Qwelly ბლოგი (4,244)

თუ გაგებუტე, იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე

      სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს, რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და სიტყვით ვერ ამტკიცებს. გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს. სიყვარული სხვადასხვაგვარია: სამშობლოს, ერის, მეგობრების, მშობლებისა და ახლობლების სიყვარული, მაგრამ მათგან განსხვავებული და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2012 წელი. 6:00pm — 9 კომენტარი
________________

მეცნიერების ხელთაა ნამდვილი ბიბლიური ბეჭედი

ჰოლანდიის უნივერსიტეტის სწავლულები აცხადებენ, რომ ძველი ბეჭედი, რომელიც ისრაელის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ბიბლიურ დედოფალს - იეზაბელს ეკუთვნის.

ძველი ბეჭედი, რომელიც ჩვენს ერამდე IX საუკუნით თარიღდება, დღის სინათლეზე არქეოლოგმა ნახმანოვ ავიგადოვმა გამოიტანა.

მიუხედავად მასზე ივრითზე აღბეჭდილი სახელისა - „იეზაბიელი“, სწავლულები ეჭვობდნენ, რომ საქმე სამეფო ატრიბუტიკას ეხება.

თუმცა, ჰოლანდიელი მკვლევარების  აზრით, ბეჭედი საკმაოდ მსხვილი და შთამბეჭდავია იმისთვის, რომ იგი…

გაგრძელება

დაამატა დავით ბილიხოძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2012 წელი. 1:46pm — 1 კომენტარი
________________

საინტერესო ფაქტები წიგნების შესახებ (II ნაწილი)

*იტალიელი კოლექციონერი რიო კოზელი ყველაზე მოსაწყენ წიგნებს აგროვებს. მისი კოლექცია10 00 ტომისგან შედგება. როდესაც ერთმა ხელმოცარულმა იტალიელმა პოეტმა გაიგო, რომ კოზელის ყველა მისი წიგნი ჰქონდა კოლექციაში ლამის თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ყველაზე მოსაწყენი წიგნების სიაში, რომელიც 2007 წელს კომპანია «Teletext»–მა შეადგინა, შევიდა: „ომი და მშვიდობა“, „დანაშაული და სასჯელი“, „ულისე“, „ალქიმიკოსი“ და „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“. …

გაგრძელება

დაამატა Goga Patarkatsishvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2012 წელი. 6:00pm — 2 კომენტარი
________________

ლაზარე

ლაზარე

მარტოსული იყო ლაზარე და ამ მარტოობას დასტიროდა მუდამ.

- რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?

ლაზარეს უამრავი რამე ატირებდა.... ის, რომ აღარ უყვარდათ, სილამაზით ტკბობა აღარ შეეძლოთ და ერთმანეთისაც აღარ სჯეროდათ ადამიანებს... და კიდევ ის, რომ ყველას დახმარება არ შეეძლო.

- ქვეყანა ვის გაუსწორებია, რომ შენ გაასწორო, ლაზარე, შე საცოდავო....

თავისას…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2012 წელი. 3:00am — 3 კომენტარი
________________

მუსიკოსი

მუსიკოსი

საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა.

     ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2012 წელი. 2:00am — 1 კომენტარი
________________

თავის უფალი

არავინაა თავის უფალი!

     საერთოდ თავისუფლების ობიექტური გაგება არ არსებობს. ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია. ის, რაც სხვისთვის თავისუფლებაა ჩემთვის შეიძლება სრულ შეზღუდულობად ჩაითვალოს. არ ვაპირებ ზოგადსაკაცობრიოდ განვიხილო რომელიმე ცნება (მითუმეტეს თავისუფლება) და არც იმას ვცდილობ ჩემი მსჯელობა მთელს ადამიანთა მოდგმას მოვარგო. მე მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ…

გაგრძელება

დაამატა mariam cx._მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2012 წელი. 12:00am — 20 კომენტარი
________________

საუკეთესო კადრი 3

ფოტოსერია - დღის საუკეთესო ფოტო 2012 წელს!

55. როცა ჩინეთის კედელი შეხვდა ოკეანეს

blog, photography, qwelly, საუკეთესო კადრი, საუკეთესო კადრები

54. ჩიკაგოს ცისკამარა ინდიანას შტატიდან

blog, photography, qwelly, საუკეთესო კადრი, საუკეთესო კადრები

ეკუთვნის ტომ ადამსის ობიექტივს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2012 წელი. 1:30pm — 8 კომენტარი
________________

საუკეთესო კადრი 2

ფოტოსერია - დღის საუკეთესო ფოტო 2012 წელს!

65. სიმძაფრის ერთი პატარა ნაბიჯი

blog, photography, qwelly, საუკეთესო კადრი, საუკეთესო კადრები

NASA_ს ფოტოებიდან

64. Moth ბილიკი ღამით

blog, photography, qwelly, საუკეთესო კადრი, საუკეთესო კადრები

სტივ ირვინის ფოტო, გადაღებულია National Geograpic_ისთვის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2012 წელი. 11:30pm — 5 კომენტარი
________________

აღარასოდეს...



თენდება...გარეთ თოვს...ყველაფერი თეთრადაა დაფარული.  სახლები,ქუჩები,ხეები თეთრად შემოსილან და ზამთრის მწუხარე ჰანგებით გვამცნობენ პირველი თოვლის მოსვლას.ბურუსში გახვეულა არემარე...ბურუსით არის მოცული ჩემი ფიქრებიც...ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია როგორ განვაგრძო…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2012 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

საუკეთესო კადრი

ფოტოსერია - დღის საუკეთესო ფოტო 2012 წელს!

75. წითელი ზონა ბუნების ისტორიის მუზეუმში

საუკეთესო კადრი, საუკეთესო კადრები, qwelly, photography, blog

ფოტოგრაფი: ელია ლოკარდი

74. პროფილი

საუკეთესო კადრი, საუკეთესო კადრები, qwelly, photography, blog

73. ლომებს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2012 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

დე..♥♥♥♥♥♥

არ მახსოვს რა ვიგრძენი პირველად,რომ დაგინახე. გულისშემაღონებლად ვტიროდი, მაგრამ ვიცი რომ შენთვის ეს უსაზღვრო ბედნიერება იყო. ცხრა თვეს საკუთარი სხეულით მიფთხილდებოდი და ამ ქვეყნად მომავლინე. იქნებ სულაც არ გინდოდა ასეთ ცივ სამყაროს ვზიარებოდი, მაგრამ დღემდე ხომ ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ჩემს ირგვლივ თბილოდეს.

შენ ხომ ადამიანი ხარ, რომელმაც პირველად ტირილი მასწავლა და შემდეგ სხვა დანარჩენი..…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2012 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

საინტერესო ფაქტები წიგნების შესახებ (I ნაწილი)

* "ყველაფრისმცოდნე" გუგლმა მსოფლიოს მხატვრული, პუბლისცისტური და სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა დათვალა . აღმოჩნდა, რომ წიგნების საერთო ჯამი შეადგენს 129 864 880–ს.

* მსოფლიოში ყველაზე ძველ წიგნად ითვლება ე.წ. პრისის პაპირუსი. ის შეიქმნა ჩვ.წ. 3350 წელს. წიგნი იპოვნეს ქალაქ ფივის ერთ–ერთ პირამიდაში. საინტერესოა, რომ პრისის პაპირუსის თემა აქტუალურია დღესაც. ეს არის ე.წ. თაობათა ბრძოლა. ყველაზე ძველი წიგნის ავტორი წუხს იმაზე, რომ ახალგაზრდები…

გაგრძელება

დაამატა Goga Patarkatsishvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 7, 2012 წელი. 9:30pm — 5 კომენტარი
________________

შველი ზამთარში

      შველი მარტო იყო. მარტო დადიოდა ზამთრის დანაღვლიანებულ ტყეში, წიწკნიდა ნედლად შემორჩენილ ბალახებს, კვნეტდა ნორჩ ყლორტებს, მწვანედ უქაფდებოდა პირი. ჩადიოდა ჩაღრმავებულში, ხმელი ფოთლებით სავსე ოდნავ ჩაბინდულ ხევში, დაეწაფებოდა პაწაწინა ტალღების ლიცლიცით მიმავალ მოშავო წყალს. სკუპით გადახტებოდა იმ წყალზე, ავიდოდა მაღლა, გაჩერდებოდა, იხედებოდა აქეთ-იქით, თუკი საეჭვოს არაფერს იგრძნობდა, ჩუმად დაიხავლებდა: _ ბეე! ბეე! _ არავინ გამოეპასუხებოდა და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 6, 2012 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

giooooo :))))) :PPPPP

იმიტომ! 

იმიტომ!

იმიტომ, რომ არ აძლევ თავს უფლებას გიყვარდეს, ბოჭავ შენს გრძნობებს, ცდილობ ყოველივე უარყოფითათ ნასწავლი პრინციპად აქციო შენი ცხოვრების ლოზუნგად, აშინებ შენს თავს და უნდობლობას უცხადებ შენს წმინდა გრძნობას, იმიტომ, რომ გაფორიაქებს ეს გარემო, ეს ხალხი, რაც მათგან გესმის და ეს ყველაფერი მხოლოდ უარყოფითია - არა, არა მე ისიც ვიცი რომ შენ ამ ყველაფერს ხვდები და უფრო მეტიც გრძნოობ ! გრძნობა რომ ეს უსამართლობა რომელიც ყოველი ჩვენგანის გულებშია…

გაგრძელება

დაამატა sopia kikacheishvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 6, 2012 წელი. 8:36pm — 4 კომენტარი
________________

პატარა სანთელი

Qwelly, blog, ბლოგი, ეკლესია, სანთელი, ტაძარი, ხატი, ქველი, candle       თანდათან თენდებოდა... ბინდისფერი გადაჰკვროდა სიცარიელეს... ტაძარში ღვთისმშობლის ხატის წინ მარტო მდგომი ვლოცულობ... ვლოცულობ და თან სანთელს ვანთებ, ჩუმად იღვენთება თაფლის სანთელი... მე კი მარტო ვარ და საოცარი გრძნობებით განწყობილი ფრესკებს ვესაუბრები... ლოცვა გამოჰკივის ტაძრის კედლებიდან, იდუმალ კივილს თან ერთვის ჩემი თრთოლა სულისა... ჩემს მზერას კვლავ პაწაწინა სანთელი იპყრობს, გაოგნებული შევცქერი მის მოკაშკაშე ალს, იწვის სანთელი და…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

გულიდან სისხლის წვეთები



მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით.…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 4:36pm — 1 კომენტარი
________________

ბებერი მგელი

ერთი რუხი მგელი დაბერდა, დაჩაჩანაკდა, მუხლმა უსუსტა, კბილებიც კი დაუცვდა

და გადაწყვიტა: მეყო მგლობა, ბოროტებას დავანებებ თავს და სიკეთის გზით ვივლი: ვიმარხულებ, მოვინანიებ, ვინძლო გატეხილი სახელი მოვიშორო და ზნეკეთილისა დავიმკვიდროო.

უნდა ტყის ბინადარი ამცნოს, მგლობას თავი დავანებე,ნურაფრის შიში გექნებათ, ცა ქუდადაც თქვენი იყოს და დედამიწა ქალამნადო. გაიგეთ, დაიჯერეთ, რომ…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 2:30pm — 3 კომენტარი
________________

მე... წვიმა და ფიქრები

      ცაზე ღრუბლები ერთმანეთს მიუახლოვდა და ჩამობნელდა... ალბათ იწვიმებს, მიხარია... იმიტომ, რომ მარტო აღარ ვიქნები... ვიქნებით სამნი: მე, წვიმა და ფიქრები... ფიქრებში კი სულ ჩემთან ხარ და მინდა რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს... ვდგავარ წვიმაში და წვიმის წვეთები მისველებენ სახეს, მათ ესმით ჩემი და ყველა მიტოვებული ადამიანის, ცდილობენ მანუგეშონ და მეფერებიან... ნელ-ნელე სახეზე სითბო ვიგრძენი, სითბო ცივი წვეთებისგან განსხვავებით... ეს ცრემლებია,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 11:00am — 1 კომენტარი
________________

მონატრება

დაღამდა...ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა,ცაზე უამრავი ვარსკვლავი ციმციმებს...ვზივარ ოთახში და შენზე ვფიქრობ,მინდა დაგივიწყო და სამუდამოდ ამოგიღო გულიდან,მაგრამ რა ვქნა, რომ არ შემიძლია...არ შემიძლია იმიტომ,რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,ვიცი ერთად არასდროს ვიქნებით,მაგრამ ვგრძნობ,რომ უფროდაუფრო მიყვარდები და მენატრები...მახსენდება ის ბედნიერი წუთები,როცა ერთად ვიყავით და…

გაგრძელება

დაამატა თამუნა გოგინაშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 11:00am — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dominate the Pitch with New Skills in EA FC 26:A Guide from MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 3, 2026.
საათი: 12:01pm 0 კომენტარი

The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

Qwelly World

free counters