სინოპტიკოსები კარგ ამბებს გვპირდებიან და კორონასთან ბრძოლის მეტი იმედი გვეძლევა - 10 მარტამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 22 გრადუსამდე მოიმატებს. დღევანდელ ამბებში კი ცხადია ისევ კორონა ვირუსი და მის გარშემო მსოფლიო გამოხმაურებები, შფოთი, რეკომენდაციები და ჩაკეტილობებია. უკვე იტალიასთანაც შეწყდა ფრენები. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში თავისი საათი გამოიყენა და ისაუბრა რეგიონებსა და მათ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო აღრიცხული ამინდების მიხედვით, გასული ზამთარი ყველაზე თბილი იყოო, აღნიშნავს მსოფლიო, მაგრამ ეს სითბო არ გამოდგა საკმარისი კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის. ჩვენთან 9 დადასტურებული შემთხვევაა დღევანდელი დღის მონაცემებით. როგორც მიხვდით, დღის მთავარი თემა კორონა ვირუსი და მისი ახალი შემთხვევების კვლევა-მკურნალობაა. ასევე აქტუალური იყო ბარიერები და პროცენტები პარლამენტში შესასვლელად და არჩევნების წესის განსაზღვრისთვის. განსაკუთრებით დამძიმდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონას ფონზე, სხვა თემები ცხადია იჩრდილება, მაგრამ სიახლეები მაინც გვაქვს. ვირუსის სიახლეები ისაა, რომ საქართველოში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა და პარალელურად ტარდება, სკოლების, ბაღების, სამინისტროების, ტრანსპორტის დასუფთავება და ქიმწმენდა. დღის მთავარი თემა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა, ამასთან ერთად ოპოზიციისა და პოზიციის კვოტებისა და გადანაწილებების საუბრები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2020 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ბოლო პერიოდის ყველა ამბავი, გაზაფხულიც კორონავირუსის გარშემო ამბებით დაიწყო. ახალი დაინფიცირებულები, გარდაცვლილები და განკურნებულები მთელი მსოფლიოს გარშემო. საფრთხეები და გამოსავლის ძიება მარტო და სხვებთან ერთად. საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნებოდა, თუმცა ვირუსის ამბებმა ისიც გადაფარა, სტუმრად ჩამოსულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა კი მოგვილოცა ეს დღე. ოპოზიცია და პოზიცია ისევ ვერ შეჯერდა პარლამენტის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2020 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩემი დღევანდელი გმირები განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობენ ქველზე. ფოტოსესიის ავტორია ალბერტ დროსი (Albert Dros). ალბერტი, ლანდშაფტის პროფესიონალ და ცნობილ ფოტოგრაფად მიიჩნევა, მაგრამ როგორც თავად იხსენებს - ანტარქტიდაზე საინტერესო, მშვენიერი და ამაღელვებელი არც რამ უნახავს და არც რა გადაუღია. თეთრი ფერი რომ სპექტრში ფერადდება, ეს ფიზიკოსებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, მაგრამ თეთრი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2020 წელი. 9:46pm —
2 კომენტარი
________________
თუკი მზის სხივები მართლაც გვიშველის, სამწუხაროდ, ბუნებამ უარი გვითხრა - ხვალიდან მარტის პირველი რიცხვების ჩათვლით სიცივე გველის - წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქვეყნის შიგნით კი მთავარი პრობლემა კორონა ვირუსია. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა და ნელ-ნელა პანიკა მატულობს, დაძაბულობა იზრდება და საშიშროებისადმი გამკლავება პრობლემური ჩანს. თითქოს კორონა არ კმაროდეთ, სირიაში ომი, სამხედრო კონფლიქტია, რომელიც უკვე გაეროს და ნატოს ჩარევას საჭიროებს.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2020 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დავიწყოთ რეკომენდაციებით - ხელ-პირის ხშირი დაბანა - გვახსოვდეს, რომ ხელებს იმიტომ ვიბანთ ხშირად, რადგან ხელის სახეთან მიტანის ჩვევა წუთში ათეულჯერ მაინც ხორციელდება ადამიანის მიერ და ეს ქმნის პრობლემას, ამიტომ ხელებთან ერთად პირიც დავიბანოთ, ქუჩაში ნაცნობებისა და ახლობლების ნახვისას გადაკოცვნისგან თავის შეკავება, ნაკლები კომუნიკაცია საზღვარგეთიდან დაბრუნებულ ადამიანებთან, ნაკლები კომუნიკაცია გარეულ ცხოველებთან (თუმცა, ეს უკანასკნელი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 27, 2020 წელი. 8:00pm —
1 კომენტარი
________________
საღამოს ყველაზე ხმაურიანი ამბავი - ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა - ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 26, 2020 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
ზამთრის კუდის მოქნევა ალბათ მაინც მარტის საქმე იქნება, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯერ მთებში აიკრძალა მოძრაობა, შემდეგ ბარშიც წვიმამ და თოვლ-ნამქერმა არ დააყოვნა. ალბათ, ასეთი თალხი ეხურა თბილისს 99 წლის უკან. დღის მთავარი თემა იუნკერების გახსენება იყო. ასევე მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობდა ოპოზიცია, ხორავას საქმეზე განაჩენიც გამოიტანეს. კორონაც ისევ დაუმარცხებელია და მეტიც, ახალი ეპიცენტრები და კერები ჩნდება მსოფლიოში - ირანი,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2020 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
ახლა ისეთი ამბავია მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომ ხვალ წვიმა იქნება თუ ელჭექი, აღარავის აინტერესებს. არადა, დღეს გაზაფხულის მშვენიერი დარი იდგა. მსოფლიოს ახლა კორონავირუსი ადარდებს და რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება მისგან თავდაცვა - სამეზობლო იკეტება და ჩვენი ქვეყანაც ამ ჩაკეტილობას შეუერთდა. დღის მთავარი ამბავი იყო მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობაც, აქცია საპატრიარქოსთან და ანას ბაღის მცველები ვარკეთილში.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2020 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
დღევანდელი ბლოგ-პოსტის ხელოვანები წყვილში მუშაობენ. და როგორც ორი და სამი კაცის ნაშრომი, შედეგიც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმოშობის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ასია კოზინა და დმიტრი კოზინი (Asya Kozina, Dmitriy Kozin), თეთრი სკულპტურების ნამდვილი ოსტატები არიან. მათ კომპოზიციებში არა მხოლოდ გვირგვინებს (კორონებს) აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ, თეთრი ფერუმარილით შერებილ პორტრეტებს.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2020 წელი. 11:02pm —
არ არის კომენტარები
_______________
სითბო მოვიდა, დაგვიანონსეს კიდეც, რომ უქმეებზე თბილი ამინდები გველის და შეგვიძლია ნელ-ნელა გაზაფხულის სურნელიც ვიგრძნოთ აქა-იქ. მოკლედ, კიბერშეტევის შედეგები იმაზე საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე თავის დროზე თავად კიბერშეტევის ფაქტი. მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ კიბერშეტევას, ხოლო კარასინი გაკვირვებული კითხულობს - დადასტურდა რომ ეს ჩვენ ვქენით? ეჭვი მეპარებაო. მეორე ამბავია მერებაშვილის გატრენდებული ნიუსები. ახალი ამბავი - ქუთაისის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დავიწყოთ საღამოს კარგი ამბით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა 2021 წლის ევროჩემპიონატის საწყისი ფეხბედნიერად დაიწყო. დღეს, ვანო მერაბიშვილისთვისაც ბედნიერი დღე გამოდგა - მან მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და აქტიურად შეუდგა პოლიტიკურ საქმიანობას - გამოვიდა თუ არა, ხელისუფლების დამხობა დააანონსა. დღის მთავარი თემა იყო ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და უფრო ხმაურიანი და საერთაშორისო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 20, 2020 წელი. 10:59pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყნის მთავარი ამბავი დღევანდელ ნიუსრუმში, პოლიტიკური დაპირისპირებაა ნაცებსა და ქოცებს შორის - დღეს ერთი უცხოელი მხატვარი ამბობდა, გაოცებული ვარ ქართველებით - სად გაგონილა ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუტს ბოქლომი დაადოსო ან კიდევ, მთავრობამ იმაზე ისაუბროს რომ ქვეყანას დემოკრატიით მართავს ან კიდევ მთავარი პრობლემა ოპოზიციააო. თუმცა ქვეყნის შიგნით სხვა ამბავი კალაძის თბილისია, მერაბიშვილის გათავისუფლება, აჭარის ტელევიზია და გარემოს დაცვის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2020 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
დღევანდელი დღე სამწუხარო ამბით იქცა გამორჩეულად და ისტორიაში ჩასაწერად - დღეს გარდაიცვალა გიორგი შენგალაია (იხ. ქველინიუსი). თუმცა, პოლიტიკოსებმა გიორგი შენგელაია ნაკლებად გაიხსენეს, როდესაც საქმე მთავარი პროკურორის არჩევნებს და დანიშვნების შეეხო. კიდევ ერთი ამბავია - გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2020 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
დედაქალაქი ძალიან დაიჩაგრა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცენტრალიზებული მართვის პირობებში, მთავარი ქალაქი ბუნებამ დაჩაგრა - ყველგან თოვს, ზღვისსპირეთში, მთის კალთა-კიდეებზე, დიდ-მცირე ქალაქებში, გორშიც კი, მაგრამ თბილისში არა და არ თოვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბავნარს, დღის მთავარი თემა ევროკავშირთან პროეტების და კანონების განხილვა იყო და უგულავას საქმეზე კომისიობანა და კომენტარობანა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია ეს არც მილანური დეფილეა და არც პარიზის მოდის კვირეულია, მაგრამ ოსკარი რომ მოდის დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია, რაც აგერ უკვე მრავალი წელია დასტურდება. წითელ ხალიჩაზე ჩავლილმა ვარსკვლავებმა ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვონ, რომ მთელი წელი მათ კაბებზე საუბრობდეს მედია და მოდის სამყარო. ჩვენც, მოურიდებლად გვმართებს თვალი ვადევნოთ ვარსკვლავების ჩაცმულობა-მორთულობას, რათა შემდეგ ჩვენს ქუჩებშიც იარონ ნატალი პორტმანებმა,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2020 წელი. 11:28am —
არ არის კომენტარები
_______________
კორონა ვირუსზე მხოლოდ ერთსღა ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - სოლიდარობა და გვერდში დგომა გვიშველისო. ეს მსოფლიო ამბავი, ხოლო ქვეყნის შიდა ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო სტატიებით და კომენტარებით - უგულავას ციხეში აღმოჩენის ამბავია. მთელი დღე მუქარების და თავის მართლების ტექსტებს მიეძღვნა. მეორე ამბავიც ამავე თემას უკავშირდება - კონსესუსი არ ჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ ჯერ კიდევ რთულია პროპორციების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 11, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ყინვიანი კვირა დაიწყო და ჯერ მხოლოდ შესავალიაო ამბობენ, რადგან დღეს და ხვალ ყინვა კიდევ უფრო მოიკრებს ძალებს, ხოლო 12_ში თოვლიც იგეგმება და ზღვაზე კი შტორმი. პოლიტიკური შტორმი კი დაკავებით დაიწყო - დღეს გიგი უგულავას ფონდის საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და დააკავა კიდეც - უგულავა თავად გამოცხადდა შსს-ში. როგორც პოლიტიკოსის დაკავებისას ხდება ხოლმე, დღის მთავარი თემა სწორედ ეს ამბავი იყო. არჩევნები კარზეა მომდგარი და ჯერ კიდევ ვერ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება 92-ე ცერემონიისთვის ემზადება. ტრადიციულად, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი და რა თქმა უნდა ისევ მილიონობით კონომოყვარულის გაფაციცებული თვალები. წელს კინომატოგრაფებს განსაკუთრებით რთული დავალებები აქვთ - არჩევანი უნდა გააკეტონ 2019 წლის ისეთ შედევრებში, რომელთა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2020 წელი. 10:30pm —
9 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
© 2025 George.
•