ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
უწინარეს ყოვლისა, მზის ნიღაბს შევეხმიანები (ასე დაიწყო ოქროს ნიღაბმა თავისი სიტყვა), ჩემთვის მეტად მახლობელია მისი მიგნება, რომ მხეცს ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით. ასედაც უნდა იყოს, ზღვიდან ამომავალი მხეცი სხვა სახით ვეღარც წარმომიდგენია. მე იგი მეშვიდე პერიოდის მძიმე მეტალს მაგონებს, რომელმაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
თითქოს უცნაურია, არა? ვარსკვლავებამდე ავმაღლდი თქვენთან ერთად, ზღვიდან ამომავალ მხეცს კი სწორედ აქედან ვუსმენ ყველაზე უკეთ. მან მე ხმა მომაწვდინა, ძლევამოსილია ეს ხმა და არა მარტო... ძალიან დახვეწილიცაა ამავე დროს. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ხომ ლაპარაკობს.
„მიეცა მას პირი, რათა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
ო, რა ამბავი ატყდა, რომ იცოდეთ, როდესაც ორსახა ნიღაბი მორჩა თავის სათქმელს. ნიღბები არა მარტო აჟივჟივდნენ და ახმაურდნენ გახარებული ბავშვებივით (ეს მათგან აღარ მიკვირდა), მოძრაობითაც გამოხატავდნენ თავიანთ აღფრთოვანებას მოსმენილით. ადგილზე ხტოდნენ, ხელებს იქნევდნენ, დათვს ბაძავდნენ მოუხეშავ ტორტმანში... რამდენადაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
ალბათ გემახსოვრებათ, ვარსკვლავების სიმაღლე მეც ვახსენე, როდესაც წყალი და სული დავაწყვილე.
მიწიერი ოკეანე, ეს დიდი სარკეა, რომელშიც ვარსკვლავები იყურებიან და მასში თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ხედავენ. ზღვიდან ამომავალ მხეცს სწორედ ამ სიმაღლიდან დავყურებთ. მან უკვე ამოჰყო თავი ზღვიდან, რქებიც გამოაჩინა.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი ისევ გაისმა, ნახევრად მთვლემარე ფიქრები დამიფრთხო:
- იქნებ მეზღვაურთა რიგებში აღმოვაჩინოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი!
- ჰო, ჰო! აჯობებს, ასედაც ვცადოთ, - აჟივჟივდნენ ნიღბები.
თავი გავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიშორებდი. არაფრის გაგონება არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2019 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინც ამ გზაზე ჩემამდე იარა, ჩემსავით იხსენებდა და აღწერდა ყველაფერს. ჩვენი პირველი ნაბიჯები ამ წალკოტში ზუსტად ერთნაირი თუ არ იყო, ძალიან კი ჰგავდნენ ერთმანეთს, ოღონდ... გარკვეული დროით. განსხვავებამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი, უფრო სწორად, განსხვავებათა მთელმა კრიალოსანმა.
კინაღამ გადავიჩეხე ღრმა ორმოში, აი ეს გახლდათ ხსენებული კრიალოსანის პირველი მარცვალი. ჩემს წინამორბედს, ნამდვილად ვიცი, მსგავსი არაფერი შემთხვევია. ბეწვზე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
რა კარგია, რომ ყარყუმის მანტია არ გავატანე არყოფნის ბილიკს... ჩქამიც არ ისმის, ოდნავადაც კი. მდუმარების წიაღში მივაბიჯებ, მშვიდად, რბილად, მართლაცდა კატასავით უხმაუროდ. ჰო, კატამ ნამდვილად წამახმარა თათი...
ნეტავი ასე გაგრძელდებოდეს, სანამ ბილიკის ბოლომდე გავაღწევდე, თუმცა ვინ იცის...
როგორც ხედავთ, ეჭვები მაინც არ მტოვებდნენ. უკვე მოვასწარი, კარგად…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
ფრიად შემსბუქებული დავადექი არყოფნის ბილიკს, აღარც ოქროს გვირგვინი, აღარც სამკაულები, თანაც ფეხშიშველა... ცხადია, ახლა კიდევ უფრო უცნაური სანახვი ვიქნებოდი. კიდევ კარგი, წინ არავინ მხვდებოდა.
ახლა შევამჩნიე, თურმე მთელი არყოფნის ბილიკი წვეტიანი ქვებით ყოფილა მოფენილი. ძალიან უსიამოვნოდ მჩხვლეტდნენ ფეხისგულებში, ფეხშიშველა სიარულს მიუჩვეველს, მაგრამ ამას არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს გაზიდულ ცისკიდურს, ცხადად ვხედავდი არყოფნის ბილიკს, თვით უსასრულობამდე გაწვართულს... და რაღა თქმა უნდა, არც ფლოქვების გრიალის ხმა ისმოდა, მეც ძალიან კმაყოფილი გახლდით ყოველივე ამით.
ალბათ უცნაური სანახავი კი ვიქნებოდი... როგორი საქმეა;…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
უცბად ღამესავით შავი გამოსახულება შევამჩნიე შორით, სწორედ იქითკენ, საითაც ბედაურს მივაგელვებდი. მეტად უცნაური რამ იყო, გეგონებოდა, თითქოს ვიღაცას ნახშირის ფანქრით პირდაპირ ცის ტატნობზე გაევლო ზიგზაგი.
თანდათან გაიზარდა, გაიფოფრა უცნაური ზიგზაგი, იმის მიხედვით, რამდენადაც ვუახლოვდებოდი. ბოლოს შავი ფერის კლდეებად გარდაისახა, წყვდიადივით ჩააბნელა მთელი ცისკიდური. მეუცხოვა ეს…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
მეტი რომ აღარ შეიძლებოდა, ისეთი კმაყოფილი იყო მებაღე. როგორც ჩანს, ენატრებოდა თავისი ამბები (გამოცდილებით დაგროვილი) ვინმესთვის გაეზიარებინა, მე კი სანიმუშო მსმენელი გამოვდექი. ბავშვის წერილი გვერდზე გადადო, საქაღალდეს წაეტანა, ქაღალდების დასტა ამოიღო, პირველი ფურცელი წინ დაიდო.
- ბუმერანგი! - გამოაცხადა დიდი ამბით.
- რა ბუმერანგი? - ვკითხე გაოცებულმა.
-…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2019 წელი. 1:00am —
2 კომენტარი
________________
- გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ შემოვედი აი, იმ ჭიშკარში, - მებაღემ ხელი გაიქნია, ალბათ იქითკენ, საითაც შემოსასვლელი უნდა ყოფილიყო. - სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს, ერთი-ორი დღეც და ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ, რაიმეს ვიღონებ, თავს ვუშველი. ყოველი ცისმარე დღე მუდამ ასეთი ფიქრებით მითენდებოდა და მიღამდებოდა. მაგრამ ახლაც აქ ვარ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი აქედან.
მებაღე ისევ წაეტანა ჭიქას, მაგრამ ეხლა უკვე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტყის პირას შეფენილი აკაციები გაეჩეხათ... ასეთი უცნაური ფორმის, ამ ზომამდე მიგრეხილ-მოგრეხილი და ღვლარჭნილი კუნძები ჯერ არ მენახა. ზღაპრულ ჯუჯებს ჰგავდნენ, ძველებური თქმულებებიდან გამოპარულებს. საერთოდ, შემიმჩნევია, მეტად ღვლარჭნილი ფორმის მიღება იციან აკაციის გადაჭრის შედეგად დარჩენილმა კუნძებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენჯერმე გადაბელავენ ერთსა და იმავე ხეს, როცა ერთიანად ერთად გადაასხეპავენ ძველსა თუ ახალ ამონაყარს. ტოტების ადგილას გაჩენილი კორძებით მოფენილი კუნძი…
გაგრძელება
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2019 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმის წვეთებმა მალე შეწყვიტეს სიმღერა. ბუნებას უყვარს ხანდახან ასეთი ხუშტურები, ამ შუა ოქტომბერში ნამდვილი ზაფხულის წვიმა წამოვიდა, შემოდგომის წვიმას არაფრით ჰგავდა. მზემაც გამოანათა და წვიმის წვეთები ძვირფასი თვლებივით აბრჭყვიალდნენ.
ვისაც მზეზე მობრჭყვიალე წვიმის წვეთები არ უყვარს, იმან ვერც იმის თქმა ვერ უნდა გაბედოს, ბრილიანტი მიყვარსო, ბრილიანტი კი თითქოს ყველას უყვარს...
წვიმამ საკმაოდ გააგრილა ჰაერი.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2018 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საკუთარი ნაბიჯების ხმა თითქმის სულ არ მესმოდა, უხვად ცვარნაპკურები ბალახბულახი ფაფუკი ნოხივით მეგებოდა ფეხქვეშ. მიწაც აფუებულიყო, ღამის სინედლით და ზაფხულის ბოლო დღეების სინოყივრით გაჟღენთილი. ამინდს კარგი პირი უჩანდა; როცა დილის ნამი უხვია, წესით არ უნდა გაავდრდეს. ცაც ისე იყო მოწმენდილი, ისეთი კაშკაში გაჰქონდა თაფლივით დამტკბარ-დაშაქრულ მზეს, კაცი იფიქრებდი, ეს დღე როგორც გათენდა, ისევე უნდა დაღამდესო.
მივყევი ჩემს ჩვეულ ბილიკს, სადაც საკმაოდ იღბლიანად…
გაგრძელება
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2018 წელი. 4:10pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთის მწვერვალი რაც უფრო მაღალია, მით უფრო დიდი ჩრდილი ახლავსო, მძიმე ხვნეშით დაასკვნა მოხუცმა იაკობმა... ვერა და ვერ დააღწია თავი ამ უსაშველოდ დიდ, ზღაპრული ურჩხულივით გაფოფრილ ჩრდილს, რომელიც ზურგიდან წამოსდგომოდა, იაკობის ბებერ ძვლებს კი მზის სხივი უნდოდა, სითბო ენატრებოდა. ადრიანი დილით დაადგა ამ გზას. სიგრილე კარგია სიარულის დროს, მაგრამ დილის სუსხმა ცოტა გადამეტებულად აგრძნობინა თავი. უკვე შემოდგომის პირი იყო, მთებში კი ნაადრევად იცის…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2018 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
"სამყაროსა და სულის სიცოცხლე გრძელდება მხოლოდ იმ წინააღმდეგობის წყალობით, რასაც ძნელად საცნაური საგნები გვიწევენ. საკმარისია, ყველაფერი შევიცნოთ, რომ ყოველივე გაქრეს, განქარდეს. ცნობირების მიერ კიდით - კიდემდე განწონილი სამყაროს არსებობა იმდენადვე იქნება შესაძლებელი, რამდენადაც მხილებული გაიძვერობა ან გაქნილი თალთმაქცის ოინი, რომლის საიდუმლო აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოებას"
პოლ ვალერი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2018 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მყუდრო ოთახი იყო, ვერ დაიწუნებდი. განათება, გათბობა, რბილი სავარძელი... შეგეძლო მოხერხებულად დამჯდარიყავი და კარგად დაგესვენა, ისე რომ აღარაფერზე გეფიქრა ამქვეყნად, გამოგებერტყა თავიდან ყველა საზრუნავი, ერთი წამითაც რომ არ აძლევს მოსვენებას ადამიანს. თვითონ ოთახი ქმნიდა საამისო განწყობას, იმდენად მკვიდრი, პატიოსნად და გულიანად ნაშენ-ნაგები იერი ჰქონდა.
ჭერი, იატაკი, კედლები, ყოველივე ლარივით სწორ ხაზზე…
გაგრძელება
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2018 წელი. 1:30am —
არ არის კომენტარები
_______________
კარები გავაღე და შემოხვედი. ვიცოდი, კარებთან იდექი, თუმცა დაკაკუნება ვერ მოასწარი. ხელი ჯერ ისევ მაღლა, ჰაერში გეჭირა, დასაკაკუნებლად გამზადებული. შენს მაგივრად წვიმამ მომიკაკუნა. წვიმაც ჩემი ძველი მეგობარია, მეტად მახარებს მისი ხმის გაგონება. კარგა ხანს ვუსმენდი წვიმის წვეთების ტკბილხმოვან მუსაიფს. ვინ იცის, რას არ მომიყვებოდა, მისი ენის გაგება რომ შემეძლოს. ხომ ყველაფერს თავისი ენა აქვს და თავის ამბავს გიამბობს, თანაც რა საინტერესოდ და…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2018 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ისინი ერთმანეთს საცეკვაო საღამოზე შეხვდნენ. ერთიც და მეორეც დიდი ვერაფერი შვილი მოცეკვავე იყო, ერთად მაინც მოაბეს თავი რაღაცას, რაც გარეშეთა თვალში შეიძლება ძალზე სასაცილო ჩანდა, მაგრამ მათ არაფრით არ შეეძლოთ ამის წარმოდგენა. ორივენი იცინოდნენ, იცინოდნენ მანამდე, სანამ თვალზე ცრემლი მოადგებოდათ, ოღონდ საკუთარ თავზე კი არა, ყველაფერ დანარჩენზე, რაც მათ ირგვლივ ტრიალებდა და მართლაც ტრიალებდა მთელი სამყარო, უთვალავ ნაირფერ ნაპერწკლებად…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•