შორენა კენჭოშვილი'ს ბლოგი (88)

წყალობა ზამთრის ზაფხულად შემცვლელი

      „შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას.. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა.. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი..”

წმინდა ნიკოლოზ სერბი

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2014 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბეგბედერი

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობაა, მაგრამ ამას ჩემ გარდა ვერავინ ხვდება, რადგან მე სულ ვიღიმი. ვიღიმი, რადგან მგონია, თუ ჩემს უბედურებას დავმალავ, იგი გაქრება. ეს გარკვეულწილად ასეცაა: რაც არ ჩანს, ის არც არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ხილული და მატერიალურია,სადაც ყველაფერს შეგიძლია ხელით შეეხო. ჩემი ტკივილი კი უხილავია

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2014 წელი. 5:30pm — 2 კომენტარი
________________

იცოდე!

არასდროს გაწირო ადამიანი, არცერთი ადამიანი!

ყველაზე მდაბიო სულის ადამიანსაც კი აქვს სული , რომლის ხათრით ის შეწყალებას ყოველთვის იმსახურებს , რადგან სულის გადარჩენა, სულ შეიძლება!



ადამიანის ტვინი ძალიან პატარაა იმისთვის , რომ მუდამმთელს მსოფლიოზე იფიქროს !

თუმცა ადამიანის გულია იმდენად დიდი , რომ შიგ მთელი მსოფლიოს ჩატევა შეუძლია!



გახსოვდეს!

სიყვარული არის შენი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2014 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მშვიდი ცურვა

      მიენდე იმას, რაც მოგეცა. მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები ნიჩბები, მოუსვი ისე, რომ ხელი არ შეუშალო შენს გვერდით მოცურავეებს, რომლებიც შენსავით ეძებენ სწორ და ნეტარ რითმს... ეცადე შეინარჩუნო ნელი, მშვიდი სვლა, არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა, რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენს არსებას, მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

ადამ-იანო, რას დამსგავსებულხარ!

დიახ, უნდა იტანჯო, ადამიანო!

უნდა იტანჯო!

ყველა როგორ გაურბის ცხოვრების მარწუხებს, ყველა როგორ ცდილობს სიმდიდრის მოპოვებით კომფორტის მოწყობას... და ამით რა? დაიფერფლებიან და ჩაიფშვნებიან მიწაში... რა სარკაზმია, რა დაცინვაა მთელი ცხოვრება!

წვალობ, წვალობ და ბოლოს მიწაში გდებენ... ალბათ, ყველას ცხოვრებაში დგება დრო, ღმერთის დაშვებით, რომ მსგავს რამეზე დაფიქრდეს! 

გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს და ყველა გზაზე მივდივართ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2013 წელი. 6:35pm — არ არის კომენტარები
_______________

ილია მეორე

ერთხელ ვკითხე ყვავილს, ჩიტს და ადამიანს, რა არის სიყვარულითქო?! ..... ყვავილი აყვავდა , ჩიტი აჭიკჭიკდა და ადამიანი ატირდა!... გ ი ყ ვ ა რ დ ე თ ! თუ გსურთ შეხედოთ სამყაროს ბედნიერებით აღსავსე ცრემლიანი თვალებით!!

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2013 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

სიყვარულსა და სიცოცხლეზე

ერთ-ერთ ლიტერატურულ ბლოგზე ვიპოვე, მომეწონა და მინდა გაგიზიაროთ.

       "სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2013 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სიყვარული (ქადაგება)

      სიყვარულზე მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო და ჩემო სულიერო შვილებო - ქრისტეს მიერ სულიერო შვილებო.

      ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, თუ რა არის სიყვარული, რა გრძნობაა? ამის თაობაზე ძალიან მარტივად ბრძანა უფალმა: როგორც მე თქვენ შეგიყვარეთო, თქვენ ერთმანეთი გიყვარდეთო, თქვენო - ერთმანეთიო... ადამიანს, რომელსაც გააჩნია მეორე ადამიანის სიყვარული, და სხვა ადამიანები არ უყვარს - სიყვარული არ გააჩნია, მას მხოლოდ თავისი თავი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2013 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

დიდი მეუდაბნოე აბბა ამმონი

"სიყვარულს არ შეუძლია არავის სიძულვილი, არავის განსჯა, დაჩაგვრა, წყევლა, არც ზიზღი და წყენა. ეს ეხება, როგორც მართალთ ასევე ცოდვილთ, უცხოს და თვისტომს, უწმინდურსა და გარყვნილს. პირიქით მას სწორედ ცოდვილთა, უძლურთა და დაცემულთა სულების წყლულები უფრო ადარდებს და სტკივა, იგლოვს და განიცდის მათთვის, თანაუგრძნობს მათ ბევრად უფრო მეტად ვიდრე კეთილთა და მართალთ. ამის მაგალითი თავად ქრისტეა, რომელიც თავადპოულობდა ცოდვილსა და დაცემულს, შედიოდა მის სახლში, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად. გვიჩვენებდა რა,…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2013 წელი. 11:49am — არ არის კომენტარები
_______________

რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?!

რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?! დროსა და სივრცეს შენს ლაჟვარდთან, თქვი, რა ხელი აქვთ?! შენი უღელი პეპლების ფრთებს უჭირავთ ცაზე, შენი ტვირთები გულუბრყვილო თეთრ კრავებს მიაქვთ. შენ აქ რა გინდა?! შენი ბინდა ზეცაში უთქვამთ! ადამიანებს რას გვასწავლი, რას გამოგვრჩები? საკუთარ თავის სიყვარულში გველევა სუნთქვა, მერე გვიკვირს, რომ უსაშველოდ მძიმდება ჯვრები. რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე, სამ-სამჯერ გგმობენ პეტრესავით როცა მსახურნი, ამოგათრევენ ახლადგახსნილ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

სტეფანჩიკოვოს სოფელი

თეოდორ დოსტოევსკის შემოქმედებიდან:

      "მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2013 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

      "ტომაში გაკვირვებული იყო, როცა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ტერეზას მისი ხელი ეჭირა. უყურებდა და არ ესმოდა, რა ხდებოდა... გასულ რამდენიმე საათს იხსენებდა და გრძნობდა, რომ იქიდან მისთვის სრულიად უცნობი ბედნიერების სურნელი ვრცელდებოდა..." "ტომაშმა გაიფიქრა: ქალთან წოლა და ქალთან ძილი არა მარტო ორი განსხვავებული ვნებაა, არამედ საპირისპიროც. სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2013 წელი. 8:00pm — 2 კომენტარი
________________

"იდიოტი" დოსტოევსკი

"-იცით რა: ვთქვათ, ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას იზამდით? წეღანაც მინდოდა მეკითხა. _მე... მე დუელში არავინ გამომიწვევს. _მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ? _მგონი...შემეშინდება. _მართლა? მაშ ლაჩარი ხართ? _არა, მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის,_მცირე ფიქრის შემდეგ შეჰღიმა თავადმა. _თქვენ არ გაიქცევით?_უთხრა აგლაიამ. _მე მგონი, არა,_ახლა კი სიცილი ვეღარ შეიკავა თავადმა."

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2013 წელი. 5:23pm — არ არის კომენტარები
_______________

კონსტანტინე გამსხურდია დედავ,მისტიურო ქალო!

გიყურებ ბნელ თვალებში. მეშინია ჩემი წარსულის. შორით მოდიხარ ვით ავესტას მოხუცი მოგვი. წელში მოხრილი როგორც მშვილდი ჩემი ბავშვობის. გინდა ვიტირო, რომ მე ასე ახალგაზრდა ვარ. ასე ახალგაზრდა დედა ვარ. ასე მოხუცი დედა მყოლია. კითხულობ ჩემს ნაწერებს. გული მტკივა: ჩემი არ გესმის.

შენ ხომ გაიგებ, როცა ავად ვარ. ის კი არ გესმის, თუ რა სტკივა ამ ჩემ უკვდავ სულს. გიყურებ.გხედავ და შენს თვალებში მელანდება დაღალულ სისხლის ბნელი წარსული. ვინ შეგეხვეწა ნაციებ მინდვრებში გაზრდილი _…
გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2013 წელი. 10:14pm — არ არის კომენტარები
_______________

სიკვდილის უბედურებაზედ

      სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ემა გოლდმანი რელიგიების შესახებ

     ყველა ორგანიზებული რელიგია, მათი ღვთაებებიანად, ღმერთკაცები და წინასწარმეტყველები, მესიები და წმინდანები უცოდინარი ადამიანის შეწუხებული ცნობისმოყვარეობის ქმნილებებია. თავისთავად, სამოთხე არაფერია, თუ არა მირაჟი, რომელშიც ადამიანი, – რწმენითა და უცოდინრობით ეგზალტირებული - ხედავს საკუთარ განათებულ სილუეტს. მაშასადამე, რელიგიების ისტორია, მათი დაბადება, ძალაუფლება, იმქვეყნიური ილუზიები, მათი უარყოფის ჩათვლით ადამიანთა გონებრივი განვითარების,…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 13, 2013 წელი. 9:00am — 1 კომენტარი
________________

ყოველმან ჩემმან მპოვნელმან

ია თუ დაგიყნოსავს როდისმე? - ჰკითხა ზოსიმე მღვდელმა და თვითონ უყნოსა იის კონას.

- რაო? - საკუთარ ყურებს არ ენდო პეტრე.

- აი ია. - თქვა ზოსიმე მღდელმა და ის ხელი ასწია, რომელშიაც იის კონა და ლოცვანი ერთად ეჭირა, პეტრეს დაანახვა. - აქედან იწყება ადამიანი.

- მამაჩემი კვდება. უზიარებლად ნუ გამიშვებსო. - თქვა ზოსიმე…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2013 წელი. 7:00pm — 2 კომენტარი
________________

ერიხ მარია რემარკი - ტრიუმფალური თაღი

      ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის ... ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2013 წელი. 11:30pm — 5 კომენტარი
________________

ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

"ვიდრე იმარჯვებდნენ, ყველაფერი რიგზე იყო, და თუ რამე არ იყო რიგზე, ამაზე თვალს ხუჭავდნენ, ანდა დიადი მიზნით ამართლებდნენ. მაგრამ რა დიადი მიზანი იყო ეს? განა ამ მიზანს ყოველთვის ორი მხარე არ ჰქონდა? და განა ერთ-ერთი მათგანი მუდამ ბნელი და არაადამიანური არ იყო?"

 

" - ეშინია, - თქვა გრებერმა.

- ჰო, რა თქმა უნდა. მაგრამ კარგი ძაღლია.

- და…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 13, 2013 წელი. 3:00pm — 6 კომენტარი
________________

დიალოგი ღმერთთან

შორს ცის კამარას მიწიერთაგან

ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში

ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა

და იხრჩობოდა მაღალ მორევში

 

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი

ცხრა საფეხური ამაღლებულა

მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი

დროში ქცეული უკვდავ სხეულად

 

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2013 წელი. 11:10pm — 2 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters