უთანაგრძნობენ კორის ოჯახს და ლეას. მოდით ჩვენს შევუერთდეთ მათ რიცხვს და პატივი მივაგოთ უდავოდ შესანიშნავი ადამიანისა და მსახიობის კორი მონტეიტის ხსოვნას.
ტეგები: chatter, qwelly, გარდაცვალება, კორი_მონტეიტი, ქველი, წამყვანი, ჭორიკანა
მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა
ჰო, მეც გული დამწყდა თამილ :(
Tamila Moshiashvili_მ თქვა:
მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა
არვიციი ვინაა მაგრამ მაინც ცოოდოოოა .. :((
Brolika Qiqava_მ თქვა:
ჰო, მეც გული დამწყდა თამილ :(
Tamila Moshiashvili_მ თქვა:მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა
პოპულარული ამერიკური სერიალის-მიუზიკლი 'გლის' მსახიობია ციის რომელიც რუსთავი 2-ზეც გადიოდა რეკლამაში მაინც არ გაქვს ნანახი ? :D
ცისია_მ თქვა:
არვიციი ვინაა მაგრამ მაინც ცოოდოოოა .. :((
Brolika Qiqava_მ თქვა:ჰო, მეც გული დამწყდა თამილ :(
Tamila Moshiashvili_მ თქვა:მომწონდა ეს ბიჭი :( შემეცოდა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 5:17am
0 კომენტარი
0 მოწონება
POE 2 Currency continues to build on the rich legacy of its predecessor, offering players a multitude of skills and strategies to explore. Among the many abilities available, Arcane Surge stands out as a crucial support skill for spellcasting classes. This article will guide you through the process of acquiring and utilizing Arcane Surge effectively to enhance your gameplay experience.
Arcane Surge is a powerful support skill…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•