Giorgi'ს ბლოგი - თებერვალი 2021 არქივი (18)

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 26, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა

      კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნიკა მელია დააკავეს

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2021 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

ნდობა ახალი მთავრობისთვის

      დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქვეყანა მელიას გარშემო დატრიალდა და ახალი მთავარობა დამტკიცებას ელის

      კიდევ ერთი დღე გავიდა და მელია ისევ ვერ დააკავეს, არადა მისი დაკავების გადაწყვეტილების გამო პრემიერი გახარია წავიდა და პრემიერი ღარიბაშვილი მეორე მოსვლით ბრუნდება. უკვე ახალი მთავრობა და შემადგენლობაც კი გამოაცხადა, რომლის ნდობაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აქცია იყო პარლამენტთან და ხალხიც დააკავეს, მაგრამ ხელწერილებით გამოუშვეს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 267701, ბოლო დღე-ღამეში - 388; გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მელიამ გაიტანა თავისი და გახარიამ გადადგომით უპასუხა. ღარიბაშვილი დაგვიანონსეს!

      გახარიას გადადგომამ მთლიანად შემოატრიალა საინფორმაციო სივრცე. მართალია, გუშინ ღამის შემდეგ, მელიას ამბავი არ ჩერდება და მელიას დაპატიმრების გამოხმაურება იყო გახაარიას გადადგომაც, როგორც თავად განაცხადა, მაგრამ ახლა უკვე ახალი პრემიერის კანდიდატურაც წარდგენილია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 267313, ბოლო დღე-ღამეში - 365; გამოჯანმრთელებული - 260266, ბოლო დღე-ღამეში - 539; გარდაცვლილი - 3399, ბოლო დღე-ღამეში - 9;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2021 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდთოვლობის პრობლემა, მელიას პატიმრობა და კალაძის ნაქალაქარი

      როცა ქალაქში დიდი თოვლია პრობლემაც უფრო ბევრია - პირველი დიდთოვლობა შედარებით რთული გამოდგა, როგორც ჩან გადავეჩვიეთ თოვლის მართვას. დღი მთავარი ამბავი კი მელიასთვის შეფარდებული პატიმრობა იყო - მთელი დღე მედია ნიკანორ მელიაზე საუბრობდა. დღეს ასევე მინისტრის საათი იყო და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენდნენ. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 266948, ბოლო დღე-ღამეში - 486; გამოჯანმრთელებული - 259727, ბოლო…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2021 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

კოვიდის მოუშორებლობა, გირაოს გამო დაკავება, ოპოზიციის გაურკვევლობა და საარჩევნო სისტემა

      თბილი დღეები გეყოფათო და ორ დღეში ისე აგიცივდებათ, თოვლსაც უნდა მოელოდეთო აცხადებენ სინოპტიკოსები. ამ დროს, ქვეყანაში დღის მთავარი ამბავია ნიკანორ მელია გადაიხდის თუ არა გირაოს, ოპოზიციონერები რამდენად ერთიანები დარჩებიან, როცა ევროპულები მიმოდიან, გირჩები გამოდიან, ნაცები კიდევ აქციებს აანონსებენ. დღეს ასევე საარჩევნო სისტემაზეც საუბრობდნენ. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 265722, ბოლო დღე-ღამეში - 165;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 15, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდის დადგენილება, ევროპული საქართველოს დაშლა და სკოლის დასაწყისი

      ზამთრის მზიანი დღეები ცოტა ხნით წვიმით შეიცვლებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 13-14 თებერვალს საქართველოში წვიმს, ძლიერი ქარია და ზღვაზე 5-6-ბალიანი ღელვაც არ დაგვაკლდება. იქამდე დღის მთავარ ამბებს შევეხმიანოთ - სინოდის ოქმი გამოქვეყნდა, ევროპული საქართველოს ლიდერები გაიშალნენ და მელია ისევ არ იხდის გირაოს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263601, ბოლო დღე-ღამეში - 544; გამოჯანმრთელებული - 255385, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ინიციატორი რესპუბლიკელები, მერია, მელაშვილი და უგირავნო მელია

      შპრიცები უკვე აქ არიან, ახლა ვაქცინებს ელოდებიან. რესპუბლიკელებმა ცოტა ხნით შევიდეთ პარლამენტშიო - გამოსაძიებლადო და მერე წამოვიდეთო. მელიამ გირაოს არ გადავიხდიო და კალაძემ სპორტის სასახლეთან ურბანული გენოციდი მიდისო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263601, ბოლო დღე-ღამეში - 544; გამოჯანმრთელებული - 255385, ბოლო დღე-ღამეში - 469; გარდაცვლილი - 3311, ბოლო დღე-ღამეში - 5; კარანტინის რეჟიმში - 430. დოლარის ფასი ლარში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რწუნებულ-გუბერნატორები, დაწეული ბარიერები და ვაქცინაციის სტატისტიკა

      მარტივი პალიტრის ნიუსები ბევრად უფრო საინტერესოა - მხოლოდ რამდენიმე მთავარი ამბავია დღეს - უპირველესი რა თქმა უნდა კორონას უკავშირდება აგერ უკვე წელიწადზე მეტია, ამჯერად ვაქცინაციის დაწყებისა და ორგანიზების ამბები ემატება, მეორე ამბავია მანდეტების, ბარიერების, ვადამდელი არჩევნებისა და სხვა ოპოზიციურად საინტერესო თემები და მესამე დღის ნიუსი - ახალი რწმუნებულ-გუბერნატორები. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263057,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სინოდის ჩანიშვნა, ცესკოს დაკომპლექტება, გამომძიებელი დეპუტატები და ბიზნესი პრემიერთან

      დავითობით დაიწყო ორშაბათი, ეს დღე კი უნივერსიტეტის ზეიმად გადაიქცა. მართალია, ზამთარი ცივი არ გვქონია, მაგრამ სინოპტიკოსები უფრო გვათბობენ - 12 თებერვლამდე საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო. დღის ამბად იქცა სინოდის სხდომის დააოსებაც - 11 თებერვალს წმინდა სინოდი შეიკრიბება. ბიზნესი პრემიერს შეხვდა და კომენდანტის გადაწევაზე დაპირებაც მიიღო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 262228, ბოლო დღე-ღამეში - 204;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მელიას გირაო, არჩევნების ახალი ოპოზიციური თარიღი და სასამართლო ოკუპირებულ ცხინვალში

      გაზაფხულის სურნელს ვგრძნობდით როცა თოვლმაც წამოაყარა და დღეს, გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ კიდეც და მაშველებს მოუწიათ მათი გამოყვანა. თუმცა, დღის ამბად გუშინდელი განცხადება იქცა - ხაზარაძემ 2022-ში ჩავატაროთ არჩევნებიო. აქვე, ოკუპირებულ ცხინვალში სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წელი მიუსაჯა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 261018, ბოლო დღე-ღამეში - 538; გამოჯანმრთელებული - 252246, ბოლო დღე-ღამეში - 498;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არჩევნების გამოძიება, აღდგენილი ტრანსპორტი და სწავლის ანონსი

      ქვეყანაში სულ რამდენიმე მთავარი ამბავი გვაქვს - პირველი სასიხარულო - ტრანსპორტი ამშავდება და რესტორან-სასტუმროები გაიხსნება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ორშაბათს. შემდეგ სკოლებიც. პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება არჩევნების გაყალბებაზე და მეორე მხრივ ოპოზიცია კვლავ ჯიუტობს. ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა - პოლიციის სადგომზე მოხდა ეს ყოველივე. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 4, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თავმჯდომარის სიტყვა, ახალი პარლამენტარი, ვაქცინის შემოსვლა და მანდატები

      პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით წარსდგა, თუმცა განხილვა არ მოჰყოლია მის გამოსვლას და არც დისკუსია იყო. დღეს კორონაზე ბევრს საუბრობდნენ - შემოსული ვაქცინა ელოდება ვაქცინაციის დაგეგმვის პროცესს. წულუკიანმა რომ გვარამიას ნომერი გააპარლამენტარა, ეგეც კი განხილვის თემა იყო. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 259897, გუშინ დილის შემდეგ - 688; გამოჯანმრთელებული - 251077, გუშინ დილის შემდეგ - 788; გარდაცვლილი - 3221, გუშინ დილის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მანდატების შენარჩუნება და ალეკოს პარლამენტარიზმის დასაწყისი

      გაზაფხული შემოსულა პარლამენტში. საგაზაფხულო სესია ჰიმნით დაიწყო და დღეს ელისაშვილის პირველი დეპუტატობა იზეიმეს - ან განიკითხეს. განკითხვა იყო პარლამენტის წინ და პარლამენტის შიგნით, თავად ელისაშვილი კი თავაწეული შევიდა და გამოვიდა კანონმდებელთა შეკრების ადგილიდან. დღეს სულ ამაზე საუბრობდნენ. კორონავირუსის ამბავი ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 259209, გუშინ დილის შემდეგ - 858; გამოჯანმრთელებული - 250289, გუშინ დილის შემდეგ - 580;…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2021 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

შემსუბუქებული შეზღდუვები, მანდატები, ინციდენტი მერიაში და გარეჯის ფიგურანტი

      ვიდრე ხევები წყლით აივსება იქამდე მაღაზიები გაიხსნა და ფრენებიც აღდგა. მართალია, არავინ იცის ეს ფრენები ჯერ რას მოგვცემს - მაგრამ აღდგა. რაიონებში განახლდა სასწავლო პროესიც სკოლებში და მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ. ოპოზიცია ისევ შესვლაზე ბჭობს, გარეჯის საქმე ისევ ხმაურიანია და მთავარ ფიგურანტს, მელაშვილს, შეურაცხყოფასაც კი აყენებენ მაღაზიაში. დღის ცუდი ამბავი - თემურ წიკლაური გარდაიცვალა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters