Tamila Moshiashvili'ს ბლოგი - აგვისტო 2017 არქივი (10)

მოცეკვავე მუზები

      ესთეტიკის კიდევ ერთი მწვერვალი - ცეკვა! განსაკუთრებით სასიამოვნო და აღმფართოვანებელი და მსოფლიო ცეკვებს შორის ყველაზე სათუთი - ბალეტი. რა ხდება მაშინ, როდესაც მოფარფატე ბალერინების თუ ბალერონების ცხოვრებაში კამერა გამოჩნდება? ფოტოგრაფიის ესთეტიკა ჯომოლუნგმასკენ მიიწევს. ჯეიკობ ჯონასის (Jacob Jonas) კომპანია სწორედ ამ გზას არის შემდგარი. კამერები და მოცეკვავეები (#CamerasAndDancers), არის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2017 წელი. 5:20pm — არ არის კომენტარები
_______________

მაქმანები სკულპტურული ნახატების შესაქმნელად

     დახვეწილი, მოხდენილი, ელიტარული და მიმზიდველი, უმაღესი მოდის ნაწილი და რაც დრო გადის, თითქმს ყველა კაბის მორთულობაში ჩასმულ-ჩაკვეხებული, ოდესღაც ალბათ მხოლოდ ღამის პერანგებისთვის ან საღამურებისთვის მოფიქრებული, ვიღაცისთვის მხოლოდ „ზანავესკას“ (ფარდას ერქვა ჩემს ბავშვობაში) მიმსგავსებული მაქმანი, ამჯერად სხვა ჟანრში ცდილობს ბედის მონახვას. მართალია, ჯერ ელი სააბის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2017 წელი. 9:40pm — 1 კომენტარი
________________

გამოიძინე მუზეუმში და აიმაღლე ინტელექტი

      თუკი, ძილმოყვარე ხართ და ამის გამო ხშირად გაქვთ პრობლემები, ცხადია ყველა პრობლემას ჩემი ბლოგი ვერ მოგიგვარებთ, მაგრამ ზოგჯერ ასეთი პრობლემებიც არის ხოლმე - ძილის გამო ოდნავადაც არ ცდილობს კულტურულ და გონებრივ ზრდას. ანუ, ასეთ დროს, თქვენი დაქალები გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ არ დავყვებით შოპონგზე! თუმცა ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე მყოფნი გვსაყვედურობენ, რომ არ გვცალია კინოსთვის, თეატრისთვის, მუზეუმისთის. კინო-თეატრზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2017 წელი. 5:46pm — 1 კომენტარი
________________

ადამიანების ბუდეები

      ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ცხოვრებას რა სჯობს, განსაკუთრებით ისეთ სიცხეში, ამ აგვისტოს ქუთაისში რომ დაიჭირა. დუღს ქალაქი და ვდუღვართ ჩვენც, მაგრამ ადამიანები მსოფლიოს გარშემო, არა მხოლოდ კონდიციონერით გრილდებიან, არამედ ბუნების, ტყის ბუნებრივ სიგრილეს ამჯობინებენ ხოლმე და გაგიკვირდებათ, მაგრამ პირდაპირ ხეებზე ცხოვრობენ - ჩიტებივით. ფრენა ხომ ადამიანის დაუოკებელი სურვილია ჯერ კიდევ ანტიკური მითოსიდან თუ თქმულებებიდან მოყოლებული. მაშ ასე:…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2017 წელი. 5:43pm — არ არის კომენტარები
_______________

ელეგანტური ტორტები

      სრულიად შესაძლებელია კოკო შანელს არც უთქვამს ეს სიტყვები, რომ შავი ყოველთვის ელეგანტურია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ ეთქვა. მაინცდამაინც დიდ აღმოჩენას ეგ არ წარმოადგენს, ამიტომ კოელიოს ნუ მიაწერთ და ვინც გინდათ ის იყოს - დიახ, მართლაც შავი ყოველთვის ელეგანტურია და კონდიტერები, ერთგვარი ქველინარები, მთელი მსოფლიოს გარშემო, შეთანხმდნენ იმაზე, რომ შავი ტორტის ჭამაც ყველაზე ელეგანტურია. ამ პოსტში, არ იქნება ერთი ვისამე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2017 წელი. 4:43pm — არ არის კომენტარები
_______________

