Nunu qadagidze'ს ბლოგი (112)

დროში მოგზაურების დასასრული

კიდევ ერთი ნაპოვნი

      უცბად საშინელი ჭექა გაისმა, ყველანი შიშისგან შეკრთნენ. ქოლგოსანი რაღაც ძალამ ერთ მხარეს გადააგდო, მისი ქოლგა კი მეორე მხარეს.

      ეს შავი ღრუბელი იყო.

- ვიპოვე! წვიმა ვიპოვე! - გრუხუნებდა იგი, დიდი სიხარულისგან ხმა ვეღარ მოზომა, ისე ჭექდა და ქუხდა, ლამის ყველაფერი დაენგრია. როგორც ვთქვით, სიხარულისგან ყველას ცრემლები სცვიოდა. მათ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მოგზაურობა მომავალში სადაც არავინ გეძებს. გაგრძელება

მოგზაურობა მომავალში

      რობიკოს ახსნა-განმარტება ყველამ კარგად გაიგო, განტოლებების შემოწმებაზე თავი არავის გამოუდვია, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მანქანაში ყველამ მოიწყინა.

- ამას არაფრით არ ველოდი, - ბუტბუტებდა ქოლგოსანი.

- ეს, ჩემო წვიმავ, - ხვნეშოდა შავი ღრუბელი.

მახარეს დარდისგან ფერი სულ დაკარგოდა.

- რაღა გვეშველება, - ბუტბუტებდა იგი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2018 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ქოლგოსანი და ახალი თანამგზავრი დროში მოგზაურობისას. გაგრძელება

ქოლგოსანის საოცრად ბრძნული წინადადება

- მაინც მართალი გამოდგა ნიავი, - შენიშნა ქოლგოსანმა, თან რობიკოს გადახედა, - მწვანე ტყეში არასოდეს არ ტყუიან, იქ გავრცელებული ხმები ყოველთვის სწორია.

- უკეთესი იქნება, დროზე გვითხრა, სად ვეძებოთ ალისფერი ყვავილი, - შეახსენა რობიკომ, - უნდა მოვასწროთ, სანამ დათუნა დაიღვიძებდეს.

- მაგას რა კითხვა უნდა, მწვანე ტყისკენ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მახარეს ამბით დროში მოგზაურების გაგრძელება

როგორ ცდილობდა მახარე საკუთარი სახელის გამართლებას

      მახარე ისევ გაუყვა ქალაქის ქუჩებს, რაც შეეძლო ჩქარობდა, მაგრამ მალე მიხვდა, რა სწრაფადაც არ უნდა ევლო, ძალიან დააგვიანდებოდა მწვანე ტყემდე მიღწევა, ამისთვის მანქანა იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ისეთ პატარა არსებას, როგორიც თვითონ იყო, მანქანას არავინ გაუჩერებდა, ამაში მწარე გამოცდილებით ბევრჯერ დარწმუნდა. ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2018 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დროში მოგზაურები (ზღაპარი)

      დათუნამ და მახარემ ერთმანეთი თოჯინების თეატრში გაიცნეს. დათუნა დარბაზში იჯდა, მახარე სცენაზე სრულებდა საოცრად საინტერესო და თანაც სახიფათო როლს. თავზე კოკროჭინა ნაბდის ქუდი ეხურა, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. ცქვიტი, მოხერხებული და თანაც მეტად გულკეთილი გახლდათ მახარე, მუიდამ მზად იყო ვინმეს დახმარებოდა და რაიმეთი გაეხარებინა. მთელი წარმოდგენის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, თავისი სახელი „მახარე“ არ გაემრთელებინა. თიტქოს ეს სახელი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2018 წელი. 3:30pm — 2 კომენტარი
________________

ჩხართვი და სკვინჩა და სხვა მოთხრობები

ჩხართვი და სკვინჩა

      არაფერი არღვევდა მყუდროებას დიდ, ფართო ეზოში, ტალავერი მშვიდად ეფიცხებოდა მზის ალერსიან სხივებს. ქათმები დინჯი კრიახით მიმოდიოდნენ, წყნარად, აუჩქარებლად. კატას გულისძილით ეძინა, ფართოდ თათებგაშლილს, როგორც თბილ დღეებში სჩვევიათ ხოლმე და მგონი ჰაერიც კი თვლემდა აგვისტოს საამურ სითბოში გარინდებული.

      ჩხართვი ისევ გამოჩნდა. შემოსკუპდა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 21, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჭრელი მოზაიკა

      შეთვალულა ჩხავერი, მწვანე მარცვლებში იისფერი ჩაღვრილა. ნამდვილი ჭრელი მოზაიკაა, ძირითადად ორფერი, ზაფხულის მიწურულისთვის ასე ნაცნობი და საამური.

      მთელი ეს სიჭრელე მკვრივ მტევნებად ჩამორიგებულა ვაზის მოქნილ ლერწებზე, რომლებიც სწორედ ჩემს თავს ზემოთ ეხლართებიან ერთმანეთს. მეტისმეტად ლამაზი, მიმზიდველი სანახაობაა. მიყვარს მათი ცქერა, ხელები ცდებიან საქმეს. უმეტესწილად რაღაცით ვარ დაკავებული ამ ტალავერის ქვეშ, ზაფხულის მსუბუქ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სად გაქრა ანგელოზი?

      ანგელოზი ჩამოფრინდა მიწაზე, დაუტევა თეთრი ფთილა ღრუბელი, საიდანაც შეფარვით უჭვრეტდა ადამიანთა საქმიანობას თავისი სევდიანი თვალებით. მაშინვე ცნობისმოყვართა მთელი ბრბო შემოეხვია ირგვლივ, ყველას აინტერესებდა მისი ახლოდან ნახვა. მათში ჟურნალისტებიც მრავლად ერივნენ. ცხადია, მაშინვე იერიშზე გადავიდნენ, უნდოდათ ექსკლუზიური ინტერვიუ აეღოთ ეგზომ იშვიათი ციური სტუმრისგან. ყველას აჯობა ერთმა ყოჩაღმა ბიზნესმენმა, ღონიერი მკლავებით მისწი-მოსწია ხალხი, გზა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2017 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

უსასრულოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან

    რა უსასრულოდ განვსხვავდებით

    ერთმანეთისგან

    მე და შენ, ზღვაო!

    ქარიშხლები კი,

    ჩვენს სხეულებს რომ აღელვებენ

    უსასრულოდ ჰგვანან ერთმანეთს . . .

    ახლა დავმშვიდდით ჩვენ, ორივენი,

    რბილი ქვიშის თბილ სარეცელზე

    ერთად ვწევართ და მზეს ვეფიცხებით.

* * *

    ვინა სთქვა

    მთები მდუმარებენო,

    ეს მძიმე ოხვრა

    ნუთუ არავის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2017 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ღვთის ნაკვალევზე

      - ჩქარა, ჩქარა... - გუნებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ნანი, თითქოს ეს სიტყვაც დაეხმარებოდა, რათა რაც შეიძლება სწაფად ერბინა. ცალი ხელით თავსაფრის ბოლოები შემოეკრიბა, რომ არ ეფრიალა, მეორეთი მკერდი ეჭირა, რძით სავსე, დამძიმებული. რძეს ვეღარ სწოვდა მისი პატარა, თუმცა ბევრს ცდილობდა ნანი, თუნდაც რამდენიმე წვეთი გადაეყლაპა პატარას. რაღაც ავადმყოფობა შეეყარა, სამიოდე დღეში სრულიად შეიცვალა, ვარდისფერი ლოყები გაუფითრდა, მერე კანი მოეჩვარა, ბალღურ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2016 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ბეღურა და თოვლი

      ახალი წლის წინა ღამე იყო. სარკმელს მიკრული პატარა და-ძმა ჩამუქებულ ზეცას ასცქეროდა. არსად არ ჩანდნენ თოვლის ფიფქები, ერთიც არ ტრიალებდა ჰაერში. არადა, როგორ უნდოდათ ბავშვებს თოვლი საახალწლოდ, როგორ ნატრობდნენ ...

      ერთმა ბეღურამ უყურა, უყურა დაღონებულ და-ძმას, მერე ფრთა ფრთას შემოჰკრა და ქალაქის თავზე გაწოლილ მძიმე ღრუბლებს მიაშურა. ღრუბლის რბილ კალთაზე უთვალავ თოვლის ფიფქს ეძინა მყუდროდ და ტკბილად.

 - რა დროს ძილია -…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2015 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ანარეკლი

      ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. მე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ-ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 2:03am — 1 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters