დეკემბერი 2016 ბლოგ პოსტები (16)

ხელოვნება წიგნებზე

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2016 წელი. 1:30pm — 1 კომენტარი
________________

მეგაპოლისური საცობი ანუ გავქალაქელდეთ

      მიგრაციის რამდენიმე სახე არსებობს, როდესაც მიგრაცია ხდება ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან სოფელში, სოფლიან ქალაქში, როცა ეს მიგრაცია არის იძულებითი ან როდესაც ეს მიგრაცია არის ჩვენი სურვილ-საჭიროებებიდან გამომდინარე.

      ქართულ რეალობში განსაკუთრებით ხშირია მიგრაცია სოფლიდან ქალაქში, ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი - მიგრაცია მთელი საქართვლოდან, თბილისში.

megapolisi, qalaqi, sacobi, karfuri, კარფური, ქველი, ბლოგი, Qwelly, მეგაპოლისი, მიგრაცია, ქალაქი, სოფელი

      წინასაახალწლოდ ეს ყოველივე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2016 წელი. 8:30pm — 2 კომენტარი
________________

Association with companies such as Intel

Finally, in 'Wake up! Your Team is on Fire!', subtitled 'Why Your Real Problems Are Cultural and How to Change Them', Runescape Gold former Pandemic exec Michael Saladino presents a Business & Management Track talk asking a key game market-related question: "What's the difference between a manager and a leader? One key separator is the ability to drive a cultural shift on a team, in a studio or across a global organization."Sponsored Session, Upcoming Highlights, AudioIn addition, GDC…

გაგრძელება

დაამატა fanzhou_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2016 წელი. 6:30am — არ არის კომენტარები
_______________

სალოსის უნიკალური ხელნაწერები

წმინდა გაბრიელ აღმსარებლის ხელნაწერები

      წელიწადის მიწურულს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, წმინდა სინოდი, იკრიბება. როგორც წესი, სინოდალური შეკრება, წელიწადში ორჯერ ხდება (თუ, რაიმე დამატებით, მნიშვნელოვანი განსახილველი/გადასაწყვეტი საკითხი არ დადგა ეკლესიის წინაშე) და ერთ-ერთი ასეთი გეგმიური შეკრება, სწორედ დეკემბერში იმართება. დაახლოებით 20…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2016 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

მეკუბოვე მძღოლი

      სამარშუტო ისტორიები ჩემს ბლოგზე ხშირია. მაგრამ მიკრო სოციუმის ეს ფორმა, ყოველთვის საინტერესოა დასაკვირვებლად და თუ გონება ცოტა ფხიზლადაა ან რაიმემ გამოაფხიზლა, მთელი გზა ტელეფონში ყურებას, მგზავრებზე დაკვირვება სჯობს.

      ამჯერად სამარშრუტო ამბავი, მხოლოდ ინსპირაციაა და მეტი არაფერი, თემა სახელებს და მეტსახელებს მინდა დავუკავშირო.

- ალო, თალიბან შენა ხარ?

- ...

- ბიჯო, რავიცი აბა, ახლა არის რიჟა, აი, 1, 2, 3, 4, 5…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2016 წელი. 10:39pm — 6 კომენტარი
________________

მარჯვენა მუხლის ზემოთ ცხრათვალა მზე

      თინა ფეტვიაშვილი, გეგა კობახიძე:

- თუ გეშინია, ჯობია ახლავე თქვა და ყველაფერი ჩაიშლება.

- არ მეშინია.

- მგონი ცოტათი მაინც გეშინია.

- არ მეშინია არაფრის, არც გაფრენის, არც სიკვდილის და არც იმის რის თქმასაც აპირებ და ჯერ ვერ მეუბნები.

- რას გულისხმობ?

- იარაღი რომ მე უნდა შევიტანი თვითმფრინავში....

      თინამ წამოზრდილ მუცელზე დაიდო ზელი და სიყვარულით, ძალიან ფრთხილად მოეფერა მომავალ შვილს. გეგა…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2016 წელი. 12:24am — 5 კომენტარი
________________

ჩემი საყვარელი ლექსი

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,

მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები

მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!

გარეთ კი წვიმითსველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,

მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე

და ხმაურს ვიწყებ....

გათავდა... აღარ ჩამოგეხსნები,

არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში...

ნარბენი კაცის…

გაგრძელება

დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

საკონკურსო გაურკვევლობა

      ევროვიზიის კონკურსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოლიტიკურდება და დროსთან ერთად კარგავს მთავარ იდეას - მუსიკალურობას. მუსიკალური კონკურსად თუკი ოდესმე იყო, დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ევროვიზია, ევროპის მუსიკის გამოხატულება არ არის. ეს შესავალი იმისთვის, რომ ქართული კონკურსის შესახებ რამდენიმე დეტალი გამეხმოვანებინა.

      საინფორმაციოდ ვიტყვი, რომ ევროვიზიის კონკურსი ორ ეტაპიანია:…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2016 წელი. 2:00pm — 5 კომენტარი
________________

ქალის მოტაცება პოეტურად

      უნდა მოვარდე

      და მომიტაცო,

      მოულოდნელად, თავზარდამცემად;

      უნდა გამოჩნდე, გამომეცხადო,

      ავაზაკად და ყაჩაღ - დამცემად!

      უნდა დამესხა, როგორც მებრძოლი,

      ვერა ვიღონო თავის დამცველად;

      უნდა ამიღო როგორც ქალაქი,

      ოდეს იღებდნენ განსაძარცველად;

      უნდა დამიხვდე, შემომიძახო:

      მე მოგევლინე შენ განსაცდელად!

      ხელს ნუ შემიშლის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზამთრიდან გაზაფხულამდე

   დილა შემომეპარა მამლის ყივილთან ერთად და თავი მძიმედ ავწიე ბალიშიდან.. კვლავ მარტოობის შეგრძნებითა და უარაფრო გრძნობით გათენდა. იშვიათად თენდება ასე, მაგრამ მაინც თენდება.. ვიცოდი, რომ დღეს არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული. მოვემზადე და უხალისოდ გავუყევი გზას უნივერსიტეტისაკენ.

   გზად ხალხს ვუყურებდი და ვერაფერს ვამჩნევდი, გაყინული თვალებით იყურებოდნენ და ვერც სიხარულს ამოიკითხავდი მათგან და ვერც - წუხილს.. გვერდი ვიბრუნე…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2016 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

აღზრდა, როგორც სოციალური პრობლემა

      ქართული საზოგადოება, ძირითადად, პრობლემად აღიქვამს იმას, რასაც თვალით ხედავს, რაც ვიზუალურად გამოიხატება. მაგალითად: ის თვლის რომ ძალადობა პრობლემაა, თუმცა დიდი ალბათობით, გულისხმობს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, რადგან ფსიქოლოგიური მისთვის უცხოა და არც გაუაზრებია ის შედეგები, რასაც ფსიქოლოგიური ძალადობით ვიღებთ. ის თვლის რომ სიღარიბეც პრობლემაა, რადგან ხშირად ხედავს ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანებს.

      როცა პრობლემაზე ვსაუბრობთ,…

გაგრძელება

დაამატა თამარ ღარიბაძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გაიდეალების ამბავი

      ფიქრები ფრენიდან ფურცლებზე ეშვებიან, ტექნოლოგიების განვითარებამ კი მათ ციფრული ხასიათიც შეჰმატა და მსოფლიოში მიმოფანტა. ერთ-ერთ ასეთ მფრინავ ფრაზას წავაწყდი ინტერნეტში:

ევროპა არც ევროკავშირია და არც "ნატო", არც ვიზალიბერალიზაცია და არც "იეფილეს კოშკი", არც ევროსტრუქტურებია და არც უეფას შტაბბინა, არც მერკელია და არც ოლანდი, არც "ევროტურია" და არც "ევრორემონტი", ევროპა, უპრიველესად, შინაგანი მდგომარეობაა: თავისუფალი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2016 წელი. 1:14pm — არ არის კომენტარები
_______________

მოლოდინის სითბო

      ზაფხულობით, როცა სითბო მათ ძვლებს მალამოდ ედება, კიდევ შეიძლება გაიგო, მაგრამ ახლა, დეკემბრის სიცივეში, რა ძალა აძლებინებს?

      რამდენიმე დღის წინ თბილისში მომიწია წასვლა. მოჟამული ამინდი იყო. თოვლს ჩვენში რა ესაქმება, მაგრამ ყინვა და სიცივე იცოცხლეთ, არ გვაკლია. ზამთარს უხდება კიდეც.

      წვიმდა, ცრიდა და სიცივე სხეულის თითოეულ უჯრედს აცარიელებდა. გზად მიმავალმა, მუხათგვერდის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2016 წელი. 6:30pm — 6 კომენტარი
________________

ისლანდიური დეკემბრის დღეები

       დეკემბერი. ყველაფერი და არაფერი. თოვლი ისევ ისეთი, როგორც... საკუთარი თავი? - პასუხი არ არის. წევხარ გულაღმა და იმის ნაცვლად, რომ ვარსკვლავებს ხედავდე, საკუთარ თავს დაჰყურებ ზემოდან. ხედავ მის უემოციო, გაყინულ თვალებს, სახეს, და გესმის გულში როგორ იმეორებს: „უნდა მოკლა. უნდა მოკლა. უნდა მოკლა“.

       ერთნაირი ტემპით ისმის საათის ისრების და საფეთქლების ხმა. „მოკალი“. დიდი ხანია ფანჯარასთან ბეღურები არ მოფრენილან.…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2016 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მედიუმი

- მინდა, ვისაუბროთ.

- კი, ბატონო, მეც ვარ საუბრის ხასიათზე, რა გაინტერესებს?

- ოღონდ არა როგორც მეგობრებმა, ცოტა განსხვავებულად, მინდა ჩავიწერო.

- რატომ? მე ხომ არ ვახმაურებ ვინაობას.

- არც მე ვახსენებ შენს სახელს. მეტსახელითაც არ მოგიხსენიებ, უბრალოდ გავისაუბროთ.

-…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2016 წელი. 8:30pm — 3 კომენტარი
________________

გზააბნეული და დროარეული მტრედი

      დეკემბერი თბილად დაიწყო. წინა დღეების ყინვა, ღამის სითბომ შეცვალა და ღრუბლებიც თოვლის ნაცვლად წვიმას გვიგზავნიან. ნაცრისფერია ზეცა და ამინდი, მაგრამ ჯერ კიდევ წითელ-ყვითელ-ყავისფერია მიწა და გარემო. შემოდგომა არ დაზავებია ზამთარს და არც საქორწილო კონტრაქტი გაუფორმებია - უბრალოდ თავის სიცოცხლეს იცავს. მოკლედ დღეს თბილა და ფანჯრების გაღება გადავწყვიტე. ხეზე წერილი დამხვდა. აღარ მეგონა, თუ კიდევ ვინმე იყენებდა საფოსტო მტრედებს ან თუ იყენებდა,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2016 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters