Qwelly ბლოგი

თოვლის სუნი

ჰაერში თოვლის სუნი დგასო აიჩემა დღეს ჩემმა დამ.. …

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 21, 2014 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

ციფრული ჰუმანიტარია

   14-18 იანვარს საინტერესო პროგრამის მონაწილე გავხდი - თსუ ზამთრის სკოლა „შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში“. მინდა გაგიზიაროთ :)

    ციფრული ჰუმანიტარია (ინგლ. Digital humanities) წარმოადგენს კვლევის, სწავლებისა და შემოქმედების სფეროს, სადაც ჰუმანიტარული სამეცნიერო დისციპლინები კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან გადაიკვეთება. დღეს ციფრული ჰუმანიტარია ტრადიციული ჰუმანიტარული დარგების (ლინგვისტიკა, ფილოსოფია, არქეოლოგია,…

გაგრძელება

დაამატა ბადრი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აწმყო უშენოდ...

ღამეა ცივი, ვარსკვლავი კრთოლვის,

სადღაც მიღალულს გძინავს,

სადღაც ქარი ქრის, ცივი შენსავით

და მეც ამ ქარში მღვიძავს...

    სადღაც დარდია, სადღაც ღიმილი,

    გაიხსენებ და გულიც ჩქარდება,

    მაინც გნატრიან…

გაგრძელება

დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ოთარ ჭილაძე

ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,

არ წარიკვეთო არასდროს სასო, 

ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,

ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.



მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,

კვლავ ისეთია, როგორიც იყო,

კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის

და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.



არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,

ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 4:30pm — 1 კომენტარი
________________

კითხვები

მოგესალმებით,

       საქმე ისაა, რომ ვკითხულობ წიგნს, რომლის გასაგებადაც ბიბლიის ცოდნაა საჭირო, მე კი ეს ცოდნა, სამწუხაროდ, არ მაქვს. ასე რომ, გთხოვთ დახმარებას. იქნებ იცოდეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: 

       პირველ რიგში, იქნებ ის მითხრათ, შესაძლებელია თუ არა მომავალი სემესტრიდან თქვენთან იმ სალექციო კურსზე…

გაგრძელება

დაამატა ლიკა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 3:00pm — 29 კომენტარი
________________

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,

ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,

მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,

გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,

გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე

,წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,

ხელები,ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,

მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი…

გაგრძელება

დაამატა keti ketusia julakidze_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2014 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ფიოდორ დოსტოევსკი „თვინიერი“

 

 

    „იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2014 წელი. 8:00pm — 7 კომენტარი
________________

და მე მკითხეს...

       ეს ლამაზი ნიღაბი, ძვირფასებო, უნაკლო მხიარულობით, კეკლუცით და უდარდელობით აღსავსე...  ასე გიღებთ ჭორფლიანი გოგონა, ღიმილით, მოციმციმე თვალებით, თბილი სიტყვებით, სულ ფერება-ფერებით!

       და ერთხელ მკითხეს, რატომ  ვიღებ თითოეულ ადამიანს ასეთი ''ოვაციით'', ამხელა სიყვარულით,  შემდეგ, ხომ იმედს ვერავინ ამართლებს და გულიც მიცრუვდება,  მე კი- გავიღიმე, დარდიანი  თვალებიდან  ცრემლი ჩამოგორდა სიცელქისგან ამომჯდარ ჭორფლებზე...პასუხი კი- ერთი ეთქვა სადღაც სიშორეს :მხოლოდ…

გაგრძელება

დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რატომ ვარ ადამიანი?! (4ever alone)

 როცა მარტო რჩები, როცა გტკივა და ამ დროს გვერდით არავინ არ გყავს, ყოველთვის გიჩნდება კითხვა, თუ რატომ გაჩნდი ამ ქვეყნად, თუ ასეთ მარტოობასა და ტკივილში ამოგხდება ცხოვრება...ისევ მარტო ხარ და თითქოს უფალიც გშორდება... ყოველდღე გგონია, რომ ხვალ რაღაც სასწაული მოხდება და შენ, ისევ ბედნიერი იქნები, მაგრამ როგორც კი გადის ,,ხვალ'' აანალიზბ, რომ სულელური მოლოდინი დიდია, რეალობა კი-პესიმისტურ ზღაპარს გავს! ფიქრობ და გგონია, რომ სიკვდილისთვის მზად ხარ, აბა, მეტი რაღა…

გაგრძელება

დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2014 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აღიარება არ გვიყვარს

       მზერა იცანი ვიღაცის ... არითმია დაიწყო! უცებ აირევი, ნაბიჯს აუჩქარებ, რაღაცას მოეფარო გინდა, ოღონდ დაიმალო და ყველაფერზე ხარ წამსვლელი, თუნდაც, ვიღაც უცხოს, ქუჩაში მოსიარულეს მოეფარო. თუ ესეც ვერ შეძელი, გაფითრებული  თვალებს დახუჭავ, შტერს გგონია, რახან ვერ ხედავ - ვერ გხედავს... წუთის შემდეგ თვალებს გაახელ... ჰმმ-ღრმად ამოისუნთქებ, უღრმესი წერტილიდან ჰაერს დარდიც ამოყვება. გეწყინა თუ გაგიხარდა ვერ ხვდები, მაგრამ იხსენებ არეული, რომ რამდენიმე წუთის წინ, შენში  ჯუნგლებს გრძნობდი,…

გაგრძელება

დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2014 წელი. 2:30am — 9 კომენტარი
________________

მრავალწერტილები

მასხარები

VI თავი

როგორც ყოველთვის ოთახში ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გასაოცარი, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი გარემო დამხვდა.

ყურებდიდა ცალ ხელზე შემდგარიყო, მეორე ხელი კეფაზე შემოედო, ფეხები მაღლა აეშვირა და ისე ეძინა.

ნიკაპგრძელასაც ბეწვის ხიდივით წელში გაზნექილს, ფეხის ტერფებითა და ხელის მტევნებით ჭაღს ჩაჭიდებულს ნიკაპი ჩამოვარდნოდა და ისე…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2014 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

განათლებული საძინებელი

- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?

- კი, დარბაზისთვის.

- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.

- ბატონო?

- ანუ მინდა რომ წავიკითხო.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2014 წელი. 7:00pm — 40 კომენტარი
________________

წამზომი ჩაირთო

  

   წავიდა...ბედის ბორბალი დაიძრა...დაუკითხავად წამზომი ჩაირთო...განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა...სანახაობა დაიწყო...

პირველად მიწა და მხოლოდ ცა იყო.არც კანონი და არც დრო არ იყო...მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო,არ ვიცი მი თუ ფა იყო...აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო...ფანდურმა სიმი აიბა...ადამიანმა ციხე აიღო...ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო...

აღარასოდეს…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

* * *

ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 8:13pm — არ არის კომენტარები
_______________

მარტო შთენილი......

   მარტო მე  შემოვრჩი ცივსა და გაყინულ ზამთარს... ასეა, ყველა მაღალი, ოდესღაც მარტო რჩება! ყველამ თავისი გზა მონახა, მე კიდევ... მეღა შემოვრჩი გაშიშვლებულ ბროწეულის ხეს და ვფიქრობ, რა კარგი იყო ყვავილობა, კვირტობა, შემდეგ ჩვენ ნაყოფად ვიქეცით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, მე და, ჩემს და-ძმებს. ისინი წავიდნენ მე დავრჩი. ახლა სრულიად, უსარგებლო…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2014 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბიჭუნა ქრისტეს ნაძვის ხესთან

I - ბიჭი პატარა ხელით

Qwelly, ბლოგი, დოსტოევსკი, ლიტერატურა, მოთხრობა, საახალწლო, ქველი

ბავშვები უცნაური ხალხია

ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა.…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

სინამდვილე

სანამ კადრში გაიელვებს,

სანამ მოხდება და სახელი დაერქმევა,

სანამ ხელში მოიხელთებს ვინმე,

ისაა სინამდვილე,…

გაგრძელება

დაამატა Ann_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2014 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

შეხვედრა გიჟთან.

-ვინ ხარ?

- გიჟი ვარ!

- რა გქვია?

-უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.

-მაინც რატომ გეძახიან გიჟს?

-ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.

- გიჟს მაგისთვის გეძახიან?

-ჰო, ალბათ.

-საიდან…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2014 წელი. 12:00am — 7 კომენტარი
________________

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

 ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმიანება და განმარტავს, რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია ხელოვნურ განაყოფიერებას.

   "ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი უმცირესად ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა (ონანიზმი), რომლის შესახებაც საღმრთო წერილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი…

გაგრძელება

დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

წყალობა ზამთრის ზაფხულად შემცვლელი

      „შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას.. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა.. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი..”

წმინდა ნიკოლოზ სერბი

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2014 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters