Qwelly ბლოგი

ნამეტნავად შეყვარება

      - მეც შემიყვარდა ერთი ქალი ნამეტნავად, - სევდიანად თქვა მოხუცმა და ერთაოზიც ოხვრით გაეპასუხა.

      - ოხ... სამარისებურ სიჩუმეში დაიწყო ქრისტეფორემ და ერთაოზიც სმენად იქცა. - მე არასოდეს დამავიწყდება გაზაფხულის ის მშვენიერი დილა. ჟენევიდან ახლად დაბრუნებული მარტოდმარტო მივდიოდი ქუჩაში. ანაზდად დაჰქროლა ქარმან სასტიკმან. დავინახე, რომ ჩემსკენ მოფრინავს ჩალის ნაცრისფერბაფთიანი ქუდი მანდილოსნისა. დავიჭირე. გადავხედე არემარეს, რათა პატრონი…

გაგრძელება

დაამატა თათა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2016 წელი. 12:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ქალავ გამამყევი

ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,

მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,

ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,

შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.

ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,

განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,

განახებ იებს და განახებ ენძელებს

და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.

ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,

და დასასრული არ მივცეთ სიარულს,

ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,

ხანდახან…

გაგრძელება

დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2016 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

წყალუხვი ზმანება

      გამორჩეულობის არაფერი ეტყობა ამ შაბათს. ჩვეულებრივი, რიგითი შაბათის დღეა - ხანმოკლე ქველობის და შემდეგ ლოცვის. ჯერ-ჯერობით გამოიდარა, მაგრამ არავინ იცის კიდევ იწვიმებს ამაღამ თუ არა.

      ლოცვიდან მოვდივარ სახლში. წვიმს და ცას ეტყობა, რომ კოკას შემოდგამს მთებზე, ოღონდ ეს კოკა ძალიან მსხვილტუჩიანია - თითქოს ქვევრიდან იღვრება წყალიო.

Qwelly, Tbilisi, blog, Indira Zarandia, ბლოგი, თბილისის წყალდიდობა, ინდი, ინდირა ზარანდია, მოგონება, ტკივილი, ქველი, შველა, წყალდიდობა

- თბილისშიც წვიმს? - ვეკითხები ჩემებს.

- კი,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2016 წელი. 4:30pm — 4 კომენტარი
________________

საეკლესიო კრება კუნძულ კრეტაზე

კათოლიკური ეკლესიის იერარქი კრეტაზე გასამართ კრებაზე

      კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება და შეხედულება მართმადიდებლური კრების შესახებ,რომელიც ფარდას ახდის სინამდვილეში კრების მიზნებსა და გაზრახვებს.

      რომის პაპი ფრანცისი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელთა მსოფლიო შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა ქრისტიანი…

გაგრძელება

დაამატა დავით ბილიხოძე_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2016 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სოსოს გრძნობა

თაკო მიყვარს მე, მასზე ვგიჟდები,

არ ვიცი რა ვქნა რომ იყოს ჩემი,

ანდა რომც იყოს მერე რაღა ვქნა?

ქუჩაში წელზე მოვხვიო ხელი?

სულ მასზე ვფიქრობ, სულ მასზე ვდარდობ,

დავლევ - ვურეკავ, ფხიზლად ვარ - ვდნები,

მინდა ვუყვარდე და არ ვუყვარვარ,

რით შევაყვარო მას თავი ჩემი?

საჩუქრებს ვჩუქნი, კომპლიმენტს ვამბობ,

კაფეში დამყავს, მის გვერძე ვჯდები,

სულ უკან დავზდევ, მის ჩანთას ვათრევ,

ის კი დამცინის, რა ვქნა…

გაგრძელება

დაამატა შანსო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2016 წელი. 4:00pm — 1 კომენტარი
________________

ჩვენ - ადამიანები

      ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საქმით არ ვამტკიცებთ მას.

      ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს მზე, მაგრამ როცა ის ანათებს (თუმცა ახლა იშვიათად) ვეძიებთ ჩრდილს.

      ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს წვიმა, მაგრამ როცა წვიმს ვიხურავთ ქოლგას.

      ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ კეთილები, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვჭირდებით ვემალებით ერთმანეთს..

      ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მიმტევებლები, მაგრამ როდესაც ვინმე ჩვენს წინაშე…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2016 წელი. 1:00pm — 6 კომენტარი
________________

ნეგატივის კალეიდოსკოპი

      გასულ კვირას, ერთი მეუბნება, რა ნეგატიური კაცი ხარ, ყველაფერზე ნეგატიურად წერ და არაფერი არ მოგწონსო. მერე, გადავხედე ჩემს ბლოგს და კი - მართლა ბევრი ნეგატივია შიგნით, მაგრამ განა მე მინდა?! აკი უკვე დავწერე ერთგან - მაინცდამაინც ჩემი არჩევანი არ ყოფილა ზუსტად ეს ქვეყანა და ზუსტად ეს დრო, მაგრამ ასე მომიწია დაბადება და რა ვუყოთ თუ ბევრი ნეგატივია და ნაკლები პოზიტივი?! პატრიარქი კი ამბობს, ეცადეთ სულ პოზიტივი უთხრათ ერთმანეთსო, კურთხევას…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2016 წელი. 11:00am — 4 კომენტარი
________________

who marry after 30

Added words, you get to take what you look like an absolute acquaintance; In reality, though, its making a coat of arms relevance unfavorable to you. For example, the coat of arms woman with a coat of arms in the absence of a husband. It could have foreseen that he could and without control, Cheap FFXIV Gil but said that he wants to be more than the person who shows the added Beta qualities.You failed to take an honest selfexamination, physically speaking. I get told you earlier this piece,…

გაგრძელება

დაამატა fanzhou_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2016 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

ქერა ამერიკა

      ხშირია შემთხვევები, როდესაც ქერა სტატუსია და არა ვარცხნილობა. დღევანდელი ჩემი პოსტის იდეაშიც, ქერა სწორედ სტატუსია, მით უფრო რომ არა კონკრეტულად რომელიმე სქესის სტატუსი, არამედ ამაზე გაცილებით მეტი.

      გახსოვთ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2016 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

წერილები ოლია ოკუჯავასადმი (გალაკტიონ ტაბიძე)

      ოლოლ! გამარჯვება!

      შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2016 წელი. 4:00pm — 1 კომენტარი
________________

not creativity themselves

Standing at the forefront of a growing market that focuses on gameplay video tape Let's where ordinary people streaming play with commentary online. dofus kamas Banners to make money from the ads that are attached to their movies, although it does not have the copyright to the game, which playThe publishers do.As it's play videos that infringe copyright technically, but with inflation popularity and attention receive games,…

გაგრძელება

დაამატა fanzhou_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2016 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დამოუკიდებლობაში დაბადებული

      თაობა, რომელსაც მე წარმოვადგენ, დამოუკიდებლობაში დაიბადა. პირადად მე, დამოუკიდებლობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მოვევლინე ამ ქვეყანას (გულწრფელობას გამოვიჩენ და სიმართლეს ვიტყვი - დიდად, ჩემი არჩევანი არ ყოფილა აქ რომ დავიბადე, მაგრამ ასე მოხდა და საწუწუნო არაფერი მაქვს).

Independence Day, Qwelly, blog, ბლოგი, ბრძოლა, გრძნობა, დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობის აღდგენა, დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტანკები, ქველი, ჯავშანტექნიკა

      დღეს ვუყურებდი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2016 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

სპეტაკი სიმშვიდე და ჟამის მოახლოება

      შუაღამე გადასული იყო, როდესაც ერთ მყუდრო ხის ქოხს მიადგნენ. არც სიცოცხლის ნიშანწყალი ჩანდა სადმე და არც სანთელი ბჟუტავდა.

      - ჯერ მე წავალ, ვნახავ რა ხდება - თქვა მიოდმა.

      ტარაკანი და მარია ბუჩქებში ჩიამალნენ, გაიყუსნენ.

      - რა ხდება იქ? - იკითხა თოვლის ქულამ.

      - ჯერ არ ვიცით, ნახავს მიოდი და გვეტყვის.

      სამჯერ შემოუარა მიოდმა ხის ქოხს. შიგნით შეიხედა. მერე შევიდა, მოათვალიერა. უკან…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შოუ-ბიზნესის სახელმძღვანელო

      ფილმების მოყვარულებს, დღევანდელ ბლოგპოსტში კიდევ ერთ ოსკაროსან ფილმს გაგახსენებთ. ნელ-ნელა 21-ე საუკუნეში გადმოვაბიჯეთ. გახსოვთ ალბათ, წინა ოსკაროსანი ფილმი, რომელიც ბლოგში წარვადგინეთ, იყო 1992 წელს გადაღებული და ერთი წლის თავს ოსკარით დამშვენებული, კლინტ ისტვუდის "…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2016 წელი. 1:00am — 3 კომენტარი
________________

ამბობდნენ, რომ რთული ვარ

      რთული ხარო მეუბნებოდნენ. მეუბნებოდნენ რთული ხარო და მიდიოდნენ მარტივ გოგონებთან. გოგონებთან, რომელთა გრძნობები, პასუხები, ქცევები მოზომილია, აწონილი, თავშეკავებული.

      ისეთ გოგონებთან, ვან გოგის რამდენიმე ნამუშევრის სახელი რომ დაუმახსოვრებიათ, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით რომ დააბიჯებენ მუზეუმებში.

      რთული ხარო მეუბნებოდნენ. მეუბნებოდნენ რთული ხარო და მიდიოდნენ იმ მარტივ, ცარიელ გოგონებთან. სარკეში ნასწავლი მიმიკები…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2016 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

ყვავილებმა დაიბანეს პირი

ყვავილებმა დაიბანეს პირი,

შუბლზე ოფლი მოიწმინდა ზეცამ,

გულში ჩუმად დაგუბებულ ტკივილს,

თურმე ჩვენი განშორება ერქვა.

წყარო ჩუმად მიყვებოდა შენზე,

შენი სუნთქვა მოჰყვებოდა ნიავს,

აღარ გელი, არა, აღარ გეძებ

და წარსული ცრემლებს უხმოდ მიაქვთ.

ისევ მარტო გავუყვები ქუჩას,

სიყვარული ატირდება სულში,

ჩვენი გრძნობის სპეტაკ ჭირისუფალთ,

თეთრ გვირილებს ჩავიხუტებ გულში.

ყვავილებმა დაიბანეს პირი,

შუბლზე ოფლი…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2016 წელი. 4:30am — არ არის კომენტარები
_______________

მოძღვარი

      მოძღვარს ლაბადა ჰქონდა მოსხმული, ფართო კაპიუშონი წამოეფარებინა თავზე, მის ქვემოთ დიდი ცისფერი თვალები ელავდნენ, ყველას და ყველაფერს დაკვირვებით და მოწყალებით უმზერდა. ეზოს გადახედა, წვიმის მიუხედავად ხალხი მოგროვილიყო, ბევრი უპოვარიც მათ შორის.

      - მამაო, დამეხმარე! - მისდევს პატარა ბიჭი, ჩამოკონკილი აცვია (მართლა თუ საგანგებოდ, ვინ იცის) სირენასავით გაჰკივის.

      თავმდაბლობა ისწავლე, - მიუბრუნდა მოძღვარი, - "ითხოვეთ და…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2016 წელი. 2:30pm — 4 კომენტარი
________________

ღვთის ნაკვალევზე

      - ჩქარა, ჩქარა... - გუნებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ნანი, თითქოს ეს სიტყვაც დაეხმარებოდა, რათა რაც შეიძლება სწაფად ერბინა. ცალი ხელით თავსაფრის ბოლოები შემოეკრიბა, რომ არ ეფრიალა, მეორეთი მკერდი ეჭირა, რძით სავსე, დამძიმებული. რძეს ვეღარ სწოვდა მისი პატარა, თუმცა ბევრს ცდილობდა ნანი, თუნდაც რამდენიმე წვეთი გადაეყლაპა პატარას. რაღაც ავადმყოფობა შეეყარა, სამიოდე დღეში სრულიად შეიცვალა, ვარდისფერი ლოყები გაუფითრდა, მერე კანი მოეჩვარა, ბალღურ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2016 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ვირტუალი

      სად ხარ ჩემო უცნობო მეგობარო? სამი დღეა გადაუდებელი საქმები მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ ხანდახან თვალი შევავლო ჩემს გვერდს, შენ კი დაკარგული ხარ - ამ სიტყვებით გონებაში მივმართავ ჩემს ვირტუალურ კავალერს, თაყვანისმცემელს, თუ რა დავარქვა, არ ვიცი, უბრალოდ მეგობარს, რომელთანაც აგერ უკვე თითქმის ორი თვეა მიმოწერა მაქვს.

      დღეს შედარებით ნაკლები საქმე მქონდა, ყურადღებით ვათვალიერებ ჩემს გვერდს. უამრავი საინტერესო რამ მომხდარა,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2016 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

მაისურაძეების საგვარეულო შეკრება

მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის შეხვედრა სამების საკათედრო ტაძარში

      2016 წლის 6 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის წლიური შეხვედრა. შეხვედრა დაიწყო სამების ტაძრის ეზოს ბაღთან, სადაც საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების - მაისურაძეების, გელაშვილებისა და ბერიძეების სახელზე 2009 წელს თავად უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია…

გაგრძელება

დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2016 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

Build a Stronger Gaming Routine with U4gm

გამოაქვეყნა Edinson1005_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 12:03pm 0 კომენტარი

A strong progression plan starts with knowing what your character needs next. When browsing Aion 2 Items, focus on the role each upgrade could serve rather than its appearance alone. A purchase…

გაგრძელება

Does Playing Video Games Really Make Cognition 13.7 Years Younger? An Interpretation of a University of Western Ontario Study

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 11:29am 0 კომენტარი

Adults who frequently play video games score, on average, as if they were 13.7 years younger on cognitive tests, but this is only a correlation, not causation WOW Forever Gold . The…

გაგრძელება

MMOexp:Diese Spiele machen den Oktober 2026 zum Gaming-Monat

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ოქტომბერი 13, 2026.
საათი: 11:10am 0 კომენტარი

Der Oktober 2026 wird für deutsche Gamer besonders spannend. Während World of Warcraft: Forever seinem großen Release entgegengeht, laufen auch bei EA SPORTS FC 27, AION 2 und Diablo 4 neue Events und Updates. Gleichzeitig rückt der Release von…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters