არ შეიძლება დღიურში მას შემდეგ დაიწყო ჩანაწერის გაკეთება, როცა ემოცია გადაგივლის. მერე გიწევს გახსენება რას გრძნობდი, რას ხედავდი, რაზე ფიქრობდი. ახლა ზუსტად ასე ვარ, მაგრამ მახსოვს იმდენად სასიამოვნო განცდა შემოდიოდა თვალსაწიერიდან, რომ არ შეიძლება არ მოგიყვეთ.

სიყვარული

      მცხეთას თბილისში თავისი საელჩო აქვს, ესაა დიდუბის ავტოსადგომი. ელჩი და მისი თანაშემწეები სალაროს პატარა ფანჯარაში გამომწყვდეული ქალბატონები არიან, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების და მგზავრების უყურადღებობისას გამოფრინდებიან ხოლმე იმ ფანჯრიდან და მგზავრებს გულიანად გამოლანძღავენ, ესეც არ იყოს მეტად მკაცრი განკარგულებები აქვთ. მაგალითად, წინა მარშრუტკის ბოლო ბილეთის გაყიდვამდე ახლისას არ მოგცემენ. ჰოდა, ყოველ დიდუბეში მისვლაზე თითოეული მცხეთელი ჯერ ნატრობს იმას, რომ მცხეთის მარშრუტკა ადგილზე დახვდეს, მერე ნატრობს იმას რომ ბოლო ბილეთის აღება არ მოუწიოს რადგან სად ჩაიჭეჭყება კაცმა არ იცის.

      გუშინ მადლიანი დღე იყო და მარშრუტკაში მეორე მგზავრი ვიყავი. ავედი, სარკემლი ყურამდე გავაღე და როგორც ყველა ძილმოყვარეს სჩვევია საზურგეზე თავმიდებულმა გადავწყვიტე საღათას მხატვრული შემოქმედებისთვის მედევნებინა გონების თვალი. მაგრამ უეცრად ჩემი ყურადღება მიიპყრო ორმა ახალგაზრდამ. ბიჭი გოგონას აცილებდა მცხეთაში (არც კი ვიცი ეს გოგო მცხეთელია თუ არა), ბიჭმა ბილეთი აიღო - იმ გოგომ ერთი შეუბღვირა, მაგრამ ხმა არ გასცა, სიტყვებით არ უსაყვედურია. შემდეგ ამოვიდა, ჩანთა ჩემს უკანა სავარძელზე მოათავსა და როცა მარშრუტკაში ხალხის სიხალვათე შეამჩნია, გადაწყვიტა თავის (სავარაუდოდ) თაყვანისმცემელთან დაბრუნებულიყო.

      აღწერილობა თუ გაინტერესებთ ვეცდები რამე გავაწყო. არაფრით გამორჩეული აღნაგობა, საკმაოდ მაღალი, თხელი სხეული, ფეხებზე ყვითელი ბოტასები, თეთრი წინდები, ელასტიკი და ზემოდან დაგრძელებულიმაისურის მსგავსი კაბა-მაიკები რომ არის - აი ის (გოგონები ელასტიკებზე რომ იცვამენ ხოლმე). ზემოთ ჟაკეტი. სახე ქართული - მოგრძო, ოდნავ ჭორფლიანი, თმა ყვითელ-სტაფილოსფრად და საკმაოდ ცუდად, უღიმღამოდ და უგემოვნოდ შეღებილი, (ეტყობოდა, თან დიდი ხნის უკან შეუღებავს). თავიდან მელირება გეგონებოდათ ისე იყო აჭრელებული და თან შიგადაშიგ შავი თმებიც მოჩანდა.

      ბიჭიც ნამდვილი „გრუზინი“, ოღონდ უღიპო, შავტუხა, მხრებში მოხრილი, გამხდარი და გასლიკული, თეთრი მოკლემკლავიანი, წარწერებიანი მაისური, ჯინსის შავრვალი და თეთრი ბოტასები, ქამარი არმანის საბმელით.

      აი, ეს ორი პიროვნება დგას ახლა ჩემს წინ, მაგრამ ყურადღებას არა ამ აღნაგობით, არამედ დგომის მანერით იქცევენ. როგორც წესი მოსაუბრეები ცდილობენ რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ერთმანეთთან - არაა აუცილებელი ყველას გააგებინო რაზე საუბრობ, მითუმეტეს ჩვენს დროში ხომ იცით შეყვარებულები ბუკვალურად იგებენ თითეულ სიტყვას და „პირისპირ“ ლაპარაკი - პირშიპირ ლაპარაკად იქცა - საუბრობენ თუ „კონცნაობენ“ ვერ გაიგებ კაცი, მაგრამ ესენი არა. მათ შორის დისტანცია დაახლოებით 1 მეტრი იქნებოდა. პირველად იფიქრებდი გოგო თავს იფასებს, ბიჭს არ იკარებსო, მაგრამ სახე ისე უღიმოდა და თვალები ისე უციმციმებდა, ყველაზე ცუდად დაკვირვებული თვალიც კი იპოვიდა მასში შეყვარებულს.

      ამ ფიქრებში გართული ვარ და ვგრძნობ რომ რაღაც მაკლია, რაღაც ისეთი - რაც აუცილებელია ამგვარი შეყვარებულების მოსასმენად, რომ მართლა გავიგო რა სიყვარულთან გვაქვს საქმე. მართალია თვალ-გონებას ეძინება, მაგრამ არც ისე რომ მეტრანახევრის სიახლოვეს მდგარი წყვილის თბილგამომეტყველებიანი დიალოგის სიტყვები ვერ გავიგო.

      მაშინ თვალები გავაფართოვე და... და მერე გადავეშვი ფიქრების ახალ კორიანტელში და უაზრო, გაღიმებული სახით ვუყურებდი ამ წყვილს.

      მათი სიყვარული 1 მეტრის რადიუსზეც ისეთი ვნებიანი იყო, როგორც ზემოხსენებული წყვილების „პირისპირ“ საუბრისას, მათი ერთმანეთთან დამოკიდებულებაც ისეთივე მზრუნველი, თბილი და სიყვარულით გაჯერებული და საინტერესო იყო - როგორც ჩვენ გვჩვევია ხოლმე გოგოების (ბიჭების) დაბევებისას, ცხოვრების საზრუნავად არჩევისას. მაგრამ მათი სიტყვები ჩვენი სიტყვებივით ლიტონი და არაფრის მომცემი არ იყო, არცერთ სიტყვა არ იხარჯებოდა უმნიშვნელოდ, არცერთი ფრაზა არ ქრებოდა და არ იკარგებოდა ჰაერში... არ იკარგებოდა რადგან იქ საერთოდ არ იყო სიტყვები, ფრაზები, ტექსტები.

      ჩემს წინ იდგა ორი მეტყველების უნარ მოკლებული ადამიანი - წყვილი რომელიც ნიშნებით გადმოსცემდა გრძნობებს, ემოციებს, აღტაცებს და ეჭვიანობასაც კი - ოღონდ ეს ეჭვიანობა უკვე ჩემი მისამართით იყო ასე უაზრო გამომეტყველებით და გაბდღალული სახით რომ ვიყავი მიჩერებული იმ გოგონაზე.

- აჰაა, გენაცვალე რა ხალხია, გაჭორეს ნახევარი საქართველო ისე რომ არავინ შეუწუხებიათ. - თურმე ერთ მოხუც კაცსაც შეუმჩნევია ეს წყვილი.

- აბაა, რა ცოდოები არიან - აყვა მეორე.

- რატომ არიან ცოდოები, თავისთვის საუბრობენ, არავის აწუხებენ - ჩაეჩხირა მესამე.

- მოიცა რა, ახლა კარგია აბა ამათი ცხოვრება? ესენი ხომ შეიძლება ყრუებიც არიან და სრულ სიჩუმეში ცხოვრობენ? - თავი იმართლე მეორემ.

- იქნებ ახლა ხმაურიანად საუბრობენ, თქვენ რა იცით? - იხუმრე მეოთხემ.

      კი, მართლა რა საოცარია ამათი ცხოვრება, მაგრამ ახლა ცხოვრება კი არა - გრძნობებია მთავარი. შეყვარებული წყვილის დისტანცია მათი ნიშნების უკეთ დასანახად იყო საჭირო - რომ გაეგოთ ერთმანეთის, უნდა დაენახათ კიდეც, ხოლო სიყვარული რომ ეგრძნოთ ამისთვის ჩახუტება საჭირო არ იყო. მათ მხოლოდ საუბრის დისტანცია აშორებდათ, გრძნობებით ვინ იცის იქნებ ჩვენებურ სიყვარულობანასთან შედარებით უფრო ახლოც იყვნენ ერთურთთან.

ვისწავლიდი მათ ენას, დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი!

- ვინმე ხომ არ არის ჩასული? დახურე კარი წავიდეთ - მძღოლური დოღრიალობით გვამცნო მესაჭემ.

      ჩვენი წყვილის ისტორიის ჩემი აღწერაც აქ მთავრდება. დამშვიდობებისას უბრალო გადაკოცვნით დასრულდა ყველაფერი. მე კი მთელი გზა კეთილი ემოცია მქონდა და საღათამაც სასიამოვნო წამებით მასიამოვნა.

აქვე, იხილეთ ფილმი - ბრმების ქვეყანა

ნახვა: 771

ტეგები: Qwelly, ამბორი, ბლოგი, განცდა, გრძნობა, ემოცია, კოცნა, მარშრკუტკა, სიყვარული

ლაშა: სექტემბერი 19, 2014||11:52am

mariam ტირილი ტირილი, რა არის ამდენი ტირილი :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters