საბოლოო გამოცდის ტექსტი

 

 

 

 

კრის მარკერის კინო ესსე – უმზეონი

ცხოვრების უნიკალურობა და ბანალურობა

 

 

 

 

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 

 

 

 

დოკუმენტური კინოს ისტორია 2

კურსის ხელმძღვანელი: ანა ლომიძე

 

 

 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი: 2023

 

 

“ის მწერდა: რამდენჯერმე შემოვიარე მსოფლიო და ახლა მხოლოდ ბანალურობა მაინტერესებს“. კრის მარკერის დოკუმენტური ფილმი „უმზეონი“ მდიდარია ასეთი ბანალური, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრებით, რომელიც საოცრად უნიკალურად გადმოსცემს ადამიანების რუტინულ, ბანალურ ყოფა–ცხოვრებას. ის რასაც ადამიანები მაშინ აკეთებენ, როცა ჰგონიათ, რომ ვერავინ ხედავს და არავის აინტერესებს, ყველაზე ბუნებრივია და ადამიანების ბუნებრივობა იმდენად იშვიათია, რომ მხოლოდ ისეთ კადრებში შეიძლება აღმოჩენა, როგორსაც ფილმში ვხედავთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაც სახის უნიკალურობა, რომელიც ბანალურობაში შეიძლება დაინახო და აღმოაჩინო.

როცა ადამიანის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, ალბათ წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს ის ადამიანური სევდა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ჩრდილივით დასდევს თან. არც ფილმში მოხვედრილი ადამიანები არიან გამონაკლისები. იმის მიუხედავად თუ რომელი კულტურის ნაწილი ხარ, ის გზები, რითიც დარდს უმკლავდები, თითქოს ყველასთვის საერთოა, მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებებით. მაგალითად, ფილმში იაპონურ კულტურას გვაცნობენ. ადამიანების გარკვეული ჯგუფი კატებს სცემს თაყვანს და მათ სთოხვს დახმარებას, რა მნიშვნელობა აქვს რა რიტუალით, რომელი ზებუნებრივი ძალის თუ არსების რწმენით შეეცდები თავის დამშვიდებას? ან რა მნიშვნელობა აქვს, სევდის თუ ბრაზის დროებით გასაქარწყლებლად საკეს დალევ თუ ღვინოს?

ხშირად მინდა ხოლმე იმის თქმა, რომ ადამიანები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს რამდენადაც განსხვავდებიან, მაგრამ ვერასდროს ვუყრი თავს იმ აზრებს თუ არგუმენტებს, რომელიც ამ შეხედულების დასამტკიცებლად თუ ვერა, გადმოსაცემად მაინც საკმარისი იქნებოდა.    

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემებზე, იმაზე თუ როგორ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები სხვადასხვა საზოგადოებებზე. ხშირად მოვისმენთ იმასაც, რომ მოდერნიზაციის შედეგია ის, რომ თითქოს ადამიანები ერთ, საერთო სამყაროში მოექცნენ და აღარ არსებობს მათ შორის ბარიერი – თუნდაც ქვეყნის საზღვარი, მანძილი, ოკეანეები. მე კი არ ვთვლი, რომ ეს დროის გლობალიზაციის შედეგია, ვფიქრობ, რომ ეს ასე იყო მანამდეც, სანამ საათი და კალენდარი მთელი მსოფლიოსთვის საერთო გახდებოდა.  ადამიანებს იმაზე მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ ყოველთვის, ვიდრე დრო, ვგულისხმობ თუნდაც იმ ადამიანურ გრძნობებს, სევდას რაზეც ზემოთ ვისაუბრე და მასთან გამკლავების გზებს. ის მოვლენები, რაც შეიძლება სიხარულს ან ტკივილს ანიჭებდეთ ადამიანებს, საკუთარი სამყაროს გარეთ გამოტანის აუცილებლობა და მცდელობები – რა მნიშვნელობა აქვს კომიქსებით გამოთქვამ შინაგან პროტესტს თუ თვითმფრინავის გატაცებით? პროტესტის გამოხატვის სახეს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, თუმცა ნაკლები იმ შემთხვევაში, როცა მის მიღმა არსებული წუხილი, მოთხოვნილებები, მიზნები, საშიშროებები, განწყობა, ცვლილებების გარდაუვალობა ერთმანეთის იდენტურია.

კიდევ ამბობენ, რომ ყველა ქვეყანამ ერთი გზა უნდა გაიაროს, ვგულისხმობ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც „წამყვან“ ქვეყნებს მიჰყვებიან კვალდაკვალ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც. თუმცა შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ასეთი პოლიტიკური საკითხია? იქნებ უბრალოდ ცხოვრებაა ასეთი და არ აქვს მნიშვნელობა სამყაროს, დედამიწის რომელ ნაწილში მიიმალები, ტრაგედია, ომი, გასაჭირი ყველგან გამოჩნდება, ისეა თითქოს ღამით გარეთ გამოტანილი პროჟექტორი, რომელიც სიმშვიდეს ეძებს და შემდეგ უმოწყალოდ არღვევს მას. ადამიანები კი, რადგან ერთნაირები არიან, სხვადასხვა დროს, განსხვავებულ ადგილებში, ერთნაირად უმკლავდებიან თავს დამტყდარ მოულოდნელ უბედურებას.

ამის გარდა, კიდევ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თანამედროვე ადამიანებს სიკვდილი აღარ აინტერესებთ. ისინი ისე არიან გართული მომავალზე ფიქრში, რომ არც წარსულზე და არც აწმყოზე ფიქრისთვის დრო აღარ რჩებათ. მაგრამ თუ მომავალზე ფიქრობენ, რატომ არ აშინებთ სიკვდილის ფაქტი? ისე შეეჩვია ადამიანი ამ მოვლენას, რომ შეუძლია დააიგნოროს, უგულებელყოს? იქნებ უბრალოდ ზედმეტად ბევრის გადატანა უწევთ ადამიანებს და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იმდენად მაღალია საშიშროების მოლოდინი, რაიმე ცუდის მოხდენის რისკი, რომ ამაზე მუდმივად ფიქრით ცხოვრება სრულიად შეუძლებელია?

ყველგან ასეა, არსებობენ „ჩვეულებრივი ადამიანები“ და არსებობს რაღაც ჯგუფები ქვეყნის სათავეში, რომლებიც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით მარიონეტებად აქცევენ მათ მოსახლეობას. „ჩვეულებრივმა ადამიანებმა“ მხოლოდ ის იციან, თუ რამდენი რამეა მათგან დაფარული და დამალული, ამიტომ ისღა დარჩენიათ რაიმე გზებით გააპროტესტონ ეს ყოველივე. არ აქვს მნიშვნელობა ქუჩებს მოხატავენ, თუ სათამაშო აპარატზე ჩაქუჩს დაარტყამენ მათი მმართველების განმასახიერებელ თავებს.

პროტესტის გარდა კი ის რჩება, რომ უბრალოდ შენი წარმოდგენილი მომავალით იცხოვრო და არა ისეთით, როგორიც რეალურად მოსალოდნელია. იქამდე მაინც, სანამ პროჟექტორი შენც მოგანათებს და შემდეგ დაუსრულებელ ჩრდილში დაგტოვებს.

ვფიქრობ, რომ კრის მარკერის ეს ფილმი – „უმზეონი“ ერთ–ერთი ყველაზე ადამიანური რამ არის იმათგან, რაც ოდესმე შექმნილა. ადამიანურში კი ვგულისხმობ იმას, რომ კულტურის და დროის მიუხედავად, ყველასთვის გასაგები და ახლობელი შეიძლება იყოს ის მოვლენები, რაც ფილმშია აღბეჭდილი. ყველაზე პატარა ნიუანსებიც კი, ყველაზე დიდ ემოციებს აღვიძებს და წარმოუდგენლად ბევრ რამეზე შეიძლება დაგაფიქროს.

ნახვა: 5

ტეგები: ესსე, კინო, კრის, მარკერი, უმზეონი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters