ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სულ მალე, ოპოზიცია სრულად პარლამენტარი გახდება და მისი დიდი თუ მცირე ჯგუფები, სადეპუტატო სავარძლებს მოირგებენ, ჯერ კიდევ განხილვებია. ეს ერთი, ვიწრო თემაა დღევანდელი დღიდან. დღეს ასევე ორი რეფორმა განიხილებოდა, საარჩევნო და სასამართლო. აქაც ოპოზიციას თავისი პრეტენზიები აქვს. გამოზაფხულებულმა ამინდმა თუ თავი მოგაბეზრათ, აგერ, სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. დოლარმაც დაიწია…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არაფრით გამორჩეული და არაფრით საინტერესო დღეები მიეწყო ერთმანეთს. წყნარი, ნაადრევად მოსული ცხელი ზაფხულის კიდევ ერთი დღე დასრულდა მშვიდად. მშვიდს ვამბობ და ჩვენს ქვეყანას ვგულისხმობ, თორემ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა კი არა, ომი და საშინლებაა. ცვენთან მთავარი ამბავი იყო ცესკოს დაკომპლექტება და საგამოძიებო კომისია, რომელიც შარშანდელ არჩევნებს იძიებს, როცა კარს კიდევ ერთი არჩევნებია მომდგარი. დღეს ბოლოზარების დღეა. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დმანისის არეულობა ისეთი მასშტაბური იყო, რომ მეორე დღეც მას მიეძღვნა - დღეს მოვლენების „ექსპერტული“ და დილეტანტური შეფასებები ისმოდა. ასევე, მელიას უკრაინული ვიზიტი იყო განხილვის თემა, საარჩევნო რეფორმა და მერის მომავალი არჩევნები, თვითმართველობა ადარდებს ყველას - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3899 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არის ასრულდა ოცნება, გადაიწია კომენდანტის საათმა. დღის მთავარი პოზიტივი სწორედ ამ ფაქტს უკავშრდებოდა. გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან ხელჩართული, ჯოხ და უროჩართული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდა და თითქმის ეთნიკურ დაპირისპირებად იქცა, მაგრამ საღამოს უკვე შერიგდნენ მოჩხუბარეები. კომენდანტს სხვა შემსუბუქებებიც მოჰყვა. ისრაელში ისევ ომია. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3979 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩამოცხა. ისე კარგად დათბა, რომ სიხალათე ადვილად შესამჩნევი გახდა ქალაქში. დღის მეინსტრიმული ამბები ასე გამოიყურებოდა - ნაციონალების შესვლა ან არ შესვლის საკითხი და ჯერ შიდა გაურკვევლობაც კი, ასევე საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელსაც ხელმოწერილი დოკუმენტი გვავალდებულებს, ცესკოს თავმჯდომარეობა და ინტერნეტიზაციის პროექტი. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4186 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დავირუსებულები კლებულობს და შესაბამისად, დღის ამბებში უკვე შეზღუდვების შემსუბუქება ისმის. ამ შემსუბუქებასთან ერთად, ეკონომიკის პრობლემებიც წინა ხაზზე მოდის. დღეს ასევე საგამოძიებო კომისიაზე მსჯელობდნენ და ახალი ოპოზიციური ფრაქციაც წარადგინეს. პალესტინა-ისრაელი კვლავ მსოფლიოს ცხელი წერტილია. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4283 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს საეკლესიო და საერო დღესასწაული აღინიშნა - ანდრიაობა და წილხვდომილობა, ამიტომ საჯარო პოლიტიკაც ისვენებდა, თუმცა გარკვეული ამბები მაინც გამეინსტრიმდა. უპირველესყოვლისა მელიას გამოშვების, გირაოს, ევროკავშირისა და ქართული ოპოზიციონერების ამბები, ამასთან, სტრასბურგში ჩივილი და პროცესის დაწყება. დღეს პრემიერი სომხეთშიც იყოს და მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მსოფლიოს თვალი მაინც ისრაელისკენ არის მიმართული. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცოტა უინტერესო დღე გამოვიდა. ქვეყნის შიგნით, კოვიდ ამბები იყო აქტუალური და ასევე, სამი ოპოზიციის ბლოკი - პირველი ნაცები, მეორე ევრონაცები და მესამე ახალი ოპოზიცია, ანუ გახარიას გუნდის წევრობა როგორც ახალი არჩევანი. სიახლეებია ამინდის პროგნოზში - მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის გარეთ კი ომიანობაა შუა აღმოსავლეთში. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2021 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
დაიწყო ახალი კვირა და როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ოპოზიციას - დღეს ნიკა მელია გაათავისუფლეს. გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. დღეს ასევე პრესკონფერენცია გამართეს ჭყოდიდში - მეუფე სტეფანემ და მამა ანდრია ჯაღმაიძემ და ეპარქიის პრობლემებზე ისაუბრეს. ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ცესკოში კვლავ რეფორმები და ცვილებების მოლოდინია. ეროვნულ ვალუტას და მის ლაკმუსს დოლარს რაც შეეხება, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•