დღევანდელი დღე წვიმების მოშუშებას მიეძღვნა და გუშინდელი წარღვნისშიშა ღამის გაანალიზებას. ასევე, მნიშვნელოვანი ამბავი ისმოდა მთელი მსოფლიოდან - ტრამპი და ინი ერთმანეთს შეხვდნენ. თბილისში ისევ ხორავას ქუჩის ამბებზეა განხილვები და აქციების დაკავებებზე. ასევე, იუნისეფის კვლევის შედეგებზე.
ღამის წვიმებმა ქალაქი ისევ შეაშინა - გუშინ ძლიერად იწვიმა - ძლიერი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მიუხედავად წვიმებისა სეტყვისა მიწისძვრისა და სხვა სტიქიური მოვლენებისა ჟამთა ცვლილება გარდაუვალია და აი ზაფხულის სეზონიც დადგა, შეიძლება მეჩვენება მაგრამ თითქოს ხალხის დიდ ნაწილს ჩემს გარშემო სულ არ აქ განწყობა და ყველას ეზარება თითქოს დაღლილები არიან შეძლება ფინანსური მომენტია რამეთუ ზაფხულში დასვვენება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული თან ეს ფასები და ტარიფებიც ყოველწლიურად ძვირდება, მე მაგალითად სოფელი, რომ არ მქონდეს…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2018 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მურა ფერის გრილი სასმელი, სასიამოვნოდ მწკლარტე გემოსი. ქაფით უხვად თავმოდგმული, ლამის ჭიქის მესამედი რომ უჭირავს... ნება-ნება მიიტან პირთან. სულს ფრთხილად უბერავ იმ ქაფს და მოწრუპავ. დალოცვილი სიგრილე აგეღვრება სიცხისგან გაოფლიანებულ სხეულში. კანი შეიძლება ოდნავ გაგიხორკლიანდეს კიდეც, ისე მყისიერად ეხმაურება პირველივე ყლუპს. ცოტა ხნით მოიცილებ პირიდან ჭიქას, დაიცდი, რათა სხეულის ყოველმა უჯრედმა შეიგრძნოს სასმელით მოგვრილი სიგრილე და საამო…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2018 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ძაღლების არაჯანსაღი სიყვარული რომ იციან ხოლმე ხომ იცით? აი, ჩემი სიცოცხლე, და ჩემი სიყვარული, და ჩემი სიტკბო და ა.შ. რომ მიმართავენ ხოლმე, სწორედ მათთვის შექმნა ერთმა კომპიუტერულმა და ფოტოშოპ ხულიგანმა ფოტოსერია, რომელიც თავისი მხიარულებით საკმაოდ ორიგინალურია. ჰოთდოგის ხუმრობების შემდეგ, ძაღლებს უკვე კრუასანებსა და ტარტებშიც კი შეხვდებით. ქვემოთ, კულინარიული რეცეპტების ბმულებიც იქნება.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ისეივ მზე და ისევ წვიმა, ერთი მხრივ აგრილებს და მეორე მხრივ გონებას ღლის. ქვეყანა კი ისევ ხორავას ქუჩის ამბებს იძიებს და საგამოძიებო კომისიებს ქმნის. ამასთანავე, უკრაინის ავტოკეფალია, თურმე ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. პრემიერი ისევ ტრაბახობს და ა.შ. ამინდის ამბავი კი ასეთია, ამ უქმეებზე, სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დედოფალ ზენობიას უყვარდა თავისი ეზოს მოძღვართან, ლონგინოსთან საუბარი. ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე მასთან ერთად მარმარილოს მღვიმეში, სადაც უამრავი ეტრატი და ისტორიული ნაკეთობა იყო დახვავებული. სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ აზრებს და ხანდახან საუბრის დასასრულს, სრულიად მოულოდნელ დასკვნებამდე მიდიოდნენ.
ერთხელ ლონგინოსმა თიხისფეხებიანი და ოქროსთავიანი კერპი ახსენა დედოფალ ზენობიასთან მუსაიფში, კარგა ხანია, ფიქრებით…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2018 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ალბათ ბავშვობაში ყველას აქვს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „კუკარაჩა“ წაკითხული, რომელიც რა თქმა უნდა ქველზეც გვაქვს და ამ ნაწარმოების მიხედვით ქეთი და სიკო დოლიძეების ფილმიც ნანახი, რაც იმას ნიიშნავს რომ არასდროს დაგავიწყდებათ პერსონაჟი ანიკო დეიდას ვაჟი პატარა ბიჭი თამაზი და ქობულეთის აღმართზე კუკარაჩას მოკვლის შემდეგ თავზარდამცემი ფრაზა „კუკარაჩა მოკლეს“, სინამდვილეში კი თამაზიც მოკლეს ოღონდ არა ნაწარმოებში რეალურ ცხოვრებაში, თუმცა…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2018 წელი. 6:00pm —
1 კომენტარი
________________
დილის გამონათება ისევ წვიმამ შეცვალა. ივნისის წვიმები ცუდად გვახსოვს და სიყვარულიც გაქრა მის მიმართ. აღარც უმღერიან და მგონი აღარც ლექსებს უწერენ წვიმას. აქვე, სინოპტიკოსების გრძლვადიან პროგნოზსაც მოგახსენებთ - ექსპერტების დასკვნით, ზაფხულში, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები იქნება. იქამდე კი, სულ რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერ მიწისძვრა დაფიქსირდა - ეპიცენტრი აზერბაიჯანში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
მინდა გიამბოთ ზღაპარი ციცინათელების შესახებ. უფრო ზუსტად, იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდნენ ციცინათელები ჩვენს მშვენიერ ცთომილზე, ასევე მშვენიერი სახელი, დედამიწა რომ ჰქვია.
ხომ ლამაზია ციცინათელები, პაწია მანათობელი არსებები, ივნისის ღამეებში რომ გამოეფინებიან ხოლმე. ზღაპრული ქვეყნის მოციქულებივით დაფარფატებენ ჰაერში, ირგვლივაც ყოველივეს ზღაპარს ამსგავსებენ, ერთიორად ალამაზებენ ისედაც მშვენიერ ივნისის ღამეს.
ჰოდა,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2018 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მნიშვნელოვანი ამბების გამოტოვება მოგვიწია და მათი მნიშვნელოვნობა გამოიხატებოდა საპროტესტო აქციების სიმკვეთრეში, ზღვარსგადასულობასა და გაურკვევლობაში. ვინ სად რას და რატომ მართავდა აქციას, ბოლოს უკვე ძნელი გასარკვევი აღმოჩნდა. რაც შეეხება ამ კვირის პირველ ქველინიუსს, დილა დაიწყო ქალაქისთვის შემაშფოთებლად - გაიფიცნენ მემანქანეები, რომლებიც ითხოვენ ხელფასის მომატებას. ამას გარდა, დღეს საუბრობდნენ კვლავ - შვილმკვდარ ოჯახებზე და ახალ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიტყოდი პატარა ქვეყანა ვართთქო, მაგრამ როგორმე ამ პატარა ქვეყნის კომპლექსსაც ხომ უნდა დავაღწიოთ თავი? თან ეგეც არ იყოს, რაღა პატარა, შე დალოცვილო, მსოფლიოს 230-მდე ქვეყანაში 120-ე ადგილი გიკავია და ვისთან მიმართებაში იპატარავებ თავს? ცოტანი ვართო, და ალბათ ამიტომ ვერ ვპოულობთ შესაფერის ხალხსო, რომ თქვათ, იგივე სიაში, მოსახლეობის მიხედვით 130-ე ადგილზე ვართ და კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ. მოკლედ, საწუწუნოდ ეს თემა არ გამოდგება. აბა, რატომ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2018 წელი. 11:04pm —
6 კომენტარი
________________
უხსოვარ დროში დიდი მაღალი ხეები არ ირთვებოდნენ თურმე ყვავილებით. მხოლოდ მწვანედ მობიბინე ველ-მინდორს ანდა ტანდაბალ ბუჩქნარს თუ ეწვეოდნენ ბუნების ეს პირლამაზი შვილნი, ნაირფერებით მოკაზმავდნენ და გაალამაზებდნენ. დიდი ხეები კი იდგნენ მწვანე გუმბათებივით. მწვანე ფოთლების გარდა სხვას ვერაფერს შენიშნავდი მათ ტოტებზე.
და აი, ერთხელაც მოფრინდა ყვავილების დედოფალი. ხელში მოწნული კალათა ეჭირა, რომელიც პირთამდე სავსე იყო ნაირფერი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2018 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დილიდან აუხდათ სინოპტიკოსებს - სინოპტიკოსების ინფორმაციით, 29-31 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელიო - ან შეიძლება დილით გაიხედეს და ისე თქვეს, რომ ახდენოდათ. ამას გარდა, დღის ამბები ეხებოდა ისევ ხორავას ქუჩის მკვლელობას, სირიის მიერ აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას, პოლიციის ძალადობას, მუხთარლის საქმეს და სხვა
ნატოური და ამერიკული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2018 წელი. 11:00pm —
5 კომენტარი
________________
მხატვარი რომ ვიყო, ჩაფიქრებულ ადამიანს დავხატავდი: თავი ჩაუღუნავს, მხრებზე თითქოს მძიმე ტვირთი დასწოლია, შუბლიც ერთიანად ნაოჭებით დაფარვია... ყველაზე ცხადად სწორედ შუბლზე ეტყობა, ათასგვარი საზრუნავი რომ ჯიჯგნის და აწამებს.
მერედა, რამ დაუმძიმა შუბლი ადამიანს, რა მიუძღვის წინ უამრავ საზრუნავთა ჯაჭვს?
კარგი კითხვაა, მართლაც.
პასუხიც კარგი მოსდევს: ოქრო, უწინარეს ყოვლისა!
დიახ, ყველა საზრუნავი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2018 წელი. 3:00pm —
3 კომენტარი
________________
გაგვებუტა ფისო
თვალზე ცრემლი სდისო,
რამდენი რამე მივართვით,
არ აკარებს პირსო.
ფაფას ცხვირი აუბზუა,
სუნი ასდის რძისო,
თევზებს თათი აუქნია,…
გაგრძელება
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2018 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უცბად საშინელი ჭექა გაისმა, ყველანი შიშისგან შეკრთნენ. ქოლგოსანი რაღაც ძალამ ერთ მხარეს გადააგდო, მისი ქოლგა კი მეორე მხარეს.
ეს შავი ღრუბელი იყო.
- ვიპოვე! წვიმა ვიპოვე! - გრუხუნებდა იგი, დიდი სიხარულისგან ხმა ვეღარ მოზომა, ისე ჭექდა და ქუხდა, ლამის ყველაფერი დაენგრია. როგორც ვთქვით, სიხარულისგან ყველას ცრემლები სცვიოდა. მათ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2018 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზოგჯერ დღე ისეც გაივლის, არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება. დღეს მაგალითად ის მოხდა, რომ საპატრიარქომ, როგორც იქნა, გადაწყვიტა - მღვდლებს მოუწოდა რუსთავი ორთან ურთიერთობებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება სხვა ამბებს - კარასინი ისევ შეხვდა აბაშიძეს, მაგრამ შედეგი მაინც არანაირი. კალაძე კი ინიციატივას ინიციატივაზე ავრცელებს და ქალაქს რაღაცეებს უქადის.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელ დღესაც ვერ გავცდით სტრასბურგის ამბავს, რადგან ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუსია და მოლოდინი საქართველოს გამართლებისა, თორემ მთელი ლეგენდები წყალში ჩაგვეყრება თუ დამნაშავედ გვცნეს. სხვა ამბავი იყო ძიუდოისტების განახლებული პროტესტი, ასევე ამერიკული თანამეგობრობა და ვარდების მოედნის ახალი სახელი (რომელსაც, ჯერ კიდევ რესპუბლიკის მოედნად იხსენიებს ხალხი).
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კუბა ბევრი ტურისტისთვის საოცნებო ქვეყანაა და მრავალი ადამიანის ინტერესს იწვევს თუმცა ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მოგზაურობას მათ შორის ქართველებიც,რადგან თვითონ ბილეთიც იმდენად ძვირია მაგ ფასად სხვა 3-4 ქვეყნის ნახვა არის შესაძლებელი . კუბა კარიბის ზღვის აუზში მდებარეობს და ესპანეთის ტერიტორიად ითვლებოდა…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2018 წელი. 4:00pm —
3 კომენტარი
________________
რობიკოს ახსნა-განმარტება ყველამ კარგად გაიგო, განტოლებების შემოწმებაზე თავი არავის გამოუდვია, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მანქანაში ყველამ მოიწყინა.
- ამას არაფრით არ ველოდი, - ბუტბუტებდა ქოლგოსანი.
- ეს, ჩემო წვიმავ, - ხვნეშოდა შავი ღრუბელი.
მახარეს დარდისგან ფერი სულ დაკარგოდა.
- რაღა გვეშველება, - ბუტბუტებდა იგი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2018 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like