როგორც იქნა ძვლებმაც გაიგეს გაზაფხული. დათბა. ხვალ კიდევ უფრო უნდა დათბესო, ასეთია მოლოდინები და ვნახოთ რა იქნება. მსოფლიოშიც თითქოს იწყება დათბობა - უკრაინისა დარუსეთის მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდი იმედისმომცემია. ვნახოთ, ხელმოწერა რა შედეგებს მოიტანს რეალურ ყოველდღიურობაში. საქართველოში ამ დროს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთის ლანძღვით არის დაკავებული. ცალკე პრეზიდენტის საკონსტიტუციო „პრობლემები“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამოიდარა, მზეც გამოვიდაო, მაგრამ დილა მაინც დიდთოვლობით დაიწყო - გზებზე კიდევ პრობლემები იყო გადაადგილებასთან დაკავშირებით. აი, ხვალიდან კი უეჭველად დათბებაო. მსოფლიოს ახალ ამბებში მოხვდა, ტრადიციულად, ამერიკის კინოდაჯილდოება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თოვლი უნდა შეწყდესო ამბობენ, მაგრამ ახლა ძლიერი ქარი იწყებს ქროლვას, საიდან წამოვა რა თქმა უნდა, არავინ იცის. დღეს მსოფლიო ლიდერების შეკრება იყო მთავარი ამბავი. სოლიდარობის ნიშნად, ერთი შეხედვით უკრაინისთვის შეიკრიბნენ, მაგრამ საზრუნავი ალბათ ყველას საკუთარი ქვეყანა აქვს. სამიტებს ზელენსკიც ესწრებოდა. საქართველოში ნატოს სასწავლო წრთვნებია აქტუალური. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2372 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2022 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
ყველაფერი ომის გარშემო ტრიალებს. მოლაპარაკებებიც არის, თუმცა შედეგები სახარბიელოდ არ ჩანს, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. მსოფლიო კვლავ დუღს უკრაინის პრობლემების გარშემო, მაგრამ გამოსავალი ან ომის გაჩერება არ შეუძლია. საქართველოში კვლავ შიდა გაურკვევლობაა და დახმარება-დაუხმარებლობის ყვედრება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2385 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოს გადაავიწყა კოვიდი. ახალი შტამები ჩნდება, თუმცა ისინიც აღარ არიან აქტუალურები. დღეს კი საქართველოში შეზღუდვების შემცირების ახალი გადაწყვეტილებები გამოჩნდა და პირბადეები საჯარო სივრციდან „მოიკვეთა“. ომი არ მთავრდება უკრაინაში და უკრაინელების გამძლეობა მსოფლიოს აკვირვებს. ამ ფონზე, დიდ-პატარა ქვეყნები პოლიტიკას თამაშობენ, მათ შორის საქართველოშიც. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2348 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინაიდან ჯერ კიდევ არავინ იცის ომი როდის დასრულდება, დღის მთავარი ამბები კვლავ უკრაინიდან იქნება. მაგრამ ამასთა ერთად, ძალიან ვრცელი და აქტიური ორშაბათი გამოდგა. ბოლო დღეების დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მაგრამ მოგვარებადი. დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო და ტრადიციულად მისი გამოსვლები გამეინსტრიმდა, ასევე პრემიერის და მინისტრების გამოსვლები. პრეზიდენტისთვის წაყენებული სარჩელიც კვლავ აქტუალურია. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა საქმე პარლამენტს ეხება, დღე უხვსიტყვიანი და მრავალკომენტარიანი გამოდის. დღესაც ასე იყო. ამჯერად, ვახტანგ გომელაურის საათი ჩაინიშნა და საკმაოდ ვრცელიც გამოდგა, თავისი მოხსენებიან-კითხვა-კომენტარებიანად. ომი არ წყდება უკრაინაში და დაბომბვები მშვიდობიან მოსახლეობაზე - უკრაინული პასუხი მტკიცედ დგომაა, ევროპული პასუხი კი საქნცია და „სხვის“ ომში ჩაურევნელობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2178 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ესეც მარტის განზოგება და უჩვეულოდ მოტრიალებული ზამთარი. თოვლია აღმოსავლეთ საქართველოში და ჯერ კიდევ თოვლიანი დღეები გველოდება სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ. მსოფლიო კვლავ უკრაინაში (პირობითად), თუმცა დახმარებები ომის მსვლელობას ვერ აჩერებ, დაბომბვებიც არ წყდება, არც საპირწონე სანქციები. საქართველოში როგორც იქნა საპარლამენტო დონეზე მოვინდომეთ ევროპაში შესვლა, მაგრამ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა საკანონდემბლო ტრიბუნიდან, ორი დღის ყველაზე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომი ისევ გაიხსენეს, დამნაშავეებზე ძებნაც გამაოცხადეს და ეს ამბავი საქართველოს და ქართველი ხალხის მორიგ გამარჯვებად ჩაწერეს, ეს უკანასკნელი უკვე საქართველოში მოხდა. პარალელურად, ამერიკა კრძალავს ყველაფერს რაც შეუძლია, მაგრამ რუსეთი მაინც ბომბავს უკრაინას და აგრძელებს ომს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2308 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ომის დასრულების კომენტარებს არცერთი მხარე არ აკეთებს, მეტიც პუტინი დამატებით მესიჯებს ავრცელებს ძლიერი და აღზევებული რუსეთის შესახებ. საპირწონედ, ევროსაბჭოდან რუსეთი უკვე „გარიცხეც“, უკრაინაში კი ბომბები უკვე სამშობიარო და საავადმყოფო სახლებს ხვდება. ჰააგა აქტიურად ინტერესდება ამ ომში დანაშაულების გამოძიებით. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2644 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკრაიანში ომია და საქართველოში დეფიციტის შიშით მაღაზიების გამოცარიელება - დაიტაცეს შაქარი, მარილი, ზეთი. აღმოჩნდა რომ უკრაინა არცერთის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა არ არის და მათ შემოდინებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჭამა მაინც უპირველეს ყოვლისა. დღის მთავარი თემა კვლავ უკრაინის ომი და საშველ-მშველელის ამბავი იყო, ასევე გომელაურის საპარლამენტო საათი და ფინანსები ბანკსა და მაღაზიებში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.4945…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომმა არც კლარა ცეტკინობა იცის. მსოფლიო ქალთა დღეს ზეიმობდა იმდენად, რამდენადაც ეზეიმებოდათ, მაგრამ უკრაიანში კვლავ ბომბების წვიმა იყო და აფეთქებები ისმოდა. სანქციები არ სრულდება და ყოველდღიურად უფრო ფართოვდება, ჰოდა ფაქტიც ასეთია - მხოლოდ ამ სანქციების და საკუთარი ძლიერი ბუნების იმედადაა დარჩენილი უკრაინელი ხალხი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.4233 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომი ნელ-ნელა იქითკენ მიდის რომ ტყუილ მართლის გარკვევა ნელ-ნელა უფრო რთულდება და დაძაბული ვითარება კიდევ უფრო მიდი ჩიხისკენ. უკრაინა ცის დახურვას ითხოვს მაგრამ ნატო უარობს, დაბომბვა კი გრძელდება. ჩვენთან მთავრობას უმეგობრობაში ადანაშაულებენ და აქციებიც იმართება. ლარი ძალიან ემოციური ვალუტაა, როგორც მინისტრი დავითაშვილი ამბობს, დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. ასე თუ ისე, ლარის ამბავი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაბომბვა შეწყდა მინიმუმ ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით, თუმცა დილით ჯერ კიდევ იბომბებოდა უკრაინა. საღამოს უკვე ზელენსკიმ შეძლო და ტელეხიდით რამდენიმე ქალაქს და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. საქართველოში კი აქტუალურია დამატებით ორი ამბავი - პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენება და რუსების შემოშვება-არ შემოშვების ამბავი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2744 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს დედის დღე აღინიშნება საქართველოში, თუმცა „მედიები“ ამაზე ძალიან ცოტას წერენ რადგან კვლავ მხოლოდ უკრაინის ზარი ისმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. დღეს ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთეთ. შედეგებს ყველა პესიმისტურად და სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ განაცხადი მაინც ხმამაღალია და გასაისტორიებელი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2479 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყოველი დაღამება ან ყოველი გათენება ბოლო კვირაა სრულად უკრაინული განწყობებით ივსება და მთელი მსოფლიო მისი ტრაგიკული ამბებით ივსება. უკვე ერთი კვირაა ომი არ წყდება და მოლაპარაკებების მიუხედავად დაბომბვები არ ნელდება. პარალელურად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველოშიც მომზადდა და ხვალ „განცხადდება“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2419 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2022 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომი რთულდება და უკვე მეექვსე დღეა უკრაინა კვლავ მარტო იბრძვის, იცავს თავს რუსეთის მრავალწახნაგოვანი თავდასხმებისგან. ნელ-ნელა დაბომბვებიც და გამოყენებული იარაღიც უფრო მძიმდება და ომი მთელი თავისი საშინელებით ედება „ევროპის ახალ გულს“, როგორც მას ზელენსკი უწოდებს. ამის ფონზე, საქართველოში არის არეულობა და პროტესტი არსებული მთავრობის და მისი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. უკრაინაში თოვს, საქართველოში კი 4 მარტამდე 16 გრადუსამდე მოიმატებს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომი უფრო ხანგრძლივი და სასტიკი გამოდგა. ალბათ, ასეც არ ვარაუდობდა არავინ, მათ შორის არც თავდამსხმელი რუსეთი და არც დამხდური უკრაინა, მაგრამ ფაქტი ასეთია - ომი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება და ნელ-ნელა უფრო მკაცრდება კიდეც. დღესვე განსაკუთრებით აქტუალური იყო პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლები და მერე მისი კომენტარები. ჰაკერებისგან კი ველოდებით რუსეთის აგენტების სიას და იქ ქართული გვარ-სახელების ამოკითხვას. ასე მიიწურა თებერვალი. ლარის ამბავი - 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კიდევ ორი დღე ომში - უკრაინაში ომი გრძელდება და რუსები ჯერ-ჯერობით არ ჩერდებიან. მეტიც, დღეს უკვე პუტინმა ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე მზაობის და მომზადების ბრძანებაც გასცა. სანქციები მკაცრდება და უკრაიანში საბრძოლო იარაღი იგზავნება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1720 ლარია.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 27, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ოკუპაციის დღეა! აი, ყოველ წელს რომ თბილისის თალხსა და ცელით მოსულ სიკვდილზე წერენ ხოლმე, ის დღე. თუმცა ამჯერად ოკუპაცია უკრაინაში მიმდინარეობს და მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს დღის წესრიგიც სწორედ უკარაინიდან „იმართება“. ომის საშინელებამ ბოლო ორი დღე ისეთი ხანგრძლივი გახადა რომ გამორკვევაც კი ჭირს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1540 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2022 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
3. Manipulating the Fear of the Unseen: Ambush from the Shadows
One of the most primal fears in human nature is the fear of what cannot be seen or understood. This is the foundation of many successful ambushes in Skull and Bones. By keeping your presence hidden until the perfect moment, you can capitalize on your enemies’ uncertainty, leaving them unprepared for your assault.
a) Hide in Plain Sight
Sometimes, the most effective way to ambush an enemy is by hiding in a place…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•