ამობრუნებული სოკოს მოზაიკა

      ბუნების ნაზავი ან ბუნებრივი კომპოზიცია, ინგლისურად Nature Medley - ასე უწოდა, ფოტოგრაფმა ჯილ ბლისსმა (Jill Bliss) თავის ნამუშევრებს. მას მთელი კოლექცია აქვს, რომელსაც ბუნების საჩუქრებით აკეთებს და შემდეგ ფოტოებს უღებს. მაგრამ მე მისი ვრცელი ნამშევრებიდან, მინდა სოკოები გაჩვენოთ. ქველზე უკვე გამოქვეყნდა ძალზედ მრავალფეროვანი ორი პოსტი, რომელიც სოკოებს მიეძღვნა, ერთი გვეუბნებოდა, რომ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2017 წელი. 3:32pm — 1 კომენტარი
________________

ფოტოგრაფის ხელოვნური წამი

      ფოტოგრაფები სულ იმაზე წუწუნებენ, თუ რა რთული პროფესია აქვთ, რადგან მათი საქმიანობა წამის დაჭერაშია. დიახ, ვიდეოს გადაღება მარტივია - ჩართე კამერა და რაც კამერაში მოხვდება, თუნდაც გასაოცარი მომენტი, ამოჭერი შეინახე და ეგაა, კარგი ვიდეოგრაფერი ხარ. ფოტოგრაფია კი სულ სხვაა - ზოგჯერ სულ რაღაც წამის მეასედი გაქვს და იქ უნდა მოასწრო აფრენილი ჩხკივნის გადაღება ან პირდაღებული პითონისგან გადარჩენილი ზაზუნას ფოტოზე ასახვა და ა.შ.

      ყოველივე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2017 წელი. 1:04pm — არ არის კომენტარები
_______________

სხეულის მოხატვის ავანგარდი

„ბოდი არტის“ მხატვრების პანთეონი

      წლები რაც ადამიანებმა ხის ფირფიტებიდან, თიხის ჭურჭლიდან, ტილოებიდან და ქაღალდებიდანაც კი გადმოინაცვლეს და სხეულის მხატვრობას შეუდგნენ. ათვლის წერტილად, მაინც 1960-იანი წლები ითვლება, რომელიც ერთგვარი გამოძახილი აღმოჩნდა ისტორიული Ta Moko-სი (ეს გახლდათ, ახალ ზელანდიაში, მაორის ხალხთა სხეულის მხატვრობა). მოგვიანებით ჩნდება ტატუირება…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2017 წელი. 11:46pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვავილების ბადე-კედელი

      მგრძნობიარე, სენსიტიური, უსაზღვროდ ესთეტი ადამიანი თუ მოიფიქრებდა იმას, რომ კედელი ყვავილების ბადით დაეფარა. გინახავთ ალბათ, წლობით გაგრძელებული მშენებლობები და საბოლოოდ, დაუსრელებელი შენობების ირგვლივ შავად, მწვანედ ან მუქლურჯად გახუნებული და შერჩენილი ბადეები (მტვრისგან დაცვის იდეას რომ ატარებენ), იმათ ფონზე, ამ ახლებური ბადის ნახვა, ნამდვილი ნეტარებაა.

      კორნელიუს გავრილი - ესაა სახელი და გვარი იმ ადამიანისა, რომელმაც მოიფიქრა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2017 წელი. 5:13pm — არ არის კომენტარები
_______________

მოდის ორსაუკუნოვანი ტენდენციები

    იტყვიან ხოლმე, მოდა არ იცვლებაო, ან მოდა ბრუნდებაო. რაც ადრე იყო მოდაში, ახლაც ის არის, ან მალე შემოვაო. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრიალებს თუ არა მოდა, განიცდის თუ არა წრებრუნვას, დღევანდელი პოსტი სწორედ ამ საკითხით დაინტერესებულებს ასიამოვნებს. თქვენს წინაშე გადაიშლება მოდა მეთვრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე. ფოტოების და იდეის ავტორი გახლავთ კელი რიჩმენ-აბდოუ, რომელიც მოდის სამყაროში, ერთ-ერთი გამორჩეული…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2017 წელი. 1:42pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2014

2013

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters