Qwelly ბლოგი (4,240)

წიგნი რომელიც სამჯერ წავიკითხე და კიდევ 3 ათასჯერ წავიკითხავდი :))

"იმედგაცრუებულმა განვაგრძე გზა. არ ვიცოდი სად მივდიოდი. არავითარი მიზანი და მოვალეობა არ არსებობდა ჩემთვის. ცხოვრებას ღვარძლივით ამაზრზენი გემო დაჰკრავდა. ვგრძნობდი, უფრო და უფრო მაბეზრებდა. აი, უკვე რა ხანია მაწუხებდა გულისრევა, ვხედავდი, როგორ მაპანღურებდა და მაბურთავებდა ცხოვრება . გაბოროტებული მივაბიჯებდი შუა ქალაქში, ყოველი მხრიდან ნოტიო მიწის და სამარის სუნს ვგრძნობდი.. არა..შაოსანი ყვავები ჩემს საფლავთან ვერ ეღირსებიან დგომას, ვერ მოიფხანენ გულს…

გაგრძელება

დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2012 წელი. 1:30am — 2 კომენტარი
________________

მსოფლიო საეკლესიო კრებები

ირველი მსოფლიო საეკლესიო კრება…

გაგრძელება

დაამატა tsira_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2012 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღირ-სახილველი... (ნაწილი III)

ჩვენი ქვე-ყანა... ყველა-ფერი გადაუღიათ უკვე...

 

ფოტო-კოლაჟი თვალის საამოდ...

"დღის ბუ"…

Snowy Owl in Flight

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2012 წელი. 5:30pm — 9 კომენტარი
________________

გატეხილი ადამიანი

გატეხილი ადამიანი, jafo, jafara, blog, qwelly, post, დღიური, ბლოგი, gatexili adamiani, მოთხრობა, დღიური, ჯაფო, ჯაფარა გატეხილი ადამიანი

      სპეციალური გამოშვება! დღეს უმიზეზოდ ქალაქში სამ ადგილას დაჭრეს მოზარდი, რომლის ჯანმრთელობა სტაბილურია. მიმდინარეობს გამოძიება.... ჩვენ შეგვიძლია პირდაპი ეთერში გავესაუბროთ დაზარალებულს...

  - რა მოხდა? ვინ იყვნენ თავდამსხმელები? სხვა დროსაც თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა? რა მიზეზით დაგესხნენ თავს? რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო? თუ…

გაგრძელება

დაამატა David Jafaridze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2012 წელი. 6:00am — 5 კომენტარი
________________

სად არის პროგრესი?!

ძველად

- ნათელააააა.... ნათელააააააა!!!

- რა იყო ლამარა, რა დამფრთალი მამალივით კრიახობ ამ დილაუთენია.

- ქალო მიშველე რამე, თორემ გავყავი ბაწარში კისერი.

- რა ბნედა დაგეცა შე არ სასიკვდინე.

- ჩემს ბაღანას დააყარა წითელი კოპლები, აი შენ ბაღანას რომ ჰქონდა მასე. ბატონები ჰყავს ამასაც, მოუკვდეს დედა, მიშველე რაცხა... იგი მწვანე რაცხა რომ გქონდა უნდა მათხოვო ცოტა და ხვალ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2012 წელი. 10:30pm — 10 კომენტარი
________________

ჩაკ ფინი



მოსფლიოში ყველაზე გულუხვი მილიარდერი, 81 წლის ამერიკელი ბიზნესმენი ჩაკ ფინია.

ფორბსის მონაცემებით მას $ 7,5 მილიარდი აქვს, ხოლო საქველმოქმოდო საქმეს $ 6.2 მილიარდი მოახმარა. მისი ფონდები აფინანსებენ განათლების სფეროს, მეცნიერებას, ჯანდაცვას და ა.შ, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ვიეტნამში,ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში. მას ხშირად უწოდებენ…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2012 წელი. 2:30pm — 2 კომენტარი
________________

ფულით შეიძლება იყიდო

საწოლი - მაგრამ არა ძილი

Qwelly, ბლოგი, ქველი, ფული, ყიდვა, შეძენა, სიმდიდრე, ბედნიერება

საათი - მაგრამ არა დრო

Qwelly, ბლოგი, ქველი, ფული, ყიდვა, შეძენა, სიმდიდრე, ბედნიერება

Qwelly, ბლოგი, ქველი, ფული, ყიდვა, შეძენა, სიმდიდრე, ბედნიერება

წიგნი - მაგრამ არა ცოდნა

Qwelly, ბლოგი, ქველი, ფული, ყიდვა, შეძენა, სიმდიდრე, ბედნიერება

Qwelly, ბლოგი, ქველი, ფული, ყიდვა, შეძენა, სიმდიდრე, ბედნიერება

Qwelly, ბლოგი, ქველი, ფული, ყიდვა, შეძენა, სიმდიდრე, ბედნიერება

წამალი - მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2012 წელი. 12:30pm — 8 კომენტარი
________________

იყავით ორიგიალურები სიყვრულშიც ))))

"დიდი ხანია მინდოდა მომეწერა, მაგრამ ირაციონალურობას მოეცვა ჩემი აზროვნება. შენ ჩემი მრავალუცნობიანი განტოლება ხარ რომელსაც დისკრიმინანტი არ გააჩნია. მე მინდა ჩემი გული მარტივ მამრავლებად გადმოგიშალო, მე ჩემს თავს შენ გადარებ და ნაკლებობის და ტოლობის ნიშნის მეტს ვერაფერს ვამჩნევ. ჩემი აზრები უსასრულოდ გიახლოვდება, როგორც წრფე ჰიპერბოლის შტოს, ჩემი გულის ცემის ფუნქციის გრაფიკი შენს მუდმივ კოეფიციენტზეა დამოკიდებული. მინდა ჩვენმა ცხოვრების…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2012 წელი. 2:30am — 2 კომენტარი
________________

ამონარიდი გი დე მოპასანის ”ლამაზი მეგობრიდან”

"რამდენ სიტკბოებას მოგვცემდა ცხოვრება, ერთმანეთისგან სრული დუმილის იმედი რომ გვქონოდა! ხშირად, ძალიან ხშირად ქალი იმიტომ იკავებს თავს, რომ თავისი ნაჩუმარის გამჟღავნებისა ეშინია. რამდენი ქალი აყვებოდა უცაბედ ვნებას, მოულოდნელსა და ძლიერ წუთიერ ჟინსა და სიყვარულის ოცნებას, ხიფათი რომ არ მოელოდეს, რომ წუთიერ სიტკბოებას საქვეყნო აყალმაყალი და მწარე ცრემლი არ მოსდევდეს! თუ საიდუმლოს დაცვა უზრუნველი იქნებოდა, ქალების ურყევი მორალიც დიდხანს ვერ გასძლებდა!"

ეთანხმებით მოპასანს?

დაამატა elene vadachkoria_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2012 წელი. 1:02am — 2 კომენტარი
________________

ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის შესახებ

ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის შესახებ

   

ავტორი: არჩილ მეტრეველი



 „როცა რაიმე ბრალისათვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას – ეს არის თვითნებური შეკრება,…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2012 წელი. 4:11pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

      საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2012 წელი. 3:00pm — 2 კომენტარი
________________

რუსეთში ქართველი მეფეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისია ამოქმედდა

რუსეთში ქართველი მეფეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისია ამოქმედდა 19/12/12 13:20 რუსეთში ქართველი მეფეების ვახტანგ VI-ს და თეიმურაზ II-ს საქართველოში გადმოსვენების საკითხზე მომუშავე სპეციალურმა კომისიამ დაიწყო მუშაობა.…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2012 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა უფლისწული

      როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.

      და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2012 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წმიდა ნიკოლოზი - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 345) 6 (19) დეკემბერი

წმიდა ნიკოლოზი - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, 

საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 345)

6 (19) დეკემბერი

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ.…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:59pm — არ არის კომენტარები
_______________

ნიკოლოზ, იაპონიის მთავარეპისკოპოსი

მოციქულთასწორი ნიკოლოზ, იაპონიის მთავარეპისკოპოსი (+1912)

3 (16) თებერვალი

წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერობაში-ივანე დიმიტრის ძე კასტიკინი), 1836 წელს დაიბადა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. იგი ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მომავალი წმიდანი, საფუძვლიანი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად აღიკვეცა ნიკოლოზის სახელით, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:57pm — არ არის კომენტარები
_______________

ნიკოლოზ ქართველთა მნათობი

ღირსი მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (+1308)

3 (16) ნოემბერი

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერლის შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული.

წმიდა ნიკოლოზი…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:56pm — არ არის კომენტარები
_______________

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი (IX)

24 (6.01) დეკემბერი

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცთუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა. მხედარს ზეციური ჩვენებით განეცხადა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:56pm — არ არის კომენტარები
_______________

ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი

ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი

28 (12.03) თებერვალი

ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი სამ ათწლეულზე მეტ ხანს სალოსობდა. უფლის სათნომყოფელმა მამამ სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. თანაქალაქელები მას „მიკულას“ ეძახდნენ, რაც ბერძნულად ნეტარს, სალოსს ნიშნავს.

1570 წლის თებერვალში გამძვინვარებული ივანე მრისხანე მოადგა ფსკოვს, რომლის მცხოვრებლებსაც ღალატში დებდა ბრალს. განსაცდელში მყოფი ქალაქი ლოცვად იყო დამდგარი. დილით, როცა…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:53pm — არ არის კომენტარები
_______________

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925)

 16 (29) მაისი

მეათე საუკუნის კონსტანტინოპოლში შექმნილი იყო საიდუმლო საბჭო, რომელთა უმაღლეს მოხელეებს მისტიკოსებს ეძახდნენ. კონსტანტინეპოლელი პატრიარქი, ნიკოლოზი, სწორედ ამ სტატუსის და ზედწოდების მატარებელი იყო, როგორც საბჭოს უმაღლესი წევრი. მას სამეფო კარზე ამ საბჭოში მსახურებისათვის ეწოდა. საპატრიარქო ტახტზე იგი 895 წელს აღსაყდრდა. 905 წელს მეოთხედ უკანონოდ დაქორწინებული იმპერატორის, ლეონ I-ის…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნიკოლოზ დვალი

 ნიკოლოზ დვალი (+1314) 

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად…

გაგრძელება

დაამატა nika grani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2012 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters