შხაპუნაწვიმიანი აპრილის კიდევ ერთი, შუათვის კვირა გადავაგორეთ და ამინდები აგრილებისკენ მიისწრაფიან - გუშინდელი საღამოს შემდეგ ცა ღრუბლებმა დაიპყრეს და ასე გაგრძელდება 16 აპრილამდეო, სინოპტიკოსები აცხადებენ. რაც შეეხება პოლიგიკურ ამინდს, აქ აღმოსავლეთის ქარი უბერავს - საქართველოსთვის განსაკუთრებით ჩინეთიდან მოდის ქარი და ჩინური თანამშრომლობა განსაზრვრავს ამინდს, მსოფლიოსთვის კი სირიის ამინდია პრიორიტეტული. რაც შეეხება რეგიონალურ ამინდს,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 13, 2018 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მცხუნვარე დღე საღამოს წვიმამ შეცვალა, მაგრამ აიმნდის ასეთი ცვლილება, ქვეყნის ზოგად სიახლეებზე დიდად არ ასახულა. მთავარი თემა იყო გუშინდელის კუდი - ქართული ოცნების შიდაკულუარული ამბები, ვინ ვის გუნდშია და ა.შ. ამასთანავე, დღეს განაკუთრებით გააქტუალურდა Freedom House-ის და მედიადამოუკიდებლობის თემა. და სირიაში სულ უფრო იძაბება ვითარება.
უმრავლესობაზე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხანგრძივი სააღდგომო არდადეგების შემდეგ, ქველინიუსი ისევ დაბრუნდა და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ:
განსაკუთრებით სასიხარულოა დაბრუნება, როცა იცი რომ კარგი ამინდებია ნაწინასწარმეტყველები და ბუნებაც ნელ-ნელა გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაზე გადადის. რაც შეეხება დღის ამბებს, დღეს ვისმენდით: რუსულ-ამერიკულ დაპირისპირებებს თუ ფსევდო დაპირისპირებებს, ქართულ ოცნებაში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2018 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
აპრილი ცივად დაიწყო და ნასესხები ამინდები საზიანო აღმოჩნდა. მაგალითად, საამინდო ამბების მთავარი ლოკაცია დასავლეთ საქართველო იყო - ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა. ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. დღევანდელი დღე კი განაპირობა ნარკოდაკავებებმა და მერიის სიახლეებმა, ასევე გარმოს დაცვამ და სხვა წვრილ-წვრილმა ამბებმა. მსოფლიოს კინკლაობამაც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალ თვეში პირველად ვხვდებით ქველინიუსებში და ისიც როდის, როცა აღდგომის მარხვის ბოლო კვირა დაიწყო, ვნების ორშაბათად იწოდება დღევანდელი დღე მართლმადიდებლურ სამყაროში. დღე მრავალფეროვნად საინტერესოდ გადანაწილდა, რამდენიმე მიმართულებთ - 1. იუსტიცია; 2. სახალხო დამცველი; 3. ქალაქის მერია და მისი გენგეგმის პრობლემები; 4. პოლიტპატიმრები და პრეზიდენტი; 5. ნარკოდანაშაული და 6. პრემიერი ტრიბუნასთა. ასევე იყო წვრილ-წვრილი ამბები და სპორტსმენების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2018 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არასამარტო ახალი ამბები გრძელდება. სამარტო იმიტომ რომ საშინლად ცვალებადია ხოლმე, როგორც წესი, თუმცა ამჯერად ბოლო კვირის ნაკადს მივყვებით, მაგალითად, დღეს იზეიმება უვიზო მიმოსვლის 1 წელი, თავისუფალი ევროპის 1 წელი. ასევე, დღეს განიხილებოდა თბილისის გენერალური გეგმა და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი. ყველაზე კარგი ფრაზა რაც მოვისმინეთ, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი. აბა, როგორი წარმოსადგენია?
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კემეროვოს ტრაგედიისკენ. საქართველოდანაც სამძიმრის არაერთი წერილი გაეგზავნა დაღუპულების ოჯახს და რუს ხალხს. ამ თემის გარდა, საქართველოში 27 მარტი საინტერესო იყო ევროპის მიერ საქართველოს შეყვარების რიტორიკით და დედაქალაქზე ზრუნვის ახალმერიული იდეებით.
ვიზა როგორც ევროპის ნდობა და სხვა ევროპამიჯნურობის ამბები - გიორგი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პოლიტიკური ცხოვრება აქტიურდება თუ არა გაზაფხულთან ერთად, დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - ბევრი ამბავი ხდება ისეთი, რაც ღირსაცნობია. მაგალითად, პარლამენტის საქმიანობაა ყოველთვის საინტერესო, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის ამოუხსნელი ფენომენი, ამიტომ დიპლომატებით თამაში დაიწყეს. დღეს კიდევ ცუდი ამბავიც გვაქვს - მაღაროში მორიგი გარდაცვალება. დედაქალაქი ისევ პარკინგს ებრძვის და ქალაქის საცობებისგან ხსნას…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
საქმიანი კვირიაკის განსრულებას აქტუალური იყო პარლამენტი, რადგან დღეს რამდენიმე კანონპროექტი მიიღეს, რამდენიმე ჩააგდეს, ვიღაც მოიწონეს და ვიღაც დაგმეს - გენდერულ ბალანსს ისევ არ გაუმართლა. მეორე აქტუალური თემა იყო რუსეთი და მისი ოკუპანტი ბუნება, ასევე შსს მინისტრმა საბოლოოდ თქვა - ტატუნაშვილი მოკლულიაო! ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოები მიმდინარეობს და აგერ, რუსთავი ორის წინ, გაბუნიას მაგინებლებმა პატიმრობა გამოიწერეს!
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2018 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
მარტიც ითვლის ბოლო ათეულს და დღეს მოხდა ის, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი გვეწვია და მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, ასევე, ჩვენი დიპლომატები გათამამებულები აანონსებდნენ ევროპის რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ. სამძიმარი არ წყდება ტატუნაშვილის ოჯახში, ზუგდიდში ოპოზიციონერებმა იჩხუბეს და ქალაქის მერია მხატვრობას ცდილობს.
პარლამენტის ცხოვრებიდან - ირმა ინაშვილი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პროგნოზი მართლაც გამართლდა და დილიდან საშინელი ამინდები იყო, სიცივე და ქარი არ აკლდა მარტის 21-ს, მაგრამ თავად დღეს ძალიან დატვირთული და აქტიური გახლდათ. რა თქმა უნდა დღის მთავარი თემა წამებით გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენების ამბავი იყო და მის გარშემო, პარლამენტის ერთიანი რეზოლუცია. ამავე დროს მთელი დღე საუბრობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და ჟენევის მოლაპარაკებებზე, მერე „ნიუსფრონტი“ იყო გახსნილი რუსთავი 2-ის საქმეზე და რელიგიურ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღე წყება ამინდის პროგნოზით, მინიმუმ იმ დონეზე, როცა ფარდებს გავწევთ და ფანჯრებში ვიხედებით. ამიტომ საღამოც დავასრულოთ მომდევნო დღის პროგნოზით - საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება, ძლიერმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს. რაც შეეხება დღევადელ დღეს - ტეტუნაშვილის ცხედარი გადმოასვენეს საქართველოში, 15 000-ასად შეფასებული მიწა 5 მილიონად გაიყიდა, რუსთავი ორის წინ შეკრებილი „მშვიდობიანი ქრისტიანები“ გაათავისუფლეს და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
აქტიურად დაიწყო კვირა. შესაძლოა გაზაფხულის თბილ ამინდებს დავაბრალოთ პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურება ან უბრალოდ, ერთ ჩვეულებრივად ხმაურიან დღეს. საქმე ისაა, რომ დღის ამბებში განსაკუთრებული იყო საბაგიროს შემთხვევის გამოხმაურებები და შედეგები, ასევე რუსეთის არჩევნები, განსაკუთრებით ქართულ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ საქციელით კიდევ ერთხელ დარღვეული მსოფლიოს კანონმდებლობა. ასევე, ხმაური და დაპირისპირება ვიხილეთ ფსევდო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
დღე არ გაივლის, რამე არ მოხდესო, ამბობდნენ ძველები. ეს რამე ცოტა გაურკვეველი შინაარსის სიტყვაა, მაგრამ დღევანდელ დღისთვის კონკრეტულ თემებს ნიშნავდა, მაგალითად გუდაურის შემთხვევას, რომელიც უცბად მოინათლა ტურისტული სეზონის მარცხად, მერიისა და სითი პარკის ურთიერთობებს პრეზიდენტი ამერიკულ გამოსვლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს და ცოტ-ცოტა სანქცირებულ რუსეთსაც.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტის განზოგებაზე დრის მთავარ თემებს დაუბრუნდა საპატრიარქო და მის გარშემ გაკეთებული განცხადებები, როგორც პატრიარქის მდივნისგან, ასევე მისი მოპასუხე თეოლოგებისგან. ამასთანავე, დღის მთავარი თემა იყო ფარული ჩანაწერები და დეპუტატის საქმე, კამპანია „მოინიშნე საქართველოში“, საქართველო და მეზობლობა ევროპისკენ და მსოფლიო მთავარი ამბავი - სანქციები და საყვედურები რუსეთს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2018 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
მარტის შეუსაბამოდ ცივი და სუსხიანი დღე პოლიტიკურად აქტიური გამდოგა. მთელი დღე სიხარულის, ბრალდებების და გაურკვეველი მომავლის შეძახილები ისმოდა - სითი პარკი უქმდებაო! ამასთანავე, დღის პროგრამა მნიშვნელოვნად განაპირობა სამეურვეო საბჭოს კანდიდატები შერჩევამ, პრემიერის მიმართვის გამოხმაურებებმა, კვლავინდებურად შეუმდგარმა რეზოლუციამ და სხვა ამბებმა.
მერიისა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიცია არ დარღვეულა და ახალი კვირა გასული კვირის ქადაგებით გაიხსნა სიახლეებში, ასევე რეზონანსული აღმოცნდა პატრიარქის არაოპტიმისტური განცხადება. სხვა ამბები ეხებოდა ტატუნაშვილის საქმეს, ჟენევის ფორმატს, ტაქსისტების ახალ რეგულაციებს, მერიას და პრეზიდენტ-პრემიერის მოგზაურობებს. ასევე, დღის საინტერესო თემა იყო ანგელასა და ვლადიმერის ურთიერთ საჩუქრები.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ჯერ კიდევ დილიდან იტყობინებოდნენ ძლიერ ქარს. ქალაქის მერია ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებდა კიდეც და საღამო ხანს მართლაც იმატა ქარმა და ახლა ზუზუნი გააქვს ადგილ-ადგილ, არის სახურავის ახდის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ძლიერი მთელს საქართველოშია - ამბროლაურში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. თბილისში ძლიერი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2018 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
მარტის მოღრუბლული, ცივი და მარტისთვის დამახასიათებლად არეული ამინდების ფონზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მაინც იყო დღის სიახლეებში. მაგალითად, პირველ ადგილზე კვლავ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეა, რომელშიც უკვე საპატრიარქოც ჩაერთო, შემდეგი მსხვილი თემაა ვიზალიბერალიზაციის შედეგები და გაფუჭებული რეპუტაცია, ამასვე მოსდევს აქტუალურობით გაეროს კვლევა ქალებზე ძალადობის შესახებ. მოკლედ,
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარი ამბები ისევ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებას უკავშირდება, რომელზეც ახლა უკვე საპატრიარქოს განცხადებაც გავრცელდა. ამასთანავე, სიახლეა მმართველობაშიც - იგეგმება დეცენტრალიზაცია, რასაც მთელი დღის საპარლამენტო ნიუსფიდი მიეძღვნა. თითოოროლა სიტყვით ისაუბრეს შეუალედურ არჩევნებზე, ფაროსანაზე, მაუწყებლობასა და მოსამართლეებზე. P.S. მთელი მსოფლიოს კულტურული ახალი ამბავი კი ეძღვნებოდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2018 წელი. 10:30pm —
3 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2025 George.
•