Tamila Moshiashvili'ს ბლოგი - ივნისი 2017 არქივი (13)

ტანზე მომდგარი დეკორაციის დიზაინერი

      გეცვას განსხვავებულად, თითოქს ბუნებრივი მოთხოვნილებაა ადამიანის. ზოგჯერ, უხერხული მომენტი და გრძნობაა, როდესაც თუნდაც შენი მსგავსი ფეხსაცმელი ან ზედა აცვი სხვა ადამიანს, ამიტომ დიზაინერები თავებს არ ზოგავენ ყველაზე განსხვავებულის შესაქმნელად.

      ამ მიმართულების მსოფლიო არტისტებს, ხელოვანებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია 32 წლის ლონდონელ დიზაინერს დენიელ ლისმორს (Daniel Lismore). სრულიად ექსტრავაგანტული შემოქმედება, რომელიც…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2017 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

სკალპელის ოსტატი ხილის გამოთლაში

      ვაშლის დაჭრა არა, მაგრამ მსხალი და ატამი მეც დაჭრილი მიყვარს, საზამთროსაც მხოლოდ მთვარეებად დავჭრი ხოლმე და ისე შევექცევი, მაგრამ ასეთ დროს, არათუ სკალპელს - მაინცდამაინც კარგად მჭრელ და ბასრ დანასაც კი არ ვიყენებ.

      მაგრამ დანიელ ბარესს რაც შეეხება (Daniele Barresi), ის ნამდვილი დანის ოსტატია.

დიზაინი, ხელოვნება, კვეთა, მიკრო ხელოვნება, სკულპტურა, მიკროკვეთა, სკალპელი, Qwelly, art, photography, food, design, knife, ავოკადო, ნესვი, გოგრა, მსხალი, საზამთრო, ნიორი, კარტოფილი, ყველი, ბროკოლი       „როდესაც დანას ვიღებ ხელში, ჩვენ ერთი მთლიანი სხეული ვხდებით, ჩემი გულისცემა მას გადაეცემა, გონება პირდაპირ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2017 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჯიხურებში გამოკეტილი დოქტორები

      ცნობილი და ძველი ფანტასტიკის ჟანრის სერიალი, ემახსოვრება ალბათ ჩემი თაობის წარმომადგენლებს - დოქტორი ვინ? (Doctor Who?). მისი განათლებულობა აძლევდა საშუალებას ყველა იდუმალი ამბავი ადვილად გამოეძიებინა, მაგრამ დღეს არა ამ სერიალზე, არამედ მისი მთავარი სიმბოლოს - ლურჯ ჯიხურზე - ტერდისზე და მის მიღმა დამალული დოქტორის იდეა მინდა გაგიზიაროთ.

Tardis Detroit - პროექტი, რომელიც დეტროიტში (ქალაქია მიჩიგანში) პატარა დოქტორების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2017 წელი. 4:31pm — არ არის კომენტარები
_______________

ნემოფილა ცისფერი მინდვრები

      ვიცი არ დამძრახავთ, თუ ისევ იაპონიაზე დავპოსტავ. თავისი კულტურით ხომ ყველას აოცებენ, მაგრამ ბუნებაც და ყვავილებიც თითქოს ისე მოუწყვიათ, რომ ყველა სინატიფის და სინაზის მოყვარულს თვალი, გული და გონება იქით გაურბოდეს.

      ინტერნეტში, ყველას ექნება ნანახი იაპონიის ეროვნული,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2017 წელი. 8:00pm — 1 კომენტარი
________________

იაპონური მხატვრობა

      იაპონური ფერწერა, ნახატები, ხელოვნების ნამუშევრები ყოველთვის მიზიდავდა, როგორც ძალიან მშვიდი და სათუთი. ისეთი ნაზი და ჰაეროვანი, რომ შემიძლია დაუსრულებლად ვუცქირო და წამოსულმა ემოციამ, მხოლოდ სიმშვიდედ დაისადგუროს ჩემში.

      აქ არ არის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დემოგრაფიის პრობლემასთან ბრძოლა

      თუკი ფოტოგრაფიის მთელი ხიბლი არის, განსაკუთრებული წამის დაჭერა, ფოტოგრაფი პელე კასის შემოქმედებაში, მთელი ხიბლი არის, სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე სივრცეში მოხვედრილი ადამიანების ერთ ფოტოში თავმოყრა და მერე ამის წარმოდგენა.

      რთული არ არის, უბრალოდ ერთსა და იმავე ადგილიდან - გაუნძრევლად უნდა გადაიღოთ რამდენიმე ფოტო (სხვადასხვა დროს, შეიძლება სხვაობა იყოს საათები ან სეზონები, ან წლები) და შემდეგ, ფოტოშოპის გამოყენებით, ყველა ის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2017 წელი. 5:46pm — არ არის კომენტარები
_______________

გაუდის არქიტექტურის პირველი სახლი Casa Vicens

      ანტონი გაუდის არქიტექტურით აშენებული ერთ-ერთი პირველი სახლი საზოგადოებისთვის ღიაა. პირველად, 130 წლიანი ისტორიის განმავლოაბში, გაუდის მოყვარულებს მისი პირველი ნამუშევრის დათვალიერება უპრობლემოდ, როგორც მუზეუმის, ისე შეუძლიათ. P.S. რა თქმა უნდა ბარსელონაში.

      სახლი, დაახლოებით 1883-1885 წლებშია აგებული და ამ დროის განმავლობაში სულ კერძო მეპატრონე ჰყავდა, ვიდრე 2014 წელს ის საჯარო არ გახდა. შემდეგ ჩაუტარდა რემონტი და ახლა უკვე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2017 წელი. 8:10pm — არ არის კომენტარები
_______________

სხვისი შვილები და სხვ მშობლები ანუ ქველილენდი

      ვფიქრობ და ვხვდები - რომ არა საკუთარი შვილები, აუცილებლად ავიყვანდი შვილს. ის კი არა, ზოგჯერ ახლაც კი გამიელვებს თავის აზრად შვილის აყვანა, რადგან დამეთანხმებიან ქალები, რომ დედობა არის უხეშად რომ ვთქვა - ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც! გრძნობებად ქცეული ზრუნვის სურვილი და სიყვარული, რომელიც ზოგჯერ სიყვარულიც აღარ არის. ზრუნვის ინსტიქტი კი ადამაინის ბუნებრივი ინსტიქტი მგონია, არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ზოგადად, ყველა ცოცხალი არსების.

 …

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2017 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიფრიფანა გოგოები

      თხელი, რძისფერი, შილიფად ჩაცმული, მოფარფატე და წვიმაში მოცეკვავე, ანდა ყაყაჩოებში დაკარგული, გზააბნეული, დილით გაღვიძებული თუ საძილედ მომზადებული, პერანგში დამალული თუ საკინძეებ შეხსნილი, მარტოხლა, ცხენზე, იქნებ ქოლგით ხელშიც. მოკლედ, ყველა სასურველი ქალის ტიპი დახატა ალექსანდრე გუნინმა და მისი ნახატების რაოდენობა გასცდა ასეულებს, ამიტომ მე ძალიან მცირე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ.

ალექსანდრე გუნინის ჩახატული გოგოები…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2017 წელი. 2:34pm — 1 კომენტარი
________________

სამოგზაურო ავტომობილი ანუ ეგზოტიკური ავტოტური

      ბავშვობის ოცნებებს შორის იყო მოგზაურობა დედამიწის გარშემო, მაგრამ ეს მოგზაურობა უნდა ყოფილიყო ავტომობილით. გახსოვთ ალბათ, ძველებური მიკროავტობუსები, პატარა, მრგვალები, მერე გავრცელდა მისი მრავალგვარი ვერსიები და სულ ბოლოს ფერადოვნებიც. აი, მეც მასეთით მინდოდა მოგზაურობა, მაგრამ, ახლა რაც ვნახე მგონი ისიც ძალიან ეგზოტიკურია, ოღონდ უნდა ვაღიარო - გრძელ გზებზე არ გამოდგება, უფრო საქართველოში და მცირე მასშტაბებით მგზავრობისას. საერთოდაც, ბუნებას…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2017 წელი. 10:38pm — არ არის კომენტარები
_______________

ტორტის მორთვის მასტერკლასი

      ვინც მიცნობს, იცის რომ კულინარია, სამზარეულო, კერძები ტკბილეული და ასეთები ჩემი დიდი სისუსტეა. ამ სისუსტის გამო, ამ სიტყვამ ჩემთან მიმართებაში გამოყენება დაკარგა ჯერ კიდევ ჩემი მცირეწლოვნობიდან. მაგრამ რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, მე და გემრიელი კერძები ერთმანეთს ვერ დავთმობთ (ხვდებით ალბათ, ქველზე ყველაზე მეტად მიყვარს კულინარიული რეცეპტების უმაგრესი ჯგუფი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2017 წელი. 3:13pm — არ არის კომენტარები
_______________

საჭმელების სტილისტი, დეკორატორი

      მცირეწლოვანი ვიყავი, როდესაც პირველა ჭამა დამიშალეს - ძალიან მსუქანი იქნები და პრობლემები შეგექმნებაო. არადა, არ მჯეროდა. როგორ შეიძლება მსუქან, კარგად ნაჭამ, დანაყრებულ და ამ ყოველივეთი ბედნიერ ბავშვს რაიმე პრობლემა მქონოდა. ეგეც არ იყოს, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჭამა და საჭმელი, ადრე თუ გვიან რაიმე სიკეთეს მომიტანდა. ამ რწმენით გადიოდა წლები, ცარიელდებოდა მაცივარი, პატარავდებოდა და ფუჭდებოდა ტანსაცმელი, ბიჭები მხოლოდ მემეგობრებოდნენ და ა.შ.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2017 წელი. 2:07pm — არ არის კომენტარები
_______________

სიდნეის ნათლის ფესტივალი

      სიდნეის ყოველწლიური ფესტივა „ნათელი სიდნეი“ (Vivid Sydney) წელს განსაკუთრებულად მასშტაბური ღონისძიებებით და წარმოდგენებით მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილნი, სხვადასხვა თეატრლური დადგმის, მუსიკის და სპორტული თამაშების ცქერით ირთობდნენ თავს და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა (იხილეთ:…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2017 წელი. 5:22pm — 1 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2014

2013

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters