ჩეხეთში, სამხრეთ მორავიის ერთ პატარა სოფელში (ლუვკა, Louka), ერთი ქალბატონი თავის პიროვნულ მისიად მიიჩნევს სოფლის მკიდვრთა, მეზობელთა სახლების და კარმიდამოს გალამაზებას. ეს არა მხოლოდ გამოცხადებული და შორი მიზნების მისია გახლავთ, არამედ, ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებული. ამაში ახალი და გასაკვირი არაფერია. რამდენი ადამიანი ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს სხვებს?! (კარგი იქნებოდა, ამას სანაცვლოს მიღების გარეშე ცდილობდნენ, მაგრამ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2017 წელი. 6:21pm —
1 კომენტარი
________________
ორ ათეულ წელზე მეტია, უძველესი იაპონიის, ასევე ძირძველ, ისტორიულ სოფელში - ინაკადატე (Inakadate) - ბრინჯის პლანტაციებია გაშენებული. ცხადია, ამაში გასაოცარი და ახალი არაფერია, როდესაც მთელი იაპონია ბრინჯის მოყვანით არის ცნობილი. საქმე ის გახლავთ, რომ აქ ბრინჯის პლანტაციები მოლბერტად გვევლინება, რომელზეც ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუშები „ამოიქარგება“ ხოლმე.
1993 წლიდან, ინაკადატეს ფერმერებმა გადაწყვიტეს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2017 წელი. 4:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რომელი გოგო გაბედავს და იტყვის, რომ არ უოცნებია დისნეის პრინცესობაზე! უბრალოდ, არ დავუჯერებთ (ან, მას უბრალოდ არცერთი მულტფილმი არ უნახავს, თორემ დისნეის საოცნებო ქორწილები ჩვენი ბავშვობის ფერადი სიზმრების ნაწილია). გაგახარებთ, ეს უკვე შესაძლებელია, რადგან ყველა პრინცესა, საბოლოოდ ქორწილით და დიდი კაბით ასრულებს ზრაპარს, ჰოდა, სწორედ ამ საქორწილო კაბების ჩვენება და ყიდვა-გაქირავება მოაწყვეს დისნეიში. დღეის ამას იქით თქვენ შეგიძლიათ იქცეთ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2017 წელი. 1:30pm —
1 კომენტარი
________________
ბუნება თქვენს თეფშებზე ახალი არ არის, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა ოჯახში მოიპოვება ყვავილდახატული, ფოთლებ მიხატული ან ჩიტებით გამშვენებული ჭურჭელი. მარტო, მადონას სერვიზი რად ღირს - იქ ხომ ყველა ფოტო ბუნების წიაღშია გადაღებული/დახატული. მაგრამ არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ბუნებისადმი სიყვარულს, არა მხოლოდ დანახვით, არამედ შეხებითა და ფორმების შეგრძნებით განიცდიან.
ქმრის სამშობლოს - კოლორადოს მონახულების შემდეგ, კორეელი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2017 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
ქსოვა თუ არა იცით, მაგრამ ზამთრის სიცივე უკვე გაშინებთ; ამასთანავე, გინდათ შედარებით ორიგინალურად გამოიყურებოდეს თქვენი მკლავები; არ გიყვართ სქელი ჯემპრები, რომლებიც თქვენს წონას და წონისშესახედაობას აორმაგებს, მკლავებს კი ჩამოქნილიდან, ჩამოშენებულამდე ამძიმებს; თუკი ფიქრობთ, რომ ჩექმებამდე ჯერ შორია, მაგრამ შემოდგომას უკვე უხდება ზამთრის აქსესუარები, მაშინ კარგად გადაათვალიერეთ ჩემი დღევანდელი ბლოგი. /ეს ნამდვილად თქვენთვისაა ან…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2017 წელი. 1:42pm —
2 კომენტარი
________________
მუცელმაძოვნებელი - ასეთი შეფასება არ გააკეთოთ ჩემი პოსტის ნახვის შემდეგ, არ მინდა ჩემზე ცუდად ფიქრობდეთ, მაგრამ რა ვქნა - საჭმელზე მომზადებული პოსტების წარმოდგენა, უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამჯერადაც ასეა.
წარმოიდგინეთ, სადღაც, ადამიანების გონებაში გაჩნდა იდეა, რომ კრუასანების მარტო ჭამა კი არა, ანთება შეიძლება. მერე, რატომ მარტო კრუასანების?! ყველაფერი რაც ცხვება და სივრცე აქვს (თხელ, იმერულ, ყველითგატენილი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2017 წელი. 7:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გადაწვეტილება წვერის მოშვების შესახებ, უნდა შეათანხმოთ ცოლთა! ა, თუ არ გყავთ, მაშინ როგორც გენებოთ.
ეს იმიტომ დავწერე, რომ პირადად მე არ მომწონს უშველებელი წვერი, მაგრა, ჩემი დღევანდელი პოსტი, სწორედ რომ წვერგაუპარსავებს ეხებათ. თუკი, წვერგაუპარსავი ოდესღაც ნიშნავდა - ახალგაზრდა ჭაბუკს, ჯერ უწვერულს, წვერი რომ არ ამოსვლია და რას გაიპარსავდა, ამჯერად, წვერგაუპარსავია ის, ვისაც უბრალოდ ავიწყდება მისი გაპარსვა, სამაგიერო არ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2017 წელი. 6:03pm —
1 კომენტარი
________________
დაძინების წინ კარგ იუმორს ცოტა რამ თუ შეედრება. და ვინაიდან, მთელი მსოფლიოს კინომოყვარული საზოგადოება დანაღვლიანდა სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის დასრულებით და მერვეს ლოდინში წლების თვლას შეუდგა, იქამდე, ძალიან კარგი იუმორისტული ფოტოსერია გამოჩნდა ინტერნეტში. ოლიმპიადაზე ალბათ ჯორჯ მარტინს არ უფიქრია, ამიტომ, ოლიმპიადა ვესტეროსში, მაყურებლებმა მოაწყვეს ცნობილი ფოტოებით!…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2017 წელი. 2:30am —
1 კომენტარი
________________
ესთეტიკის კიდევ ერთი მწვერვალი - ცეკვა! განსაკუთრებით სასიამოვნო და აღმფართოვანებელი და მსოფლიო ცეკვებს შორის ყველაზე სათუთი - ბალეტი. რა ხდება მაშინ, როდესაც მოფარფატე ბალერინების თუ ბალერონების ცხოვრებაში კამერა გამოჩნდება? ფოტოგრაფიის ესთეტიკა ჯომოლუნგმასკენ მიიწევს. ჯეიკობ ჯონასის (Jacob Jonas) კომპანია სწორედ ამ გზას არის შემდგარი. კამერები და მოცეკვავეები (#CamerasAndDancers), არის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2017 წელი. 5:20pm —
არ არის კომენტარები
_______________
დახვეწილი, მოხდენილი, ელიტარული და მიმზიდველი, უმაღესი მოდის ნაწილი და რაც დრო გადის, თითქმს ყველა კაბის მორთულობაში ჩასმულ-ჩაკვეხებული, ოდესღაც ალბათ მხოლოდ ღამის პერანგებისთვის ან საღამურებისთვის მოფიქრებული, ვიღაცისთვის მხოლოდ „ზანავესკას“ (ფარდას ერქვა ჩემს ბავშვობაში) მიმსგავსებული მაქმანი, ამჯერად სხვა ჟანრში ცდილობს ბედის მონახვას. მართალია, ჯერ ელი სააბის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2017 წელი. 9:40pm —
1 კომენტარი
________________
თუკი, ძილმოყვარე ხართ და ამის გამო ხშირად გაქვთ პრობლემები, ცხადია ყველა პრობლემას ჩემი ბლოგი ვერ მოგიგვარებთ, მაგრამ ზოგჯერ ასეთი პრობლემებიც არის ხოლმე - ძილის გამო ოდნავადაც არ ცდილობს კულტურულ და გონებრივ ზრდას. ანუ, ასეთ დროს, თქვენი დაქალები გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ არ დავყვებით შოპონგზე! თუმცა ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე მყოფნი გვსაყვედურობენ, რომ არ გვცალია კინოსთვის, თეატრისთვის, მუზეუმისთის. კინო-თეატრზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2017 წელი. 5:46pm —
1 კომენტარი
________________
ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ცხოვრებას რა სჯობს, განსაკუთრებით ისეთ სიცხეში, ამ აგვისტოს ქუთაისში რომ დაიჭირა. დუღს ქალაქი და ვდუღვართ ჩვენც, მაგრამ ადამიანები მსოფლიოს გარშემო, არა მხოლოდ კონდიციონერით გრილდებიან, არამედ ბუნების, ტყის ბუნებრივ სიგრილეს ამჯობინებენ ხოლმე და გაგიკვირდებათ, მაგრამ პირდაპირ ხეებზე ცხოვრობენ - ჩიტებივით. ფრენა ხომ ადამიანის დაუოკებელი სურვილია ჯერ კიდევ ანტიკური მითოსიდან თუ თქმულებებიდან მოყოლებული. მაშ ასე:…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2017 წელი. 5:43pm —
არ არის კომენტარები
_______________
სრულიად შესაძლებელია კოკო შანელს არც უთქვამს ეს სიტყვები, რომ შავი ყოველთვის ელეგანტურია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ ეთქვა. მაინცდამაინც დიდ აღმოჩენას ეგ არ წარმოადგენს, ამიტომ კოელიოს ნუ მიაწერთ და ვინც გინდათ ის იყოს - დიახ, მართლაც შავი ყოველთვის ელეგანტურია და კონდიტერები, ერთგვარი ქველინარები, მთელი მსოფლიოს გარშემო, შეთანხმდნენ იმაზე, რომ შავი ტორტის ჭამაც ყველაზე ელეგანტურია. ამ პოსტში, არ იქნება ერთი ვისამე…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2017 წელი. 4:43pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუნების ნაზავი ან ბუნებრივი კომპოზიცია, ინგლისურად Nature Medley - ასე უწოდა, ფოტოგრაფმა ჯილ ბლისსმა (Jill Bliss) თავის ნამუშევრებს. მას მთელი კოლექცია აქვს, რომელსაც ბუნების საჩუქრებით აკეთებს და შემდეგ ფოტოებს უღებს. მაგრამ მე მისი ვრცელი ნამშევრებიდან, მინდა სოკოები გაჩვენოთ. ქველზე უკვე გამოქვეყნდა ძალზედ მრავალფეროვანი ორი პოსტი, რომელიც სოკოებს მიეძღვნა, ერთი გვეუბნებოდა, რომ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2017 წელი. 3:32pm —
1 კომენტარი
________________
ფოტოგრაფები სულ იმაზე წუწუნებენ, თუ რა რთული პროფესია აქვთ, რადგან მათი საქმიანობა წამის დაჭერაშია. დიახ, ვიდეოს გადაღება მარტივია - ჩართე კამერა და რაც კამერაში მოხვდება, თუნდაც გასაოცარი მომენტი, ამოჭერი შეინახე და ეგაა, კარგი ვიდეოგრაფერი ხარ. ფოტოგრაფია კი სულ სხვაა - ზოგჯერ სულ რაღაც წამის მეასედი გაქვს და იქ უნდა მოასწრო აფრენილი ჩხკივნის გადაღება ან პირდაღებული პითონისგან გადარჩენილი ზაზუნას ფოტოზე ასახვა და ა.შ.
ყოველივე…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2017 წელი. 1:04pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლები რაც ადამიანებმა ხის ფირფიტებიდან, თიხის ჭურჭლიდან, ტილოებიდან და ქაღალდებიდანაც კი გადმოინაცვლეს და სხეულის მხატვრობას შეუდგნენ. ათვლის წერტილად, მაინც 1960-იანი წლები ითვლება, რომელიც ერთგვარი გამოძახილი აღმოჩნდა ისტორიული Ta Moko-სი (ეს გახლდათ, ახალ ზელანდიაში, მაორის ხალხთა სხეულის მხატვრობა). მოგვიანებით ჩნდება ტატუირება…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2017 წელი. 11:46pm —
არ არის კომენტარები
_______________
მგრძნობიარე, სენსიტიური, უსაზღვროდ ესთეტი ადამიანი თუ მოიფიქრებდა იმას, რომ კედელი ყვავილების ბადით დაეფარა. გინახავთ ალბათ, წლობით გაგრძელებული მშენებლობები და საბოლოოდ, დაუსრელებელი შენობების ირგვლივ შავად, მწვანედ ან მუქლურჯად გახუნებული და შერჩენილი ბადეები (მტვრისგან დაცვის იდეას რომ ატარებენ), იმათ ფონზე, ამ ახლებური ბადის ნახვა, ნამდვილი ნეტარებაა.
კორნელიუს გავრილი - ესაა სახელი და გვარი იმ ადამიანისა, რომელმაც მოიფიქრა,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 4, 2017 წელი. 5:13pm —
არ არის კომენტარები
_______________
იტყვიან ხოლმე, მოდა არ იცვლებაო, ან მოდა ბრუნდებაო. რაც ადრე იყო მოდაში, ახლაც ის არის, ან მალე შემოვაო. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრიალებს თუ არა მოდა, განიცდის თუ არა წრებრუნვას, დღევანდელი პოსტი სწორედ ამ საკითხით დაინტერესებულებს ასიამოვნებს. თქვენს წინაშე გადაიშლება მოდა მეთვრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე. ფოტოების და იდეის ავტორი გახლავთ კელი რიჩმენ-აბდოუ, რომელიც მოდის სამყაროში, ერთ-ერთი გამორჩეული…
გაგრძელება
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2017 წელი. 1:42pm —
არ არის კომენტარები
_______________
შესაძლოა სათაურზე გაიფიქრეთ, უცოდინარია ვიღაცაა, წყალქვეშა მდინარე კი არა, წყალქვეშა დინება ჰქვია მაგასო, მაგრამ ცდებით! ამჯერად, საქმე გვაქვს სწორედ რომ წყალქვეშა მდინარესთან (ჟიულ ვერნი არაფერ შუაშია). რამდენიმე წლის წინ, მეცნიერები, შავ ზღვაშიც საუბრობდნენ წყალქვეშა მდინარეზე, მაგრამ ის უფრო დინება აღმოჩნდა, ვიდრე მდინარე. ახლა კი, უნდა გადავინაცვლოთ ოკიანის გადაღმა, მექსიკის ყურესთან და იქ ვეძიოთ პასუხი იმაზე - თუ რა არის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2017 წელი. 4:45pm —
1 კომენტარი
________________
როგორ არ ეცადა კაცობრიობა, ეს მღრღნელი შემოერიგებინა, მაგრამ ამაოდ - მაქსიმუმ, რაც გააკეთეს, გამოაშტერეს და დაიმონეს, ამიტომ დღემდე, ადამიანების ორი კატეგორია არსებობა, ზოგიერთს ძალიან უყვარს ისინი, ზოგიერთს კი ზედმეტად და გაუაზრებლად სძულს. არადა, ციყვიც ხომ იგივე მღრღნელია, უბრალოდ ფუმფულა კუდი აქვს.
თაგვებს კი მიუძღვნეს მულტფილმები, ტომი და ჯერი იქნება ეს თუ, ქართული…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2017 წელი. 5:49pm —
1 კომენტარი
________________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•